რა გეჩვენებათ, როცა შხაპის ქვეშ სექსზე ფიქრობთ და როგორია რეალობა?

რა გეჩვენებათ, როცა შხაპის ქვეშ სექსზე ფიქრობთ და როგორია რეალობა?
რა მშვენიერია ყველაფერი ეკრანზე-ნაზი კანი, წვეთებით დანამული სხეული, სველი თმა, ეროტიკულად დაცემული წყალი მუცლისა და წელის არეში. შენელებული სიახლოვის კადრები. ყველაფერ ამას დამატებული სასიამოვნო და თბილი მუსიკა.

გამოტყდით, რომ ყველას გაგვჩენია სურვილი მსგავსი მიზანსცენა რეალურ ცხოვრებაშიც განგვეხორციელებინა. დაგვიხუჭავს თვალები და წარმოგვიდგენია, თუ როგორ სიამოვნებას მივიღებდით იმის განმეორებით, რაც კინოში ვნახეთ.

მაგრამ, ვიდრე გონებაში დაიძახებდეთ – „დუბლი! წავიდა ჩაწერა“, იყავით მზად რეალობისთვის!

1. იცოდეთ, რომ მუსიკა არ იქნება, თუ წინასწარ არ იზრუნებთ ამაზე და არ მოამზადებთ CD-ის, რომელზეც ლამაზი მუსიკები იქნება ჩაწერილი. აბაზანაში შესვლამდე უნდა ჩართოთ ის და უფრო ხმამაღლა, ვიდრე ჩვეულებრივ უსმენთ. ტექნიკა არ არის მოწყობილი ისე, რომ სველი ხელებით შეძლო ხმის დარეგულირება.
2.რომანტიკულ ფილმებში, გმირი, მოულოდნელად ჩნდება აბაზანის ზღურბლთან და წარმოთქვამს ნაზ სიტყვებს: „შემოგიერთდები, ძვირფასო“. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. ძირითადად ადამიანები, დილით, სამსახურში წასვლის წინ იღებენ შხაპს და თუ სახლში ორი აბაზანა არ არის, მაშინ, ერთ-ერთი მეწყვილე აუცილებლად უკმაყოფილოა და იძახის, რომ მასაც აგვიანდება სამსახურში.
სხვა არის, თუ ქალი ჭკვიანია და დაწოლის წინ იღებს აბაზანას, რომ დილა, მთლიანად საყვარელ ადამიანს დაუთმოს.
3. შესაძლოა, რომ თქვენ გსურდეთ ხანგრძლივად შხაპის მიღება, რომელიც მთელს სტრესსა და დაძაბულობას ხსნის. გარდა ამისა, ისვამ სურნელოვან ნივთიერებებს, რომელიც თქვენს სხეულს აპრიალებს და უფრო მიმზიდველს ხდის, თუმცა, საღამოობით შხაპის მიღებისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვიდრე თქვენ განცხრომაში ხართ განმარტოებული შხაპის ქვეშ, პარტნიორს თქვენს მოლოდინში შესაძლოა ჩაეძინოს და საქმე სექსამდე არც კი მივიდეს.
4 თუ თქვენ, წინასწარ დაგეგმავთ აბაზანაში სექსს, არ დაივიწყოთ დააფინოთ იატაკზე რეზინის ნოხები, რომ ფეხი არ დაგიცურდეთ. სექსის შემდეგ ტვინის შერყევის მიღება, ნამდვილად არ იქნება სიამოვნების შემდეგ ტკბობის ზენიტი.
5. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს სცენა ახლა თვალწინ გიდგათ: თქვენი რჩეული მამაკაცი ნაზად გკიდებთ ხელს… და.. ცდილობს მდგომარე დაგეუფლოთ.. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასე ის მხოლოდ 2 წუთი თუ გაძლებს და კულმინაციამდე შეეცდება კომფორტზე უფრო იზრუნოს, ვიდრე რომანტიკაზე.
6. რა გეჩვენებათ, როცა შხაპის ქვეშ სექსზე ფიქრობთ და როგორია რეალობა? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ წყალში ხომ ისედაც სველი ხარ და დამატებითი საშუალებები არ დაგჭირდება, ძალიან ცდები. პირიქით! წყალი, ქალის საშოს აშორებს ბუნებრივ სითხეს და მის გარეშე, მხოლოდ წყლის იმედზე, არ უნდა იყოთ. სცადე და მიხვდები, რომ დაუფლების წამები არათუ სასიამოვნო, არამედ მტკივნეულიც შეიძლება იყოს.
7. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ გიყვართ „სათამაშოების“ გამოყენება, დარწმუნდით, რომ ისინი წყალგამძლეა.
8. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, როცა ქალის, ან მამაკაცის ორგანიზმი მიდრეკილია ბაქტერიებისკენ, მარტივად შეიძლება სოკოვანი დაავადების აკიდება.
9. ნაზად ეფერებოდეთ ერთმანეთს ქაფიან აბაზანაში, ეს ნამდვილად არ არის ცუდი იდეა. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ქაფი, თვალსა და პირში არ შეგიცურდეთ.

მოკლედ, ძვირფასებო, თუ თქვენ რომანტიკა შემოგიტევთ და მაინცდამაინც სექსი მოგინდებათ აბაზანაში, გამოიყენეთ შხაპი მოფერების, სასიამოვნო ალერსისა და სასიყვარულო სიტყვების სათქმელად. ე.წ. გაღვივებისთვის. სხვა დანარჩენი კი გააგრძელეთ თქვენი ფანტაზიისამებრ.
სტატიის წყარო:feme.ge