მშობლებს უთხრეს, რომ მათი პატარა ვერასდროს გაივლიდა, თუმცა საბედნიეროდ სასწაულები არსებობს...

მშობლებს უთხრეს, რომ მათი პატარა ვერასდროს გაივლიდა, თუმცა საბედნიეროდ სასწაულები არსებობს...
დღეს ჩვენ მოგიყვებით პატარა იდენის ისტორიას. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 2008 წლის აპრილში მათ პატარა გოგონა შეეძინათ. სამწუხაროთ, როდესაც იდენს 6 თვე შეუსრულდა, დედამ და მამა შეამჩნიეს, რომ მის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. მალევე გაირკვა, რომ გოგონას სერიოზული გენეტიკური დაავადება სჭირდა. ექიმებმა დარწმუნებით თქვეს, რომ გოგონა ცხოვრებაში ვერასდროს შეძლებდა სიარულს, თუმცა საბედნიეროდ ამ გმირმა მშობლებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და დაუყონებლივ გოგონას მკურნალობა დაიწყეს.

დრო და დრო მშობლები გარკვეულწილად შეეგუენ იმ ფაქტს, რომ მათი ქალიშვილი ვერასდროს გაივლიდა. მათთვის მთავარი იყო ის ფაქტი, რომ იდენი სიყვარულში და სითბოში გაზრდილიყო. ერთ მშვენიერ, შობის დღეს, როდესაც იდენი 2 წლის იყო და მშობლებს იმედები გადაწურული ჰქონდათ, გოგონამ მათ გასაოცაარი სიურპრიზი მოუწყო. გოგონამ იატაკზე ხოხვა დაიწყო... სწორედ მაშინ მიხვდნენ მშობლები, რომ ჯერ კიდევ არსებობდა იმედი და მათ დაუყონებლივ განაგრძეს პატარას მკურნალობა.

როდესაც იდენს ოთხ ნახევარი წელი შეუსრულდა მან სასწაულებრივ შეძლო დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა და გარკვეული დისტანციის გავლა. წარმოგიდგენიათ რამდენად ემოციონალური მომენტი იყო ეს მისი მშობლებისთვის? დედამ და მამამ უბრალოდ მეტყველების უნარი დაკარგეს. მათ გაოცებას, სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. იდენი ხშირად ეცემოდა, თუმცა ამ დაცემასაც ღიმილით ხვდებოდა. პატარა არასდროს ნებდებოდა...



ამ პატარა გოგონას ისტორია ჩემში აღტაცებას იწვევს! მშობლებმა ეს ვიდეო შექმნეს, რათა დაანახვონ ყველას, რომ არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება და სირთულე... არ ღირს დანებება, არამედ უნდა იბრძოლოთ ბოლომდე დაუღალავად და აუცილებლად მიაღწევთ საწადელს!