პირველი პაემანი და ქერა ქალი "მუსტანგის" საჭესთან... ამ მამაკაცებმა ჯერ არ იციან, წინ რა ელით

პირველი პაემანი და ქერა ქალი "მუსტანგის" საჭესთან... ამ მამაკაცებმა ჯერ არ იციან, წინ რა ელით
კომპანია Ford-მა დამდეგი წმინდა ვალენტინის დღე ტეხასელ მამაკაცებს ექსტრემალური პაემნის მოწყობით მიულოცა. ავტომწარმოებელმა პროფესიონალი მრბოლელი გოგონა "სულელი ქერა ქალის" როლში დაიქირავა, რომელმაც კავალერები Mustang GT-ით 300 კმ/სთ სიჩქარით "გაასეირნა".

აქციის ორგანიზატორებმა გოგონას წითელ "მუსტანგში" კამერები დაამონტაჟეს და ექსპერიმენტი დაიწყეს. ლამაზმანი ბრმა პაემანზე რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ ბიჭებს სახლში წაყვანა შესთავაზა. სწორედ აქ იწყება მთავარი და ძალიან მოულოდნელი რამ...

სტატიის წყარო:palitratv.ge