10 გაკვეთილი ალბერტ ეინშტეინისგან რომელიც ყოველდღიურად გამოგადგებათ

10 გაკვეთილი ალბერტ ეინშტეინისგან რომელიც ყოველდღიურად გამოგადგებათ
1. ადამიანს, რომელიც არასდროს შემცდარა, არასდროს უცდია რაიმე ახალი გაეკეთებინა.
ადამიანების უმრავლესობა თავს არიდებს გააკეთოს რაიმე ახალი, შეცდომის შიშის გამო. მაგრამ ამის არ უნდა გვეშინოდეს. ადამიანი რომელმაც მარცხი იწვნია პოულობს გზას უფრო მეტი წარმატებისკენ, ვიდრე ის ვისთანაც წარმატება მაშინთვე მივიდა.

2. განათლება - ეს არის ის, რაც რჩება მას შემდეგ, რაც ყვეალფერი დაგავიწყდება რაც სკოლაში ისწავლე.
30 წლის შემდეგ თქვენ სწორედაც რომ ის ყველაფერი დაგავიწყდებათ, რაც სკოლაში ისწავლეთ. დაგამახსოვრდებათ მხოლოდ ის რაც თქვენით ისწავლეთ.


3. ჩემს წამოსახვაში მე თავისუფალი ვარ ვხატო როგორც მხატვარმა. წარმოსახვა მუდმივი ცოდნაა. ცოდნა შეზღუდულია. წამოსახვა იპყრობს მთელს მსოფლიოს.
როდესაც იგებ თუ რამდენად შორს წავიდა ადამიანი პირველყოფილი ხანიდან, წამოსახვის ძალას გრძნობ სრული მაშტაბით. ის რასაც ჩვენ ვფლობთ ახლა, მიღწეულია ჩვენი წინაპრების წამოსახვის შედეგად. ის რაც ჩვენ მომავალში გვექნება, აშენდება ჩვენი წამოსახვის დახმარებით.


4. ხელოვნების საიდუმლ იმალება შესაძლებლობაში დამალო შენი შთაგონების წყარო.

თქვენი შემოქმედების უნიკალურობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ თქვენი წყაროს დამალვა. თქვენ შესაძლოა შთაგაგონონ სხვა უდიდესმა ადამიანებმა, მაგრამ თუ თქვენ იმ მდგომარეობაში ხართ, როდესაც თქვენ მთელი მსოფლიო გადევნებთ თვალს, თქვენი იდეები უნდა გამოიყურებოდენ უნიკალურად.


5. ადამიანის ფასეულობა უნდა ისაზღვრებოდეს იმით თუ რისი მოაცემა შეუძლია მას და არა იმით რისი მიღწევა შეუძლია. ეცადეთ გახდეთ არა წარმატებული არამედ ფასეული ადამიანი.
თუ დავაკვირდებით მსოფლიოში განთქმულ ადამიანებს, შევძებთ დავინახოთ, რომ ყოველმა მათგანმა რაღაც მისცა ამ სამყაროს. უნდა მისცეთ, რომ გქონდეთ შესაძლებლობა აიღოთ. როდესაც თქვენი მიზანი გახდება მსოფლიოს ფასეულობების გაზრდა, თქვენ ცხოვრების უფრო მაღალ საფეხურზე ახვალთ.

6. არსებობს ცხოვრების ორი გზა: თქვენ შეგიძლიათ იცხოვორთ ისე თითქოს სასწაულები არ არსებობს ან იცხოვროთ ისე თითქოს ამ სამყაროში ყველაფერი სასწაულს წამოადგენ.
თუკი იცხოვრებთ ისე თითქოს ამ სამყაროში არაფერი არ წამოადგენს სასწაულს, თქვენ შესძლებთ გააკეთოთ ყველაფერი რაც მოგინდებათ, თქვენ არ გექნებათ წინაღობები. თუკი იცხოვრებთ ისე თითქოს ყველაფერი სასწაულია, თქვენი ცხოვრება ბედნიერი და პროდუქტიული იქნება.


7. როდესაც შევისწავლი საკუთარ თავს და ფიქრის საშუალებას, მივდივარ დასკვნამდე, წამოსახვის და ფანტაზიის უნარი ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე აბსტრაქტული აზროვნების ნებისმიერი საშუალება.
ოცნებები ყველაფერზე, რისი მიღწევა შეგეძლოთ ცხოვრებაში, - ეს პოზიტიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია. მიეცით საშუალება თქვენს წამოსახვას თავისუფლად იოცნებოს და შექმნას სამყარო, რომელში ცხოვრებაც თქვენ გსურთ.

8. იმისათვის რომ ცხვრების ფარის შეუდარებელი წევრი გახდეთ , პირველ რიგში საჭიაროა ცხვარი იყოთ.
თუ თქვენ გინდათ წარმატებული მეწარმე გახდეთ, მაშინ ბიზნესით უნდა დაკავდეთ ახლავე. სურვილის ქონა, მაგრამ შედეგების შიში, თქვენ არაფერთან არ მიგიყვანთ. ეს კანონზომიერია სხვა ცხოვრებისეულ ასპექტებშიც: იმისათვის რომ მოიგოთ, პირველ რიგში უნდა ითამაშოთ.

9. უნდა შეიწავლოთ თამაშის წესები. შემდეგ კი უნდა დაიწყოთ თამაში ყველაზე კარგად.
ისწავლოთ წესები და ითამაშოთ ყველაზე კარგად. მარტივია, როგორც ყველაფერი გენიალური.



10. ძალიან მნიშვნელოვანია არასდროს შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა შემთხვევით არ რგებია ადამიანს.
ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვავენ შეკითხვებს. კითხვებს უსმევენ როგორც საკუთარ თავს ასევე სხვებსაც და ამით სწორ გზას პოულობენ. ეს საშუალებას მოგცემთ გაიგოთ ახალი და საკუთარი ზრდის გაანალიზება მოახდინოთ.