მექრთამეობისა და თაღლითობისკენ მიდრეკილებას სკოლა უდევს საფუძვლად?!

მექრთამეობისა და თაღლითობისკენ მიდრეკილებას სკოლა უდევს საფუძვლად?!
ვინ უფრო ხშირად იყენებს ცნობილ კომბინაციას сopy-рaste ბიჭები თუ გოგონები ? მას შემდეგ რაც მეცნიერებმა საშუალო სკოლის მოსწავლეების ქცევები შეისწავლეს მათ დაადგინეს , რომ ბიჭები უფრო ხშირად კავდებიან პლაგიატით. გადამწერები ძირითადად ისინი არიან ვინც გაკვეთილებს ბოლო წუთებში აკეთებენ..



"გადამწერებს (პლაგიატებს) შორის ყველაზე ხშირად გვხვდება კოლაჟი - მოსწავლე თავის სამუშაოში აკოპირებს სხვისი ნამუშევრების ნაწილებს, მოძებნილს ინტერნეტში ან ბეჭდურ მედიაში, ამავდროულად ბმული წყაროზე როგორც წესი არ არის მითითებული" - ყვება რუბენ კომას - ფორგასი (Rubén Comas-Forgas), თანაავტორი კვლევისა რომელიც ჩატარდა ბალეარის კუნძულებზე.



ბოლო სასწავლო წლის მონაწილეების 81,3% აკოპირებდა თავის ნამუშევრებში ტექსტებს ინტერნეტიდან და ამავდროულად არ უთითებდა წყაროს, ხოლო 72.5% ანალოგიური მეთოდით იღებდენ მასალას ბეჭდური გამოცდილებიდან(წიგნი,ენციკლოპედიები, გაზეთ და ჟურნალები.) უფრო იშვიათია ინტერნეტიდან გამოწერილი მასალების, რომლებიც უკვე იყო გამოქვეყნებული სხვა მოსწავლეების მიერ საკუთარ ნამუშევრებად გასაღება.

გამოკვლევის შედეგები ამტკიცებენ ვარაუდს იმის შესახებ, რომ პლაგიატისკენ უფრო ხშირად იხრებიან ის მოსწავლეები, რომლებიც დავალების შესრულებას ბოლო წუთებამდე დებენ. შემდეგ კი მათ უბრალოდ აღარ რჩებათ დრო , იმისათვის რომ თავად შეასრულონ დავალება. კომას-ფორგასი თვლის, რომ აქ დამნაშავე მასწავლებლებიც არიან, რადგან ისინი აძლევენ დავალებას და შემდეგ აღარ ადევნებენ თვალს მისი შესრულების პროცეს. ის აძლევს მასწავლებლებს რეკომენდაციას არა მხოლოდ შესრულებული დავალება შეამოწმონ, არამედ თვალი ადევნონ მისი მომზადების პროცესაც.


ის ასევე თვლის, რომ პრობლემა არ გაქრება არც მას შემდეგ რაც სკოლას დაასრულებენ. "გამოდის, რომ ისინი სკოლის მერხიდან სწავლობენ მოტყუებას და გაყალბებას. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ უფროს ასაკში ზოგიერთი მათგანი მიდრეკილია თაღლითობისა და მექრთამეობისკენ"