5 ყველაზე პოპულარული საროსკიპო თბილისში
საქართველოში პროსტიტუცია კანონით ისჯება, თუმცა საროსკიპოების მისამართი თითქმის ყველა ტაქსის მძღოლმა იცის. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და შევადგინეთ 5 საროსკიპოს ნუსხა, რომელიც ყველაზე ცნობილია თბილისში და დედაქალაქში მცხოვრები მამაკაცების უმრავლესობამ ზუსტად იცის, სად მდებარეობს.
ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი - "დაგუგვლის" დროს სიტყვა "საროსკიპომ" არ გაჭრა, თუმცა "ბორდელზე" ბევრი მისამართი მოგვაძებნინა, რომელიც ფორუმებზე ჯერ კიდევ 2011 წელს არის დაწერილი. ერთ-ერთი მისამართი google earth-ზეც კი მონიშნეს.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის მომხმარებლები, რომლებიც კმაყოფილებას ვერ მალავდნენ მეძავის მომსახურებით, ერთმანეთს რეკომენდაციებს უწევენ და კომერციული სექს-მუშაკის ტელეფონის ნომერსაც აძლევენ:
"რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ქალის ანკეტა Odno-ზე, სადაც ირწმუნებოდა, რომ ფოტო ნამდვილად მისია. დავინტერესდი და გადავურეკე, ტელეფონზე არ მპასუხობდა, მერე SMS მივწერე და თვითონ გადმომირეკა. თავაზიანად განვუმარტე, რომ თუ მომატყუებდა და მის ნაცვლად ვინმე სხვა გამეჩითებოდა - მაგრად დაენძ*ეოდა. მითხრა, როცა მნახავ, ნამდვილად დარწმუნდები, რომ ფოტო ჩემიაო. მაგარი ნაშაა, მანჩო ქვია. 50 ლარად მაგარი გრძელფეხება ქალია", - წერს ფორუმის მომხმარებელი.
"დაგუგვლის" და მცირე გამოკითხვის შემდეგ, ჩვენ 5 ყველაზე ცნობილი მისამართი შევადგინეთ, სადაც ირწმუნებიან, რომ ეს დაწესებულება საროსკიპოა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ამ ჩამონათვალიდან აქამდეც ყოფილა ოფიციალურად პროსტიტუციაში მხილებული.
ღამის ბარი "ჩილიმი", იგივე "როენა მამიდას" დაწესებულება. თავად როენა მხილებულია პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში. "როენა მამიდას" ღამის კლუბი პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. "ჩილიმის" მომხმარებლები ხუმრობენ, ჯერ როენა იყო აქ და შემდეგ აშენდა პოლიციის შენობა, ვინც პირველი იყო, იმას ეკუთვნისო.
ფოტოზე: პოლიციის შენობა "ჩილიმთან"
სასტუმრო "ნატახტარი". ერთ-ერთი ყველა ცნობილი დაწესებულებაა, რომელსაც საროსკიპოს სახელი აქვს თბილისში დამკვიდრებული. "ნატახტარს" დაცვის პოლიცია დაჰყურებს თავზე. ეს ისეთი დაწესებულებაა, სადაც "მეგობარ გოგონებთან" ერთად დადიან ხოლმე; ყოველ შემთხვევაში, ჩვენი იქ ყოფნის დროს წყვილად გამოსული ბევრი გვინახავს.
ფოტოზე: დაცვის პოლიციის შენობა "ნატახტართან"
სლოტ კლუბი, გავრცელებული სახელით "პალმები". ეს "სლოტ კლუბი" ვეტერანადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ამ ბიზნესში, რადგან ის უკვე ათეულ წელზე მეტია ფუნქციონირებს. მის უკან "Georgian water and power"-ის შენობა მდებარეობს.
ჩვენს ხუთეულში შემდეგია სასტუმრო "მწვანე". იქ მისულებს არაფერი მიგვანიშნებს, რომ ეს სასტუმროა. როგორც ჩანს, მას დღისით არავინ სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ "მწვანესგან" დაახლოებით ასი მეტრის დაშორებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიციის შენობაა მთელ თბილისში, რომელიც მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს. მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, "მწვანე" თბილისელ მამაკაცებს "სადამსჯელო სასტუმრო" ჰგონიათ, იმ შემთხვევაში, თუ "მამიდას" გლდანში გააბრაზებენ.
და ბოლოს, სასტუმრო-რესტორანი "საბუდარა". მის გარშემო ვერ შენიშნავთ ვერცერთ სახელმწიფო დაწესებულებას, თუმცა მყუდრო გარემოსა და "გემრიელი კერძების" გამო, ის კლიენტებს ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს. აქ მანქანებისა და ტაქსების ტევა აღარ აქვთ.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რას აკეთებენ პროსტიტუციის აღსაკვეთად სამართალდამცავები და კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ ძაგნიძეს დავუკავშირდით:
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ებრძვის პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას. 2014 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 60-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება, სამოცივე მივიდა სასამართლოში და ყველაზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
საშუალო სტისტიკური მონაცემებით, თვეში დაახლოებით 5 ასეთი ფართი იკეტებოდა. ძირითადად, პროსტიტუციის ადგილის გადაცემა თბილისსა და აჭარაში ხდება. აჭარაში ძალიან აქტიურად მიდის აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ცენტრალული კრიმინალური პოლიციისა და სამხარეო სამმართველოს ურთიერთთანამშრომლობით.
აჭარაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გატარებული და ცალკე სპეციალური განყოფილებაც შეიქმნა, რომელიც მხოლოდ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის ჩამოყალიბებული. თითქმის ყველა კომერციული სექს-მუშაკი ნებაყოფლობით არის ჩაბმული და იძულებას, ან თანხის ძალით გამორთმევას ადგილი არ ჰქონია", - ამბობს მიხეილ ძაგნიძე.