ფრთხილად ცეცხლსაშიშია - ანუ რომელ ნიშანთნ ურთიერთობა შეიძლება იყოს ყველაზე აუტანელი თქვენთვის

ფრთხილად ცეცხლსაშიშია - ანუ რომელ ნიშანთნ ურთიერთობა შეიძლება იყოს ყველაზე აუტანელი თქვენთვის
ადამიანები რომ სხვადასხვაგვარი ფსიქოლოგიური შტრიხებით, მენტალიტეტითა და მიდრეკილებებით ევლინებიან ამ ქვეყანას ზუსტად ამის ბრალია, რომ ხშირად ერთი შეხედვით არაფრის გამო იწყება ბევრ მათგანს შორის ჩხუბი და დავიდარაბა. ყველას როდი აქვს უნარი, საერთო ენა გამონახოს ან თუნდაც სცადოს კომპრომისზე წასვლა საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან. ასტროლოგები მარტივ ფორმულას გთავაზობენ იმის დასადგენად, ვისთან ურთიერთობა შეიძლება იყოს თქვენთვის ყოველდღიურობაში რთულად დასარეგულირებელი. თუმცა გახსოვდეთ, ეს მხოლოდ ზოგადი ფორმულებია და თანამშრომლობის, კომპრომისის სურვილი და უნარი წყვეტს საბოლოო ჯამში იმას, ომი გექნებათ თუ მშვიდობა გარშემო მყოფებთან.

ხისტი ვერძი და გულჩვილი კირჩხიბი თითქმის ვერასოდეს თანაარებობენ ერთად. არანაკლებ პრობლემატურია ვერძისთვის თხის რქა თავისი სიჯიუტითა და სასწორი ზედმეტად მერყევი ხასიათით.

კომფორტის და უბრალოების მოყვარული კურო, ძნელად ეგუება ლომისთვის დამახასიათებელ მეფურ მანერებს, მას ასევე არ მოეწონება მერწყულის არაპროგნოზირებადობა და უცნაური გამოხდომები.

მოძრავ, კომუნიკაბელურ ტყუპს საშინლად გააღიზიანებს პეწენიკა ქალწული თავისი შენიშვნებით, იგი ასევე ვერ აიტანს დიდხანს თავის გვერდით პირქუში თხის რქის არსებობას.

სენსიტიური და მორცხვი კირჩხიბი ძნელად გადაიტანს უხეშ ვერძთან კონტაქტს, მას ასევე გააღიზიანებს სასწორის ზედაპირულობა და საფასადო ღიმილი.

ამაყი, ექსპანსიური ლომი მოთმინებიდან შეიძლება გამოიყვანოს მორიელის მზაკვრობამ და ცინიზმმა, მას ასევე არ მოეწონება კუროს სიძუნწე და კარჩაკეტილობა.

წესრიგის მოყვარული და პუნქტუალური ქალწული ნევროზამდე შეიძლება მიიყვანოს უპასუხისმგებლო, ფეთხუმმა მაგრამ მუდამ მხიარულმა მშვილდოსანმა. ქალწულის გაღიზიანება თევზებსაც შეუძლია, საკუთარი უსუსური იმიჯით და მუდამ ღრუბლებში ფრენით.

მშვიდობისმოყვარე და ჰარმონიული სასწორი შესაძლოა ვერძის უტაქტობამ აღაშფოთოს, იგი არანაკლებ გაღიზიანდება მელანქოლიური და ზედმეტად მზრუნველი კირჩხიბის გვერდით ყოფნით.

ეჭვიანი, ფრთხილი მორიელი შესაძლოა აგრესიით შეხვდეს ჭკუამხიარული ტყუპის საქციელს, კიდევ ერთი ჰაერის ნიშნის მერწყულისთვის დამახასიათებელი ექსცენტრულობა კი მორიელს საერთოდ აუტანლად მოეჩვენება.

ოპტიმისტი და ხელგაშლილი მშვილდოსანი გააფთრებამდე შეიძლება მიიყვანოს ეკონომიური ქალწულის გამუდმებულმა შენიშვნებმა, თუმცა ენამწარე მორიელსაც შეუძლია მშვილდოსნის მრისხანების გამოწვევა.

ბიუროკრატი და ჯიუტი თხის რქა წყობიდან გამოჰყავს ვერძის ხისთავიანობას და ელემენტარულ კომპრომისზე წამოსვლის უუნარობას. რომანტიკული და ღრუბლებში მფრინავი სასწორიც არანაკლებ იწვევს თხის რქის გაღიზიანებას.

კრეატიული, თავისუფლებისმოყვარე მერწყული კონტაქტს მინიმუმადე შეამცირებს ეჭვიან და ცინიკოს მორიელთან. მას აგრეთვე არ მოეწონება ამბიციური ლომი, თავისი მეფური გამოხდომებით.

ემოციური, სათუთი თევზები ძნელად გადაიტანს დაუკვირვებელი და ენაჭარტალა ტყუპის თავდასხმას. მისთვის ასევე ძნელი იქნება თანაარსებობა მერყევ და გაუბედავ სასწორთან.
სტატიის წყარო:astrologia.ge