ტესტი: ამოირჩიეთ ერთ-ერთი კარები და ჩვენ მოგიყვებით, თუ ვინ ხართ თქვენ სინამდვილეში

ტესტი: ამოირჩიეთ ერთ-ერთი კარები და ჩვენ მოგიყვებით, თუ ვინ ხართ თქვენ სინამდვილეში
ამ მხიარულ, მარტივ და მოკლე ტესტს შეუძლია დაგეხმაროთ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. შეიძლება თქვენ არ გჯეროდეთ ჰოროსკოპების, ექსტრასენსების და არც ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების, თუმცა მერწმუნეთ ასეთ მარტივ ტესტებს გარკვეულწილად შეუძლიათ ცოტაოდენი რამის მოთხრობა თქვენი პიროვნების, შინაგანი მესა და ცხოვრების იმ ეტაპის შესახებ, რომელსაც ახლა გადიხართ. ამოირჩიეთ კარები, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხეთ საკუთარი თავის დახასიათება.



დაიმახსოვრეთ თქვენს მიერ არჩეული კარები და განაგრძეთ კითხვა.

კარები N1



თქვენ გაქვთ ყველაზე უბრალო მოთხოვნები ამ ცხოვრებისგან. ტკბებით სიმშვიდით, სიწყნარითა და მარტოობით. როდესაც სხვა ადამიანების კომპანიაში იმყოფებით, გირჩევნიათ, რომ შექმნათ მაქსიმალურად ოჯახური, შინაურული გარემო. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე თქვენ დროის გატარება გსიამოვნებთ მხოლოდ საუკეთესო მეგობრებისა და უახლოესი ნათესავების ვიწრო წრეში.
თქვენი მომავალი აუცილებლად ბედნიერი იქნება, რადგან თქვენ გარკვევით იცით, თუ რა გინდათ ამ ცხოვრებისგან, რა მოგწონთ და რა გსიამოვნებთ. თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, ვისაც ყველაზე უბრალო ნივთებში სილამაზის დანახვა შეუძლია. ვიღაცას თქვენი ცხოვრება შეიძლება მოსაწყენად მოეჩვენოს, თუმცა სამაგიეროდ თქვენი ცხოვრება არ იქნება დატვირთულია უაზრო და არასაჭირო დრამებისგან...

კარები N2


თქვენ უბრალოდ ჩაციკლული ხართ სიმდიდრეზე და თქვენს მიზანს კარიერულად წარმატებულ ადამიანად ქცევა წარმოადგენს. ძალიან კარგად გაქვთ გათვითცნობიერებული ის ფაქტი, რომ ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი შრომა მოგიწევთ. თუ თქვენ აირჩიეთ კარები, რომლის მიღმაც პირდაპირ კიბები მოჩანს, ეს ფაქტი უსვამს ხაზს იმას, რომ თქვენი მიზანი დროდადრო სოციალური სტატუსის ამაღლებაა.
თქვენ ამ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო გინდათ, თუმცა იმასაც ხვდებით, რომ ყველაფერი ზემოთ ნახსენების მისაღწევად დაუღალავი შრომა მოგიწევთ. ნამდვილად არ გეშინიათ მწვერვალზე ასვლის და ამისთვის ყველაფერს გააკეთებთ, თუმცა გაითვალისწინეთ ჩვენგან ერთი რჩევა: "არ დაგავიწყდეთ სიამოვნების მიღება მწვერვალზე ასვლის პროცესში"...

კარები N3


ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ. თქვენ უბრალოდ მიდრეკილი ხართ რისკისკენ და დაუფიქრებლად გადაწყვეტილებების მიღებისკენ. ისწავლეთ იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს ამა, თუ იმ ქმედებას და ასჯერ გაზომეთ, სანამ გადაეშვებით ახალ თავგადასავლებში...
სახანძრე მილი ფოტოზე - საფრთხის სიმბოლოა. გარდა ამისა თქვენ საკმაოდ მშვიდად ეკიდებით იმ ფაქტს, რომ არ იცით, თუ რა იმალება ამ კარების მიღმა, რაც წესით უნდა გაწუხებდეთ და გაღელვებდეთ...
თუ თქვენ ამ ბოლო დროს ხშირად წახვედით ვა ბანკზე, მაშინ ჩვენი რჩევა იქნება, რომ დაუკლოთ ძალზედ აქტიური ცხოვრების ტემპს და დიდი სიფრთხილით მოეკიდოთ თქვენ მომავალ ქმედებებს.
კარებზე ჩამოკიდებულია ნომერი 26. ეს გახლავთ საკრაული ციფრი იუდეველ-ქრისტიანულ კულტურაში, რადგან იგი სიმბოლიზირებს ღმერთს. თუ თქვენ ეს ციფრი შეამჩნიეთ ფოტოზე თავიდანვე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ფიქრობთ, თითქოს ვიღაც ზემოდან ზრუნავს თქვენზე და საჭიროების შემთხვევაში გმფარველობთ კიდეც...

