რა არის ჩვენი სულის ციფრი და რისი თქმა შეუძლია მას ჩვენს შესახებ?

რა არის ჩვენი სულის ციფრი და რისი თქმა შეუძლია მას ჩვენს შესახებ?
სულის ციფრის დასადგენად, საჭიროა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი დაბადების კალენდარული ციფრი. თუ ეს ციფრი ორ რიცხვიანია, ის უნდა დავიყვანოთ ერთ ციფრამდე.
მაგალთად: 29 = 2+9 = 11 = 1+1 = 2, და ა.შ. თუ ადამიანი დაიბადა 29 რიცხვში მისი ციფრი იქნება 2.

რაც უფრო დიდია ადამიანის სულის ციფრი, მით უფრო ძლიერია მისი ვიბრაცია. ეს ციფრი მიგვანიშნებს მისი მფლობელის ფარულ ნიჭზე. საკუთარი სულის ციფრის ცოდნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მის მფლობელს მომავალი პროფესიის არჩევაში, ასევე სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

სულის ციფრი 1 – ერთიანი
იმპულსური, მაღალი მიზნების მისაღწევად მიმართული ადამიანის ციფრია. ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი გმართავენ თქვენ და გაძლევენ იმპულსებს გარვეული მოქმედებების შესასრულებლად, რისი მეშვეობითაც ნებისმიერ პრობლემას უმკლავდებით მათი წამოშობის თანავე. თქვენ უსწრაფესი ლიდერი ხართ, მიზანდასახული და ენერგიული.

სულის ციფრი 2
მოქმედებაშიც და ქცევაშიც მშვიდი ადამიანის სიმბოლოა, მსუბუქი, ტაქტიკური, ჭკვიანურად პოულობენ კომპრომისებს, თავისუფლად შეუძლიათ თავის ხელში აყვანა. თქვენ ხართ ადამიანი ორი საპირისპირო თანაბარი ძალის მქონე საწყისით. ამ შინაგანი ურთიერთდაპირისპირებით თქვენ ინარჩუნებთ წონასწორობას და სიმშვიდეს. თქვენ მარტივად დასაქვემდებარებელი, პასიური და მსუბუქი ადამიანი ხართ. თქვენთან უფრო ახლოსაა მრჩევლის ან დამპროექტებლის ფუნქცია, ვიდრე შემსრულებლის.


სულის ციფრი 3
ეს არის უნივერსალური ადამიანის ციფრი. თქვენში გაერთიანებულია მამაკაცის ვნება და ქალის სიყვარული. "სამიანი" აღნიშნავს თქვენი შინაგანი მე-ს ორი ნაწილის სრულ შეუთანხმებლობას. 3-იანი სიმბოლიზირებს თქვენი წარულის, აწყმყოსა და მომავლის - დაბადების, ცხოვრების და სიკვდილის სამკუთხედს. რაც ეხება უშუალოდ ადამიანებს, ვისი სულის ციფრიც 3-ია, ისინი როგორც წესი თავქარიანები, არასერიოზულები არიან და ცხოვრობენ ერთი დღით, არ აქცევენ ყურადღებას ყოველდღიურ ამაოებას. ამ ადამიანებს არ აქვთ უნარი თავიანთი ძალებით გაუმკლავდენ საკუთარ თავს, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. მათი ცხოვრების მიზანია მსოფლიოზე ამაღლება, სხვებზე ძალაუფლების მოპოვება და ბრძანებების გაცემა.

სულის ციფრი 4
ეს ციფრი ოთხი სტიქიის, წელიწადის ოთხი დროს და ცხოვრების ოთხი პერიოდის სიმბოლოა. ადამიანები, ვისი სულის ციფრიცაა 4, შრომისმოყვარეები, გაწონასწორებულები და მოაზროვნეები არიან. ის რისი მიღწევაც მათ სურთ თავიანთი ძალებით აღწევენ. განხილვებში ხშირად იკავებენ საპირისპირო პოზიციებს და იშვიათად ჰყვებიან ემოციებს. წესებთან და ინსტრუქციებთან მტრული დამოკიდებულება აქვთ, მიდრეკილები არიან რეფორმებისადმი. ოთხიანი ნიშნავს ტექნიკურ სფეროში წარმატებას.

სულის ციფრი 5
არის ისეთი ადამიანის სიმბოლო რომელიც ერთ ადგილას ვერ ისვენებს, მიილტვის სრულყოფისკენ, გამოცდილების ძიების და შეძენისკენ. თქვენ ხართ ენთუზიაზმით სავსე, თავგადასვლების და რისკის მოყვარული ნატურა. მოქმედების გადაწყვეტილება მოგდით სპონტანურად და მოულოდნელად. ცხოვრებაში თქვენ გმართავთ პოზიტიური განწყობა, ხართ საზრიანი, მახვილგონიერი და სისოცხლის მოყვარული. თქვენ იხედებით მხოლოდ წინ და ფიქრობთ მხოლოდ კარგ შედეგებზე, რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი. როგორც წესი სულის ციფრი 5-ის მქონე ადამიანები, ნერვიულები, ავანტიურისტები და ძალიან მოძრავები არიან.


