"მის ფინეთმა" პოკერში პროფესიონალი მოთამაშე პირდაღებული დატოვა
24 წლის "მის ფინეთმა" სარა ჩაფაკმა პოკერის პროფესიონალი მოთამაშე რონი ბარდაჰი პირდაღებული დატოვა. ბანქოს დარიგებისას რონის ჯვრის რვიანი და ყვავის ოთხიანი მიუვიდა, ხოლო სარას - ტუზი გული და აგურის ორიანი. ბარდაჰმა თამაში გადაწყვიტა და "მის ფინეთმაც" მას მიბაძა. მაგიდაზე პირველი სამი კარტის გახსნის შემდეგ რონის შანსი გაუჩნდა, სარამ კი მისი მოტყუება გადაწყვიტა...