კარები N4


ამ კარების არჩევის შემთხვევაში თქვენ მზად ხართ ბრძოლისათვის. ეს შეიძლება იყოს იურიდიული დაპირისპირება, ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად და კარიერაში წარმატების მისაღწევად. თქვენ ძალზედ თავდაჯერებულად მიემართებით წინ საკუთარი კეთილდღეობისთვის.
წითელი ფერი სიმბოლიზირებს ენერგიას, ძალაუფლებასა და აგრესიას. კარების რკინის ბასრი კიდეებიც კი არ გაშინებთ და მზად ხართ იბრძოლოთ იმისთვის, რაც თქვენია და რაც გეკუთვნით. სავსებით შესაძლებელია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ დაგეუფლათ იმის განცდა, რომ მთელი ეს დრო "გამოკეტილი" იყავით და ეხლა მზად ხართ მთელი დაკარგული დრო აინაზღაუროთ.

კარები N5


ამ კარების ამორჩევის შემთხვევაში თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერი გაქვთ. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ - ეს სიმშვიდეა. მიზნად ამ ცხოვრებაში რაღაც მარტივის, კომფორტულისა და უსაფრთხოს პოვნა გაქვთ დასახული. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე, უახლოეს წარსულში ყველაფერი სრულიად სხვანაირად იყო.
თქვენი შფოთვის და რაიმე უსაფრთხოს ძებნის მიზეზი შესაძლებელია იყოს გამოვლილი რთული პერიოდი ცხოვრებაში. ამ კონკრეტულ მომენტში თქვენ მიისწრაფით იმისკენ, რომ გარშემო შემოიკრიბოთ ადამიანები, რომელთაც უანგაროდ ეყვარებით.
თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე რთული პერიოდი გიდგათ წინ, უბრალოდ განაგრძეთ სიამოვნების ძებნა ყველაზე მარტივ, უბრალო ნივთებში და ადრე თუ გვიან იპოვით მას. ასევე ჩვენი რჩევა იქნება, რომ გააკეთოთ მცირეხნიანი პაუზა და გარკვეული დროით მაქსიმალურად მოერიდოთ ადამიანებთან ურთიერთობას.

კარები N6


ჩვენ არ შეგვიძლია გითხრათ, თუ კონკრეტულად რა გაწუხებთ ამ ბოლო დროს, თუმცა აშკარაა, რომ ეს რაღაც სერიოზულია. სასიხარულოა ის ამბავი, რომ თქვენში ოპტიმიზმის საკმაოდ დიდი მარაგია, რაც ცხოვრების ამ რთული ეტაპის გადალახვაში დაგეხმარებათ. შავბნელი დრო წარსულში დარჩება, რადგან თქვენ გაქვთ საკმარისი ძალები და სიმამაცე, რომ მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა შეუპოვრად განაგრძოთ წინ სვლა.
თუნდაც ნათელი მომავალი ძალზედ შორს გეჩვენებოდეთ, თქვენ არასდროს დანებდებით, რადგან ბუნებით მებრძოლი ადამიანი ხართ. ადრე თუ გვიან თქვენ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ ფინალს და მოიპოვებთ იმ შვებას, რომელსაც უკვე დიდი ხანია ეძებთ.

კარები N7


მოემზადეთ გარკვეული ქაოსისთვის, რომელიც შესაძლებელია გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. ნუ შეშინდებით, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ისეთი რამ, რის გამკლავებასაც თქვენ ვერ შეძლებთ. საკუთარი თავის ადამიანი ბრძანდებით და არ მოგწონთ, როდესაც წინასწარ იცით და წინასწარ გაქვთ განსაზღვრული თქვენი მომავალი ნაბიჯი. თქვენ ყოველთვის ღია გაქვთ კარები ახალი შესაძლებლობებისთვის, რაც ძალიან კარგია!
ახალი გასაქანი და ახალი შესაძლებლობები თქვენს ცხოვრებაში გამუდმებით გამოჩნდება. მოემზადეთ იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში წინ რაღაც სიურპრიზი გელოდებათ, თუმცა სასიამოვნო იქნება, თუ არა ეს სიურპრიზი ნამდვილად არ ვიცით. როგორც არ უნდა იყოს, ნებისმიერ სიტუაციაში თქვენს წინ ღია კარები იქნება, რომელიც გიკარნახებთ სწორ გზას ძნელბედობის ჟამს.

კარები N8


თქვენი მთავარი დამახასიათებელი თვისება - ცნობისმოყვარეობაა. თქვენ ყოველთვის მიისწრაფით იმისკენ, რომ შეიგრძნოთ, ან შეიტყოთ რაღაც ახალი. ყოველთვის მომზადებული ეგებებით ახალ, მოულოდნელ რისკებს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ უფრო ხშირად იფიქრებდით იმ ფაქტზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.
მოკლედ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სწორედ, რომ ცნობისმოყვარეობა მოგცემთ ნათელი და დადებითი ემოციებით დატვირთული ცხოვრების წარმართვის საშუალებას. პერიოდულად თქვენ შეგაწუხებთ მსგავსი აზრები: "არ ვიცი, თუ რას ვაკეთებ, არ ვიცი, თუ სწორად ვიქცევი, თუმცა ამ ყოველივეს ვაკეთებ, რადგან ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, იმისათვის, რომ ეს არ გამოვცადო"...
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე