კულინარიული ნიჭით დაჯილდოებული ზოდიაქოს ნიშნები - TOP ხუთეული
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, სხვადასხვა სახის ნიჭი და მიდრეკილებები ადამიანებს ხშირად ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე გადაეცემათ. მათ შორისაა კულინარიული შესაძლებლობები და სამზარეულოს მარტივად "ათვისების" უნარი. საქმე იმაშია, რომ კონკრეტული პლანეტები პასუხს აგებენ ადამიანისთვის დამახასიათებელ ისეთ სპეციფიკურ მახასიათებლებზე როგორიცაა გემოს, ყნოსვის, კომფორტის შეგრძნება. შესაბამისად, ასტროლოგების აზრით, საუკეთესო კულინარები პლანეტა ვენერას და მთვარით მართულ ნიშნებში უნდა ვეძებოთ.
ესენია: კურო, სასწორი, მშვილდოსანი, ტყუპი და კირჩხიბი.
კუროების დიდი ნაწილი დაბადებიდანვე გურმანია. შესაბამისად, ის თუ რას ან როგორ მომზადებულს მიირთმევს კუროსთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ხალხს უყვარს სამზარეულოში ტრიალი, თუმცა ყველაფრის ნაბიჯ-ნაბიჯ და გულდასმით კეთება ურჩევნიათ სიჩქარეს. კუროს საყვარელი კერძი ხორცისგან მზადდება. შესაბამისად, სწორედ ხორცის მომზადებაში არიან ისინი დახელოვნებულნი.
კირჩხიბი ანატომიური ასტროლოგიის მიხედვით კუჭით იმართება. შესაბამისად, კვების საკითხი ნებისმიერი კირჩხიბისთვის აქილევსის ქუსლია. კიბო პანიკაში ვარდება, როცა ვინმე შიმშილობასა და მშივრებზე იწყებს საუბარს. ამ ადამიანებს ხშირად გააჩნიათ საგულდაგულოდ, "შავი დღისთვის" გადანახული პროდუქტების მარაგი. კირჩხიბ მამაკაცებს კი ქალებზე მეტად უყვართ სამზარეულოში ტრიალი და ყოველთვის იდეალურად ფლობენ კულინარიის ხელოვნებას.
სასწორის სისუსტე ტკბილეულია, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით დახელოვნებულ კონდიტერებს ან მოყვარულებს ამ სფეროში. გარდა ამისა, სასწორები ნატიფი გემოვნებით, ფერისა და ფორმის უზადო აღქმით და ესთეტიკური ხედვის უნარით გამოირჩევიან. შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი საკვების ვიზუალურ მხარეზე აკეთებს აქცენტს, გემოვნურ თვისებებზე მეტად. რაც იმას ნიშნავს, რომ ლამაზად მორთულ-სერვირებულ მაგიდასთან მიგიწვევთ, მისი ნახელავი ულამაზესი დესერტის დასაგემოვნებლად.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ კარგ კულინარებს შორის ვხვდებით მაწანწალა და მუდმივად მოხეტიალე მშვილდოსნებს. პლანეტა იუპიტერი, რომელიც მშვილდოსანს მართავს ბედნიერების, წარმატების, სიამოვნების მომტანი პლანეტაა. აქედან გამომდინარე, მშვილდოსნების დიდი ნაწილი სწორედ საკვებში პოულობს ცხოვრების ჭეშმარიტ გემოს. მათ კარგად ეხერხებათ მწვადის შეწვა, პიკნიკების მოწყობა და მრავალრიცხოვანი მეგობრების გამასპინძლება.
დაბოლოს, კიდევ ერთი უბადლო მზარეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არის ტყუპი. გასაკვირი ამ ფაქტში არც არაფერია. ტყუპს ხომ მოქნილი ხელები აქვთ, შესაბამისად მხოლოდ მათ ხელეწიფებათ სამზარეულოში გასაოცარი ჯადოქრობის დატრიალება. ამასთან ერთად, ტყუპი არამხოლოდ ერთ არამედ, ორ ან სამ კერძსაც ოსტატურად მოამზადებს ერთმანეთის პარალელურად.