10 ენერგეტიკული სასმელი, რომელთა მომზადებას შეძლებთ სახლში

10 ენერგეტიკული სასმელი, რომელთა მომზადებას შეძლებთ სახლში
ცივი ყავა შესქელებული რძით.
ინგრედიენტები:

500 მლ ძლიერი ყავა.
125 მლ რძე.
125 მლ შესქელებული რძე.
1 ლიტრი ყინული.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და დააბლენდერეთ. მოითმინეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ კი ისიამოვნეთ...



ყავა ციტრუსის წვენით.
ინგრედიენტები:

ფინჯანი ესპრესო ან უბრალო ყავა.
ფორთოხლის ან სხვა ციტრუსის წვენი.
შაქარი სურვილისამებრ.

დაასხით ფინჯანი ესპრესო ან უბრალო ყავა. გამოწურეთ ფორთოხლის წვენი (უკეთესია ხელით), ჩაამატეთ ფინჯან ყავაში და მოურიეთ კარგად. ასევე შეგიძლიათ ეს სასმელი მოამზადოთ ცივად და მოცემული ინგრედიენტები ტინულთან ერთად დააბლენდეროთ.

ყავის კოქტეილი.
ინგრედიენტები:

200 მლ ნუშის რძე. შეგიძლიათ აიღოთ სხვა ნებისმიერი სახის რძე.
1/2 ბანანი.
120 მლ ყავა.
ყინული.

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და მიღებული სითხე მიიყვანეთ სასურველ მდგრადობამდე. თუ გსურთ თქვენ მიერ მიღებული კოქტეილი იყოს ნაკლებად წყლიანი მაშინ უარი თქვით საერთოთ ყინულზე და მის ნაცვლად გამოიყენეთ ნაყინი.

კაკაო ვარდკაჭაჭათი.
ინგრედიენტები:

250 მლ ნებისმიერი სახის რძე.
1 სუფრის კოვზი ვარდკაჭაჭა.
1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი.
თაფლი სურვილისამებრ.

შეათბეთ რძე ისე, რომ არ მიიყვანოთ იგი დუღილამდე. ჩაყარეთ მასში ერთი კოვზი კაკაოს ფხვნილი და ნელა მოურიეთ მას. ყოველივე ამის შემდეგ ჩაამატეთ მასში 1 სუფროს კოვზი ვარდკაჭაჭას ფხვნილი და განაგრძეთ მორევა ნელა.

ცივი ჩაი ცაცხვითა და ქონდრით.
ინგრედიენტები:

ქონდარის 5 ტოტი.
ცოტაოდენი დარიჩინი.
2 ლიმონის წვენი.
შავი ჩაის 3 ბალიში.
1,5 ლიტრი წყალი.
შაქარი გემოვნებით.

დაასხით წყალი დიდ ჩაიდანში, დაუმატეთ მას ლიმონის წვენი და მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღების შემდეგ გადმუდგით იგი ქურიდან და ჩადეთ მასში ჩაის სამი ბალიში. მოითმინეთ 15 წუთი და ამის შემდეგ გააცივეთ მიღებული სითხე ოთახის ტემპერატურაზე.

ცივი "ნელი" ყავა.
ინგრედიენტები:

130 გრამი ყავა.
830 მლ ცივი წყალი.
მინიმუმ 2 ლიტრიანი მინის კონტეინერი.
ყინული.

მოცემული ყავის რაოდენობა ჩაყარეთ 2 ლიტრიან მინის კონტეინერში, დაახით ცივი წყალი და მოურიეთ კარგად. ამის შემდეგ კონტეინერს დაახურეთ თავი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 12 საათით. მიღებული სითხე უნდა გადაფილტროთ სხვა კონტეინერში სპეციალური ყავის ფილტრის მეშვეობით. გაფილტრული ყავა შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, გააცივოთ კარგად და მიირთვათ გემრიელად. მიღებული სასმლის შენახვა დასაშვებია მხოლოდ 5 დღით.

სასიამოვნო ცივი ლატე.
ინგრედიენტები:

1 ლიტრი ადუღებული წყალი.
180 მლ ყავა.
1 ჩ.კ დარიჩინი და კარდამონი.
1/2 ჩ.კ ჯანჯაფილი.
1.4 ჩ.კ მიხაკი.
ცოტაოდენი მარილი.
120 მლ რძე.
125 მლ ნაღები.
შაქარი სურვილისამებრ.

ჩაყარეთ ყავა და სხვა სუნელები შესაბამის ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი. მიღებული სითხე გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შედგით მაცივარი. მაცივრიდან გამოღების შემდეგ კი ჩაამატეთ მასში რძე და კარგად მოურიეთ.

ჩაი რძითა და კარდამონით.
ინგრედიენტები:

500 მლ რძე.
ცოტაოდენი კარდამონი.
შავი ჩაის 3 ბალიში.

დააფხვიერეთ კარდამონით ხელით. ჩაასხით რძე ჯამში, დაუმატეთ კარდამონი, ჩაის ბალიშები და დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ 5 წუთით. ამის შემდეგ გადმოდით ცეცხლიდან და დაუმატეთ მას შაქარი გემოვნების მიხედვით.

მწვანე ჩაი ჯანჯაფილით.
ინგრედიენტები:

1 ლიტრი წყალი.
მწვანე ჩაის 8 ბალიში.
ფურცლებად დაჭრილი ჯანჯაფილის ფესვები.
შაქარი ან მისი შემცვლელი სურვილისამებრ.

აადუღეთ წყალი. გადმოდით ცეცხლიდან და ჩაამატეთ მასში ჩაი და ჯანჯაფილი. მირებული სითხე დატოვეთ ხელუხლებლად 3 წუთით. ყოველივე ამის შემდეგ მიღებული სითხე უნდა გაფილტროთ სპეციალური ფილტრის მეშვოებით და გააცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კი შეგიძლიათ შედგათ მაცივარში.

ლიმონისა და თაფლის სასმელი.
ინგრედიენტები:

3/4 ჭიქა თბილი წყალი.
1/2 ლიმონი.
1 სუფრის კოვზი თაფლი.

ჩაწურეთ ლიმონი ჭიქაში. დაუმატეთ თაფლი და მოურიეთ კარგად. ყოველივე ამიშ შემდეგ ჩაამატეთ მიღებულ მასაში თბილი წყალი და კიდევ ერთხელ მოურიეთ კარგად.