ის რაც 35 წლის წინათ მოხდა, დღემდე ექიმებისა და მეცნიერების აღტაცებას იწვევს... ეს ნამდვილი სასწაულია!

ის რაც 35 წლის წინათ მოხდა, დღემდე ექიმებისა და მეცნიერების აღტაცებას იწვევს... ეს ნამდვილი სასწაულია!
1980 წლის 20 დეკემბერს 19 წლის ჯინ ჰილარდი თოვლიან ამინდში, მინესტონის შტატში მიდიოდა სტუმრად მშობლებთან, როდესაც უეცრად მანქანის ძრავი ჩაქრა და აღარ იქოქებოდა. შესაბამისად გოგონამ გადაწყვიტა ფეხით გაევლო დარჩენილი გზა მშობლების სახლამდე, რომელიც არც, თუ ისე შორს მდებარეობდა.
მან თითქმის მიაღწია დანიშნულების ადგილამდე, თუმცა შემთხვევით, მოულოდნელად გონება დაკარგა. გოგონამ გაატარა 6 საათი თოვლში, - 22 გრადუს ცელსიუსის პირობებში. მისი აღმოჩენის შემდეგ, იგი დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა 19 წლის ჯინი უფრო ყინულის დიდ აისბერგს გავდა, ვიდრე ადამიანს...

ის რაც 35 წლის წინათ მოხდა, დღემდე ექიმებისა და მეცნიერების აღტაცებას იწვევს... ეს ნამდვილი სასწაულია!
როდესაც ჯინ ჰილარდი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მას სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გოგონას სხეული იმდენად გაყინული იყო, რომ ნემსის წვერიც კი ვერ აღწევდა მასში. მისი პულსი გახლდათ 12 დარტყმა წუთში, ხოლო სხეულის ტემპერატურა იმაზე ნაკლები, ვიდრე თერმომეტრზეა აღნიშნული. ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოგონა გარდაიცვალა, თუმცა მათ მაინც გადაწყვიტეს სხეულის გალღობა და სითბოში მოთავსება.


ისინი ფიქრობდნენ, რომ გადარჩენის შემთხვევაშიც კი საჭირო იქნებოდა კიდურების ამპუტაცია, თუმცა გათბობიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გოგონამ სასწაულებრივად თვალები გაახილა და ჭიქა წყალი მოითხოვა.


3 კვირის შემდეგ გოგონას უკვე შეეძლო ფეხები მოძრაობა, ხოლო 6 კვირის შემდეგ იგი გაწერეს საავადმყოფოდან 100 პროცენტით ჯანმრთელი. ჯინის მშობლები და ექიმები ნამდვილი სასწაულის მომსწრენი გახდნენ!

მომხდარ ფაქტს მეცნიერები შემდეგნაირად ხსნიან: გოგონას სხეული იმდენად სწრაფად გაიყინა, რომ ორგანოების განადგურების პროცესმა დაწყებაც კი ვერ მოასწრო. როგორც ჩანს ჯინ ჰილარდს თავისი მფრაველი ანგელოზი ჰყავს!