"მატრიოშკები" - აკრძალული რეკლამა პუტინის რუსეთზე
აკრძალული ფრანგული სოციალური რეკლამა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეძღვნება. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ამზადებენ უცნობი ხელები მკვდარ, სისხლიან და მომტირალ "მატრიოშკებს". ბოლოს წინა თოჯინა პრესას განასახიერებს, რომელსაც ხმის ამოღება აქვს აკრძალული, ხოლო უკანასკნელი, რომელშიც ყველა სისხლიანი მატრიოშკა თავსდება, ღიმილიანია და ყველა დანარჩენებს საკუთარ თავში მალავს.
"არ უნდა მივცეთ უფლება რუსეთის მომხიბვლელობას, დაფაროს თავისი ბოროტმოქმედება" - ასეთია ვიდეორგოლის სლოგანი. განსაკუთრებული აქტუალობა სოციალურმა კლიპმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ შეიძინა.