ტურისტული ჰოროსკოპი

ტურისტული ჰოროსკოპი
ყოველი ჩვენთაგანი ირჩევს არდადაგების გატარების ადგილსა და მეთოდს, ეს არჩევანი კი დაფუძნებულია ჩვენს სურვილებზე, თუმცა თუკი თქვენ გსურთ რომ თქვენი დასვენება შესდგეს სინამდვილეში, დასვენება ვარსკვლავების გავლენების მიხედვით უნდა დავგეგმოთ. ზოდიაქოს ნიშნები, ხშირად განსაზღვრავენ თუ როგორი დასვენების ტიპია ჩვენთვის მისაღები, რომელ ქვეყანაშია ჩვენთვის მიზანშეწონილი თავისუფალი დღეები, ან ვისთან ერთად წახვიდეთ დასასვენებლად

ვერძი
ვერძებს დასვენება ბუნებაში მეგობრების გარემოცვაში უყვართ. თუმცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არ ეხერხებათ მომზადება მოგზაურობისთვის, ისინი ყოველთვის ცდილობენ ორგანიზების საკითხები სხვა ადამიანს გადააბარონ. ვერძებს ასევე არ უყვართ საგზაო სასტუმროები და საეჭვო ბინები გაქირავებით. იდეალური პირობები ამ ნიშნის ადამიანის დასასვენებლად - არის სასტუმრო მომსახურების მაღალი დონით ფერწერული ლანდჩაფტის გარემოთი. ვერძები თავს კომფორტულად გრძნობენ როგორც კუნძულებზე ასევე თოვლით დაფარულ მწვერვალებზე.

კურო
კუროებისთვის შვებულებაში მთავარია - ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა, დროის ახალი კერძებისა და ღვინოების დეგუსტაციაში გატარება. ასეთი გასტრონომიული საპყრობილეები შესაძლოა საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს: დრო და დრო კუროებს სურვილი უჩნდებათ ეგზოტიკური სამზარეულოს საიდუმლოებებს გაეცნონ, იმისათვის რომ შემდგომში თავისი მეგობრები გაახაროს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისათვის მთავარი პირობა ხარისხიანი დასვენებისთვის არის შესაძლებლობა გაიგონ ახალი რეცეპტების შესახებ პირველ წყაროდან.


ტყუპები
ურთიერთობების მოყვარული ტყუპები საეჭვოა რომ თავს კომფორტულად იგრძნობენ განმარტოებულ ტყის სახლში ან სხვა არახალხმრავალ ადგილას. ხმამაღალი მუსიკა და სასიამოვნო საუბარი - ეს აუცილებელი იგრედიენტია ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ხალხისთვის დროის გასატარებლად. ტყუპები მოხარული იქნებიან შვებულება ოკეანის ლაინერზე გაატარონ ან მსოფლიოს ერთ ერთ უმსხვილეს მეგაპოლისში, სადაც ისინი ურთიერთობით დატკბობას შეძლებენ და ახალ შთაბეჭდილებებს მიიღებენ. ტყუპები ყოველთვის მოძრაობაში და მოვლენების ეპიცენტრში უნდა იყვნენ რომ არ მოიწყინონ/


კირჩხიბი
მეოცნებე კირჩხიბები აღტაცებული იქნებიან, თუკი შვებულებას ულამაზეს სანაპიროსთან ან მთაში გაატარებენ. ისნი ლამაზ ბუნებში განმარტოების მოყვარულები არიან, სადაც საშუალება მიეცემათ განსაჯონ პეიზაჟი. კირჩხიბები თვითდაკვირვებისენ და მედიტაციისკენ არიან მიდრეკილები, ამიტომ ძალების აღსადგენად, მათვის საჭიროა განმარტოებით სიმშვიდეში ყოფნა. ნაკრძალები, ველური ბუნების ხელშეუხებელი კუნჭულები კირჩხიბებზე საუკეთესოდ იმოქმედებს. ამასთანავე ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხალხის დიდი ნაწილი უარს არ იტყვის ფეშენებელურ კურორტზე დასვენებაზე, იმ პირობით რომ შესძლებენ ზღვაში ყვინთვას აკვალანგით და ზღვის სილამაზით დატკბობას.


ლომი
ლომები პირველ რიგში კომფორტს და ფუფუნებას აფასებენ, შესაბამისად მათ არდადაგები ძვირადღირებული სასტუმროების მდიდრულ ინტერიერში უნდა გაატარონ. შესაიშნავი გარემო, ძვირადღირებული რესტორნები, წვეულებები ცნობილი სახეებით - ეს ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დასვენების საუკეთესო პირობაა. ლომებს ასევე უყვართ თავგადასავლები, ამიტომაც არ იტყვიან უარს საფარაში გამგზავრებაზე ან რთულად მისადგომ მწვერვალზე ასვლისგან.


