ფსიქოლოგიური ტესტი – აირჩიე შენი საყვარელი ფერი და გაიგე შენი ხასიათი

ფსიქოლოგიური ტესტი – აირჩიე შენი საყვარელი ფერი და გაიგე შენი ხასიათი
ყურადღებით შეხედეთ ამ გამოსახულებას, აირჩიეთ რომელიმე ფერი, რომელიც უფრო მოგწონთ ან რომელმაც ყველაზე მეტად მიგიზიდათ პირველი დანახვისას, და შემდეგ წაიკითხეთ თქვენი დახასიათება.

შავი – გახასიათებთ გარშემო მყოფებზე ზრუნვის მოთხოვნილება, თუნდაც თავად არ აღიარებდეთ ამას. მარტოობის განცდა ხანდახან მოგეპარებათ, მაგრამ პოულობთ საკუთარ თავში ძალას, გაფანტოთ ასეთი ფიქრები. შეგიძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა.

ნაცრისფერი – გონიერი ხართ, არ მოქმედებთ ნაჩქარევად. თქვენს ცხოვრებაში ნაკლებია რისკი და უცაბედად მიღებული გადაწყვეტილებები. არ გაქვთ ხასიათში, ყველას ამცნოთ თქვენი ფიქრები, გრძნობები თუ ქმედებები. შინაგან სამყაროს უფრთხილდებით და მხოლოდ რჩეულების ხვედრია მასში შეღწევა.

წითელი – მგრძნობიარე და ექსპრესიული ნატურა ხართ. ხანდახან გრძნობებს გასაქანს აძლევთ, ისე, რომ არ ფიქრობთ იმაზე, როგორ აღიქვამენ ამას გარშემო მყოფები. ფიცხი ხართ, თუმცა უბოროტო. გიყვართ ცხოვრება და მისით ტკბობა. დიდი შინაგანი პოტენციალი გაქვთ და თუ გგონიათ კიდეც, რომ ზღვარზე ხართ, დაიღალეთ, სინამდვილეში კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

ყავისფერი – ფეხზე მყარად დგახართ, რეალური ცხოვრება თქვენთვის ყველაზე მთავარია. არ გიყვართ ოცნების კოშკების აგება. დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებებს და
შეგიძლიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თქვენი ნდობა შეიძლება.

ყვითელი – ადამიანებთან ურთიერთობაში უშუალო ხართ, ინტელიგენტური, კომუნიკაბელური. ცნობისმოყვარეობაც გახასიათებთ, სიამოვნებას იღებთ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენით. ოპტიმისტი ხართ და ნებისმიერი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალს პოულობთ. თქვენთან იოლია საერთო ენის პოვნა და სასიამოვნოა ურთიერთობა.

ლურჯი – მშვიდი ნატურა ხართ, იშვიათად ფეთქდებით. თავდაჯერებული ხართ და ეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გიყვართ სიმტკიცე ოჯახში, საქმეებში და ზოგადად ცხოვრებაში. ხშირად იღლებით და დასვენება გჭირდებათ ხოლმე ჰარმონიისკენ ხართ მიდრეკილი, გიყვართ სიმშვიდე. მდიდარი შინაგანი სამყარო გაქვთ და ბევრი ნიჭი.

მწვანე – გეშინიათ სხვისი გავლენის, ეძებთ თვითდამკვიდრების გზებს, რადგან ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია. უშველებელი ცხოვრებისეული პოტენციალი გაქვთ, რომელიც აუცილებელია რაღაცაში გამოავლინოთ. ბევრი რამ შეგიძლიათ, როცა თავდაჯერებას გრძნობთ და რაც მთავარია, გარშემო მყოფთაგან მხარდაჭერას. ყველა წამოწყებას საფუძვლიანად უდგებით და იოლად ლახავთ სირთულეებს, თუ გვერდით საიმედო ადამიანი გეგულებათ.
სტატიის წყარო:mshoblebi.ge