არის თუ არა ჩოგბურთელი რუსლან ჯანჯარია კესარია აბრამიძის შეყვარებული - "მალე მამა გავხდები...''

არის თუ არა ჩოგბურთელი რუსლან ჯანჯარია კესარია აბრამიძის შეყვარებული - "მალე მამა გავხდები...''
კესარია აბრამიძის ირგვლივ მუდამ სკანდალები ტრიალებს, რადგან ხშირად აბრალებენ სხვადასხვა მამაკაცის საყვარლობას. ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კესო და ჩოგბურთელი რუსლან ჯანჯარია შეყვარებულები არიან. რუსლანი ამჟამად ასტანაში იმყოფება და იქ მოღვაწეობს.

,,მარაოზე" გასულ გადაცემაში კესო საუბრობს ცნობილ ქართველ მამაკაცზე, რომელთან ერთდაც ორწეელიწად-ნახევარი ცხოვრობდა და მასთან გიჟური რომანი აკავშირებდა, იმის მიუხედავად, რომ ზოგადად სიდინჯე ურჩევნია.

კესო აღნიშნავს, რომ ძალიან ტრადიციულია. გადაცემის გასვლის შემდეგ, გავრცელდა ჭორი, რომ ეს მამაკაცი სწორედ რუსლან ჯანჯარია იყო, რაზეც საკმაოდ მძიმე რეაქცია ჰქონდა ჩოგბურთელს.


იმისთვის რომ სიმართლე გაგვერკვია, ამ სტატიის დაწერამდე ჩვენ გავესაუბრეთ ორივე მათგანს. აი რა გვიპასუხეს:

რუსლანი: ჩვენ შეყვარებულები არ ვართ. ერთად ცხოვრებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. უბრალოდ დიდი ხანია რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ. მე საზღვარგარეთ ვიმყოფები, მყავს საცოლე და მალე მამა გავხდები.

კესო: მე არასდროს მითქვამს, რომ რუსლანი ჩემი შეყვარებულია. ამ ცრუ ინფორმაციის ავტორები რეკლამისთვისა და ჭორაობისთვის იყენებენ ფეისბუქზე დადებულ ფოტომასალას. ზოგადად ხალხს მოსწონს მსგავს თემებზე საუბარი, მაშინაც კი თუ ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსლანი საზღვარგარეთაა და თავისი ოჯახი ჰყავს, რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემ. ჩვენ დიდი ხნის ძმაკაცობა გვაკავშირებს. მხოლოდ და მხოლოდ ძმაკაცობა! ის ჭორი, რომ თითქოს შეყვარებულები ვართ პირად ცხოვრებაში დიდ პრობლემებს მიქმნის. ჩემ გვერდით სხვა მამაკაცია, უბრალოდ არ მინდა გავახმაურო მისი ვინაობა.

მიმაჩნია, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის. უხერხული სიტუაცია შემექმნა თავად რუსლანთანაც, იმის მიუხედავად, რომ მომხდარს გაგებით მოეკიდა.
სტატიის ავტორი: თათული ღვინიანიძე
სტატიის წყარო:reitingi.ge