"დავდივარ გაბლატავებული და გადაეცი, ტრ... დააყენოს" - "ნაციონალები" ავრცელებენ ვიდეოს, როგორ აგინებს ქალი პატრულს
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ორი ვიდეო წარუდგინა მედიის წარმომადგენლებს. ორივეზე ასახულია მძღოლი ქალი, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მისი ურთიერთობა საპატრულო პოლიციასთან.
ჯაფარიძის ინფორმაციით, ვიდეოზე ასახულია მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. მძღოლი პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს. ამასთან, უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს პატრულის თანამშრომლებს.