დროის ეფექტურად მართვის 15 მეთოდი

დროის ეფექტურად  მართვის 15 მეთოდი
1. ნუ დაეყრდნობით მეხსიერებას. ჩაიწერეთ თქვენი ამოცანები და მიეცით გონებას განტვირთვის საშუალება
2. შეადგინეთ პრიორიტეტების სია. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირება მოახდინოთ მთავარზე და არ მოგცემთ საშუალებას დრო ფუჭად ხარჯოთ ან ხარჯოთ მეორეხარისხოვან მიზნებზე.
3. ყოველი კვირის ბოლოს გამოყავით დრო შემდეგი კვირის გეგმის შესადგენად. ეს არ წაიღებს დიდ დროს მაგრა გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას შემდეგ კვირაში
4. ნუ გექნებათ საინტერესო აზრის დამახსოვრების იმედი - ყოველთვის იქონიეთ ბლოკნოტი თქვენი იდეების ჩასაწერად. როგორც ვარიანტი - შეგიძლიათ გამოიყენოთ დიქტოფონი.
5. თუ სხვა ადამიანის მოთხოვნა არ ემთხვევა თქვენს მიზნებს - უთხარით მას არა. ეს უნდა ისწავლოთ.
6. მანამ სანამ მოქმედებაზე გადახვალთ - დაფიქრდით, მაგრამ დიდხანს ნუ იფიქრებთ. მცირე განსჯა დაგიცავთ თქვენ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან და დროის ფუჭი ხარჯვისგან.
7. გამოყავით დრო თქვენს გეგმებში თვითდახვეწისთვის.
8. გააცნობიერეთ ის, რასაც აკეთებთ. თქვენ უნდა გესმოდეთ, რაზე ხარჯავთ თქვენს დროს. თქვენი საქმეს უნდა მიჰყავდეთ თქვენი მიზნისკენ.
9. დროის მართვის ჩართეთ თქვენს ინდივიდუალურ სისტემაში ჩართეთ ის მაგალითები, რომლებიც უფრო ეფექტურია თქვენთვის და გამოიყენეთ ისინი მუდმივად.
10. შეაფასეთ საკუთარი თავი ცუდი ჩვევების არსებობის მხრივ. ისინი თქვენ დროს გართმევენ. შეადგინეთ ასეთი ჩვევების სია და რიგრიგობით მოიშორეთ ისინი. ყველაზე ეფექტურად მოქმედებს ცუდი ჩვევების კარგი ჩვევებით ჩანაცვლება.
11. ნუ შეასრულებთ სხვის შესასრულებელ სამუშაოს, იმისათვის რომ უკეთესი გამოჩნდეთ. ამგვარად თქვენ დახარჯავთ დროს, რომელიც თქვენ შეგეძლთ საკუთარი წინსვლისთვის გამოგეყენებინათ.
12. შექმენით ჟურნალი სადაც თქვენ შეძლებთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე თქვენი წარმატებების დარეგისტრირებას. რეგულარულად ავსეთ და შეისწავლეთ ეს ჟურნალი, იმისათვის რომ დარწმუნდეთ ნამდვილად სწორ გზას ადგახართ.
13. ყველა დავალება ვერ გადაწყდება საუკეთესო გზით. არ არის საჭირო გადაიქცეთ პერფექციონისტად და მაგალითად გადაიწეროთ საქმიანი წერილი 20 ჯერ, იმისათვის რომ რუსთაველის სტილს მიაღწიოთ.
14. ნუ გადაიტვირთავთ თავს დავალებების რაოდენობით. თუ თქვენ გაქვთ გადაუდებელი საქმე და მნიშვნელოვანი დავალება, რომელიც დაიკავებს თქვენი დროის უმეტეს ნაწილს, მეორეხარისხოვანი დავალებები შეგიძლიათ გადადოთ უკეთესი დროისთვის.

15. ნუ მოტყუვდებით ეფექტურობით. თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად შეასრულოთ დავალება რომელიც არ არის ამ ეტაპზე პრიორიტეტული. ამ შემთხვევაში ვერ იტყვით რომ თქვენ დრო ეფექტურად გამოიყენეთ.

გამოიყენეთ ზემოთ ჩამოთვლილი დროის მართვის 15 მეთოდი და თქვენ უმოკლეს ხანში საგრძნობ წარმატებას მიაღწევთ.