ტესტი: რაზე მეტყველებს ნახატი, რომელსაც სატელეფონო საუბრისას ხატავთ?

ტესტი: რაზე მეტყველებს ნახატი, რომელსაც სატელეფონო საუბრისას ხატავთ?
ნებისმიერ ჩვენთაგანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაუხატია რამე სატელეფონო საუბრისას, შესაძლოა არა გააზრებულად და უბრალოდ ინსქტინტების დონეზე - თუმცა ადამიანის ფსიქოლოგიის გენიოსებმა ამ ნახატებსაც უპოვეს სწორი და ზუსტი ახსნები.
გაიხსენეთ რა დაგიხატიათ სატელეფონო საუბრისას და გაიგეთ რისი თქმა შეუძლიათ თქვენზე ფსიქოლოგებს ამ ნახატის მიხედვით.
1 ხეს
2. ჩარჩოებს
3. ხელმოწერა
4. სახლი
5. გეომეტრიულ ფიგურას
6. გულებს



ხე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელიც ადამიანს და მის ადგილს სხვა ადამიანებს შორის მაქსიმალური სიზუსტით ახასიათებს.
თუ ხეს აქვს ფესვები- თქვენ მყარი ფსიქიკის ადამიანი ხართ, და იმ გარემოში სადაც მუდმივად გიწევთ ყოფნა თავს კარგად გრძნობთ.
თუ ხეს მსხვილი ტანი აქვს - თქვენ პრაქტიკული ადამიანი ბრძანდებით, პროზაიკული, ფანტაზიას მოკლებული.
თუ ხის ტოტები მეჩხერია და თანაც ფოთლებით - თქვენ მდიდარი ფანტაზია გაქვთ, გყავთ იდეალები.
თუ ტოტები შიშველია - ეს ნიშნავს რომ თქვენ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, თქვენ ადვილად დაგამარცხებენ. თქვენ მუდმივად აყენებთ საკუთარ თავს რისკის ქვეშ.


ჩარჩოები. ეს ნახატი ერთ-ერთია იმ ნახატებს შორის რომელიც საუკეთესოდ გადმოსცემს თქვენს დაძაბულ, დამძიმებულ, მონატრებულ მდგომარეობას. შესაძლოა თქვენ ცუდ პერიოდს გადიოდეთ ოჯახში ან სამსახურში. თქვენ გამოუვალ მდგომარეობას გრძნობთ და არ იცით როგორ დააღწიოთ თავი პრობლემებს.

ხელმოწერა. ეს არის საკუთარი თავის წარმოჩინება, საკუთარი პიროვნების გამყარება, დამოუკიდებლობა სამყაროს წინაშე. ეს ნიშანი ყველა შემთხვევაში შეიზლება აღნიშნავდეს, რომ თქვენ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ თავში, თქვენ საკუთარი იმიჯის ძიების პროცესში ხართ, გსურთ თქვენი უპირატესობის დამტკიცება და ყურადღების მიქცევა.

სახლს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული მნიშვნელობები.
ძირითადი - მნიშვნელობაა მყუდროება, ოჯახი,ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. თუ თქვენ დაოჯახებული ხართ (ცალკე ცხოვრობთ), მაშინ ეს შესაძლოა მშობლების სახლზე მოგონებები იყოს, ან იდეალურ ოჯახზე ოცნება. დაუოჯახებლებისთვის ეს შესაძლოა საკუთარი ოჯახის შექმნის სურვილი იყოს. სახლის ხატვა - ნიშნავს საკუთარი თავის შეგრძნების, საკუთარი მსოფხედველობის გაგების სურვილს.
სახლის კარები სახელურით - ნიშნავს, რომ თქვენ გახსნილი ადამიანი ხართ. კარი სახელურის გარეშე თქვენსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ბარიერის სიმბოლოა.

გეომეტრიული ფიგურები ეს ფიგურები ადამიანის სიმტკიცის, მოუდრეკელობის, რაციონალურობის სიმბოლიზირებაა, მათ სურვილი აქვთ ყველაფერი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ. თქვენ სურვილი გაქვთ საკუთარი თავდაჯერებულობა უფრო დიდ სამყაროში წამოადგინოთ, ვიდრე თქვენ შეიგრძნობთ ბარიერის შენებისას თქვენსა და სხვებს შორის . გეომეტრიულ ფიგურებშიც არის განსხვავებები: მახვილი კუთხეების არ არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს ბარიერი დიდია. ხოლო ირიბი ხაზები და რგოლები ნიშნავს, რომ სიტუაცია მეტად კომფლიქტურია.


გულები ეს მაინცდამაინც შეყვარებული ან მოსიყვარულე ადამიანის სიმბოლო არ არის. ეს სიმბოლო მეტყველებს სიმშვიდეზე. ის აღნიშნავს თქვენს სიმშვიდეს, სითბოს და გრძნობების აღსავსეობას. სურვილს გიყვარდეთ ან უყვარდეთ ვინმეს.