ჯეი აბრაამი: ბრენდის პოზიციონირების 15 მეთოდი

ჯეი აბრაამი: ბრენდის პოზიციონირების 15 მეთოდი
საკუთარი თავის, პროდუქტის ან კომპანიის «შესანიშნავ ხარისხში» პოზიციონირების 15 მეთოდი

1. რაც არ უნდა გააკეთოთ კლიენტისთვის, აკეთეთ ეს შემდეგი დევიზით: «თქვენს განკარგულებაში ვარ». გახსოვდეთ, რომ თქვენ კლიენტისთვის «სანდო მრჩეველი» ხართ მთელი ცხოვრების მანძილზე!

2. ნუ შეგეშინდებათ იმაზე საუბარი, რაზეც კონკურენტები დუმან. ყოველმა კლიენტმა უნდა გაიგოს თქვენგან ის, რასაც სხვები უმალავდნენ.

3. ნუ მოგერიდებათ შეაქოთ პირადი მიღწევები და დასანახი გახადოთ თქვენი ფასეული მხარე – მაგრამ მხოლოდ სარგებლის კონტექსტში, რომლებსაც ისინი მოუტანენ კლიენტს. ივარჯიშეთ: საკუთარი თავი უნდა აქოთ მორიდებულად და გემოვნებით, მთავარია – გულახდილად, ხელოვნურობის გარეშე.

4. არ დამალოთ საკუთრი ნაკლი. კლიენტებიც ადამიანები არიან, ისეთივე, როგორიც თქვენ. იმის აღიარება, რომ სრულყოფილი არ ხართ, მათ თვალში წარმოგაჩენთ როგორც «ნამდვილს» და გულახდილს.

5. თითოეულ კლიენტთან ურთიერთობა განიხილეთ როგორც ბაზართან გრძელვადიანი კონტაქტი. ეს არ არის ერთჯერადი წარმოდგენა – აქ საუბარია ახალ მსოფლმხედველობაზე.

6. განსაზღვრეთ თქვენი ძლერი და სუსტი მხარეები და ითამაშეთ უპირატესობებზე. დავალება ადვილი ჩანს, თუმცა უმეტესობა ასე არ იქცევა – ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ მუშაობენ და ცდილობენ «შენიღბონ» ყველა ნაკლი. მომხმარებლის მხარის გათვალისწინებაზე საუბარიც კი ზედმეტია. Leverage-ზე აქ საუბარი ზედმეტია.

7. გააკონტროლეთ რისკები. ამასთან, ყოველთვის მიუთითეთ კლიენტებს მათი რისკების ან საშიშროების შესახებ, რომლებსაც ბაზარი მალავს და ეცადეთ დაეხმაროთ ამ ყველაფრის მინიმუმამდე დაყვანაში ან საერთოდ გამორიცხვაში.

8. მაქსიმალურად გამოიყენეთ გამოკვლევები ან სხვა მონაცემები, რომლებიც ხელთ გაქვთ იმისათვის, რომ გაამყაროთ თქვენი განცხადება, გამოყოთ უპირატესობა ან მოახდინოთ წარმოების დემონსტრირება. განიხილეთ, შეადარეთ, მოახდინეთ ინტერპრეტირება და ინფორმაციის ანალიზი კლიენტისთვის გასაგები და მათი შენაძენის გაკეთებაზე მასტიმულირებელი ფორმით.

9. მიეცით გამოწვევა ძველებურ აზროვნებას! შესთავაზეთ ახალი პერსპექტივები, უფრო ეფექტური სტრატეგიები ან განვითარების გასაგები გეგმა – ბაზარი თავად მოვა თქვენთან!

10. მუდმივად იმუშვეთ საკუთარი ბრენდის ფასეულობის გაზრდაზე – გააკეთეთ მეტი, იზრუნეთ კლიენტებზე, იმონაწილევეთ პროცესში.

11. შექმენით ალიანსი და საკონსულტაციო საბჭოები.

12. გამოიყენეთ რეკლამა ცნობილი სახეების მონაწილეობით და რეკომენდაციებით – რაც შეიძლება ხშირად, მაგრამ ყოველთვის შესაფერისად. ამ ყველაფრის მიღება შეგიძლიათ ყოფილი კლიენტებისგან, თქვენი რეგიონის გავლენიანი ადამიანებისგან, ასევე შეგიძლიათ გამოხმაურებები მოაგროვოთ პრესაში.

13. ყოველთვის დაიქირავეთ საუკეთესოები! გადაუხადეთ ღრისეულად. მაგრამ — მხოლოდ შედეგში.

14. არავინ არ მიმართავს «უხილავს». გააკეთეთ ისე, რომ თქენ და თქვენს პროდუქტს ან კომპანიას ცნობდნენ. გააკეთეთ ეს ეფექტურად. მიმართეთ საჭირო ადამიანებს. შედეგი უნდა შეესაბამებოდეს დახარჯულ ძალისხმევას!

15. ისწავლეთ ნამდვილი წარმატების მიღწევა გაცილებით ადრე, სანამ რეალურად მიაღწევთ მას. ბოლოს და ბოლოს ეს მხოლოდ დროის საკითხია!
სტატიის წყარო:b2p.ge