სულის ციფრი 6
შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანის სიმბოლოა. ეს არის ოჯახის, ქალისა და მამაკაცის ახალი სიცოცხლის შესაქმნელად გაერთიანების სიმბოლო. ციფრი ექვსი ასევე ახდენს ადამიანისა და უფლის კავშირის სიმბოლიზირებას. ადამიანები რიცხვით 6 სანდოები, კეთილსინდისიერები არიან, შეუძლიათ დაიმსახურონ პატივისცემა და გაიუმჯობესონ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრება, არამედ გარემომცველი სამყაროს პირობები. არიან მომთმენები და აქვთ ბუნებრივი შინაგანი მიზიდულობა, მაგრამ საკთარი მიზნების განხორციელებაში უხეშები და მომთხოვნები არიან. არიან ძალიან რომანტიულები და უყვართ ხელოვნება, ვერ იტანენ ეჭვიანობას და განშორებას. ადვილად პოულობენ საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან. აქვთ დიდი უნარი შეიძინონ მეგობრები და აქვთ მაღალი მოვალეობის გრძნობა. თქვენ ხართ სახლის ადამიანი, ბედნიერი ხართ ნათესავებისა და ახლობლების გარემოში.

სულის ციფრი 7
მიეკუთვნება წმინდა რიცხვების კატეგორიას. არის საიდუმლოსა და ცოდნის სიმბოლო. ოდითგანვე ითვლებოდა, რომ 7-იანი საკუთარ თავში მთელი ევოლუციის საწყის გულისხმობდა. სწორედ 7 სულს დაევალა ყველა სტიქიის კონტროლი უფლის მიერ, რის შედეგადაც წარმოიშვა ყველა ცხოველი და მცენარე. ეს ციფრი ნიშნავს კვირის შვიდ დღეს, ცისარტყელის შვიდ ფერს, შვიდ ნოტს გამაში და ა.შ. ადამიანი ვისი სულის ციფრიც 7-ია შემოქმედებითი ნიჭის მქონე პიროვნებაა თუმცა მცირე უცნაურობებით. მათ აქვთ კარგად განვითარებული ინტუიცია, ანალიზის უნარი, მდიდარი ფანტაზია და ნათელი გონება. როგორც წესი ასეთი ადამიანებისგან გამოდიან მხატვრები, პოეტები და სხვა ხელოვნების მიმდევრები.


სულის ციფრი 8
ეს არის მატერიალური წარმატების სიმბოლო, იმ ადამიანების ციფრი, რომელთაც შეუძლიათ ყველაფერი სრულყოფილებამდე მიიყვანონ. ერთის მხრივ ეს არის ტოტალური გადატრიალების ან რევოლუციის ციფრი, ხოლო მეორეს მხრივ - რელიგიური ერთგულების, ფილოსოფიური აზროვნებისა და გარდაუვალი პერსპექტივის სიმბოლო . ადამიანები სულის ციფრით 8 გამოირჩევიან ადამიანების უმრავლესობისგან. ისინი მალავენ საკუთარ გრძნობებს, რის გამოც მათ ხშირად კიცხავენ. ისინი მარტოსულები არიან და იშვიათად პოულობენ გაგებას ადამიანებისგან, ხოლო სიკვდილის შემდეგ მათ ხშირად ადიდებენ. თქვენი სულის ციფრი პროფესიულ სფეროში ნიშნავს ბიზნესში წარმატებას და უშიშრობას ნებისმეირ სფეროში. თქვენ გაქვთ კოლექტივის მართვის ნიჭი და გამორჩეული ადმინისტრაციული შესაძლებლობებით.

სულის ციფრი 9
უნივერალური ციფრია, რადგან ფლობს ყველა ციფრისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ეს არის წარმატებულობის და სრულყოფილობის სიმბოლო. სულის ციფრი 9 წარმოადგენს ცხოვრების ყველა ეტაპზე მიძღვნილ ადამიანს, რომელსაც ძალუძს სიცოცხლის და ხელახლა დაბადების ყველა საიდუმლოების ამოხსნა. ეს ციფრი წამოგადგენთ თქვენ, როგორც მაღალინტელექტუალურ პიროვნებას, უდიდესი ფიზიკური ძალის მქონე ადამიანს, ადამიანს რომელსაც აქვს შესაძლებლობა განავითაროს და წამოაჩინოს უზარმაზარი შესაძლებლობები და პოტენციალი. თქვენი წარმატება ჩადებულია შემოქმედებით და მსახიობურ მონაცემებში. თქვენ ფლობთ გასაოცარ მაგნიტურ შესაძლებლობებს. ასეთი ადამიანების მთავარ პრობლემას წამოადგენს არ ცოდნა, თუ რომელი გზით იმოძრაონ მათ. როგორც წესი ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთ შესაძლებლობებს. ეს ადამიანები ძალიან იმპულსურები და ფეთქებადები არიან, რაც მათი პრობლემების წამოშობის მიზეზი ხდება.

რა არის ჩვენი სულის ციფრი და რისი თქმა შეუძლია მას ჩვენს შესახებ?