ქალწული
ქალწულების უმრავლესობას მრავალფეროვანი კულტურილი პროგრამები მოსწონთ, და შვებულებას წარუმატებლად თვლიან, თუ მათ ვერ მოახერხეს მუზეუმების ან მოდის ჩვენებების სტუმრობა. სწორედ ამიტომ ქალწულებისთვის არ არის რეკომენდირებული ცივილიცაზიისგან მოწყვეტა. მათვის საუკეთესო დასვენების ვარიანტი დიდი ისტორიის მქონე ქალაქებში დასვენებაა იქნება. როგორც წესი, ქალწულები წინასწარ გეგმავენ, თუ რის სტუმრობასაც გეგმავენ.

სასწორი
სასწორები თავს საუკეთესოდ გრძნობენ ქალაქებში, რომლებსაც სახელი განთქმული აქვთ თავისი ლამაზი და განსაკუთრებული ატმოსფეროთი. შვებულების დროს ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ხალხს არ სჭირდებათ ბევრი რამ ბედნიერებისათვის: მათ შეუძლიათ უბრალოდ ლამაზ ღობეებში ისეირნონ და დატკბნენ უჩვეულო არქიტექტურით. მართალია, განმარტოებით ისინი მოიწყენენ ამიტომ მნიშვნელოვანია მათ საშუალება ჰქონდეთ შთაბეჭდილებები ვინმეს გაუზიარონ,ამიტომაც მოგზაურობა მათ მარტო არ უყვართ.

მორიელი
ამ ნიშნის წარმომადგენი ადამიანები მიისწრაფვიან თავგადასავლებისა და ნათელი შთაბეჭდილებებისკენ. მშვიდი და წყნარი დასვენება პლიაჟზე მათ საერთოდ არ მოსწონთ. მორიელებს უფრო იზიდავთ პარაშუტიდან გადმოხტომა, მთის მდინარეების გადალახვა და ზოგადად ლაშქრობები, რომელიც ექსტრემთანაა დაკავშირებული. საერთოდ ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან ინდივიდუალური აზროვნებით და ისინი არ ითვალისწინებენ სხვა ადამიანების აზრებს, ამიტომ მათთან ერთად დასვენება არც ისე მარტივია...

მშვილოსანი
აქტიურ და აზარტულ მშვილდოსნებს მშვიდ და წყან დასვენებას წარმოუდგენელი თავგადასავლები და შორს სამოგზაუროდ წასვლა ურჩევნიათ. რაც უფრო შორს აღმოჩნდებიან ისინი სახლიდან, მით მეტი თავგადასავლები გადახდებათ მათ და მით უფრო ბედნიერად იგრძნობენ თავს ისინი. მშვილდოსნებს გირჩევთ, რომ ამოირჩიოთ ეგზოტიკური მარშუტი და ამის გარდა წინასწარ არაფერი დაგეგმოთ. იმისათვის, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლის მოგზაურობა წარმატებულად ჩაითვალოს, საჭიროა ყველაფერში სპონტანურობა.

თხის რქა
ნაკითხი და განათლებული თხის რქებისათვის შესაფერისია ისეთ ქალაქებში დასვენება, რომელთაც ხშირად ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმებად მოიხსენიებენ. მათ აუცილებლად მოეწონებათ ქალაქ მაიას ნანგრევები, პომპეი ან ბაქუს უძველესი, ისტორიული ნაწილი. მალტაზე და ვენეციაზე საუბარიც აღარ გვაქვს... გარდა ამისა ამ ნიშნის წარმომადგენლებს იზიდავთ აღმოსავლური ბაზარი, სადაც ისინი შეძლებენ კარგ ვაჭრობას თუნდაც გამოუსადეგარი ნივთისთვის...

მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ ოფიციალური ექსკურსიები. ისინი მიისწაფვიან დამოიკიდებლად საინტერესო აღმოჩენების გაკეთებისკენ. მერწყულები შეიძლება ამა, თუ იმ ადგილის სრულიად უმნიშვნელო დეტალითაც კი აღფრთოვანებულები დარჩნენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები თავს იგრძნობენ კარგად ქალაქში, სადაც არც თუ ისე ბევრი ტურისტი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანია, თუმცა ამ აქ არსებული ატმოსფერო აუცილებლად განსხვავებული უნდა იყოს სხვა ქალაქებში არსებული ატმოსფეროსგან.

თევზები
ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის სასარგებლო იქნება დასვენება ბუნებასთან აბსოლიტურ ჰარმონიაში. მათ ძალიან მოეწონებათ ოკეანის, ან მდინარის სანაპირო, მთავარია ახლო-მახლოს იყოს დიდი რაოდენობით წყალი. რომანტიული თევზები დატკბებიან მზის ჩასვლითა და ამოსვლით, ულამაზესი პეიზაჟებითა და სანახაობებით, ხოლო აქტიური თევზები აუცილებლად დაკავდებიან წყლის სხვადასხვა სახეობის სპორტით.