პოზები იდეალური სექსისთვის ქალის სხეულის ფორმის მიხედვით

პოზები იდეალური სექსისთვის ქალის სხეულის ფორმის მიხედვით
ტიპი 1: მართკუთხედი

წარმომადგენელი: კირა ნაიტლი

პოზები იდეალური სექსისთვის ქალის სხეულის ფორმის მიხედვით
ვიწრო წელი, პატარა მკერდი.

სხეულის ასეთი ფიგურის მქონე ქალბატონებს ზოგადად უყვართ სპორტი. "მათ სექსის დროს მოეწონებათ პოზიციები, რომელსაც სჭირდება ძალისხმევა და ფიზიკური მომზადება" - ამბობს ამერიკელი ლუ პაჟე, რომელიც გახლავთ წიგნის " როგორ მივანიჭოთ მას სრული სიამოვნების" ავტორი.

ტრამპლინი მისიონერულ პოზაში.


1) მიიღეთ მისიონერული პოზიცია, თუმცა განთავსდით ისე, რომ თქვენი ფეხის გულები ეხებოდეს ლოგინის ფიცარს.

სთხოვეთ მას, რომ შემოგეხვიოთ მაგრად ფეხებით და აკეთეთ მოძრაობა წინ და უკან. ეს პოზა განაპირობებს დაუვიწყარ სიამოვნებას, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პარტნიორისთვის.

2) ლოგინის თავზე მიბჯენილი ფეხის გულების მეშვეობით აკეთეთ ძლიერი მოძრაობები წინ და უკან, რათა მაქსიმალურად მოახდინოთ მისი კლიტორის სტიმულაცია.

ტიპი 2: კოვზი

წარმომადგენელი: ჯენიფერ ლოპესი.


ეს ფიგურა ასევე ცნობილია მსხლის სახელწოდებით.

თქვენი დავალებაა მოახდინოთ მასზე ფსიქოლოგიური გავლენა და მოსპოთ მისი კომპლექსები. გაანებივრეთ იგი კომპლიმენტებით და უთხარით რაც შეიძლება ხშირად, რომ მას ეს ჯინსები, ან კაბა ძალიან უხდება.

ამოირჩიეთ ისეთი პოზა, რომელიც მას პატარად და სუსტად აგრძნობინებს თავს. "ქალბატონი ზემოდან , ეს პოზა ნამდვილად არ გამოდგება" - გვირჩევს ჩვენი ექსპერტი. ამოირჩიეთ რომელიმე ისეთი პოზა, რომელიც მოქცემთ მაქსიმალურად შეღწევადობის და კლიტორის სტიმულაციის საშუალებას.

მაკრატელი.


1) თუკი ამ ფიგურის მქონე ქალბატონს თავისი საჯდომი დიდად მიაჩნია, მაშინ ისეთი პოზა, რომლის დროსაც თქვენ უკან მოექცევით, მას ნამდვილად არ მოეწონება. იმისათვის, რომ მას კომფორტულად ვაგრძნობინოთ თავი, უბრალოდ ჩააქრეთ შუქი და მიიღეთ "მაკრატლის" პოზა.

2) მისი მარჯვენა ხელი დაიჭირეთ თქვენი მარცხენა ხელით, ხოლო მარჯვენა ხელი გამოიყენეთ კლიტორის სტიმულაციისათვის.

ტიპი 3: ამობრუნებული სამკუთხედი

წარმომადგენელი: რენე ზელვეგერი


ეს ფიგურა ასევე ცნობილია სტაფილოს სახელით. სამკუთხედი ფიგურის მქონე ქალის მკერდის სიგანე აღემატება 7,5 სანტიმეტრით ორივე თეძოს სიგანეს.

როდესაც ამ ფიგურის მქონე მანდილოსანს ხვდებით, უკეთესი იქნება, თუ მას შეხედავთ თვალებში და არა მიაშტერდებით მის მკერდს. ასევე გაითვალისწინეთ ის, რომ ამ ქალბატონებს უკვე მობეზრებული აქვთ კომპლიმენტები თავიანთი მკერდის შესახებ.

"მისი მკერდი მოგწონს არა მხოლოდ შენ, არამედ თვითონაც" - ამბობს ექსპერტი. სწორედ ამიტომ ამოარჩიე პოზა, რომელიც მის ძლიერ მხარეს კარგად წარმოაჩენს (საუბარია მკერდის სილამაზეზე). ასე იგი დარწმუნებული იქნება, რომ შენგან ამ ღირშესანიშნაობების არაჩვეულებრივი ხედი იხსნება და მიიღებს გაცილებით დიდ სიამოვნებას პროცესისგან.

ფეხები ხელში.


1) თუ გაქვთ მაღალი ლოგინი სახლში, მაშინ დააწვინეთ ქალბატონი ზურგით მასზე, ისე, რომ მისი ფეხები ზუსტად ლოგინის კუთხესთან იყოს. დაიჭირეთ მისი ფეხები ძლიერად და იმოქმედეთ. ამ პოზის მეშვეობით თქვენ საერთოდ არ დაიღლებით და ამავდროულად შეძლებთ აკოცოთ მას მკერდზე, მუცელზე და კლიტორზე.

2) როდესაც შეხვალ მასში, აწიეთ მისი ფეხები მაღლა და მიაწექით მას თეძოებით მაქსიმალურად. ასე თქვენ შეძლებთ მისი წერტილი "G"_ის სტიმულაციას.

ტიპი 4: ქვიშის საათი.

წარმომადგენელი: მონიკა ბელუჩი


ბრწყინვალე მკერდი, გაშლილი თეძოები, გამოკვეთილი წელი... სამწუხაროდ ასეთი ფიგურის მქონე ქალბატონები სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევიან.

რთულია გამოარჩიო მისი ძლიერი მხარე და კონკრეტული სხეულის ნაწილი, რომელსაც ხშირად შეაქებთ. "აუცილებლად უნდა გაათვითცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ამ ქალებმა ნამდვილად იციან საკუთარი თავის ფასი" - გვირჩევს ამერიკელი ფსიქოლოგი იო ჰემინგსი. თუკი მას უყვარს მოტკეცილი შარვლები, მაშინ შეაქეთ მისი საჯდომი, ხოლო თუ ის ხშირად ატარებს დეკოლტეს, მაშინ შეაქეთ მისი მკერდი.

ქვიშის საათის ფიგურის მქონე ქალბატონებს ძალიან მოსწონთ, როდესაც თქვენ უკნიდან ხართ და სექსის დროს, მის გამოკვეთილ წელს ეფერებით.

ძაღლური პოზა ბალიშზე.


1) დაუდეთ მას ბალიში მკერდის ქვეშ. ასე იგი იგრძნობს თავს კომფორტულად წოლისას და მოძრაობისას, თუკი ის მოისურვებს კუთხის შეცვლას.

2) ნუ დაუჯერებთ პორნოგრაფიულს ფილმებსა და ვიდეოებს და ნუ იფიქრებთ, რომ ქალებს მოსწონთ, როდესაც მათ უხეშად ექცევიან და საჯდომზე ურტყამენ. სიუხეშე ხანდახან რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ზომიერების ფარგლებში. მოეფერეთ მას ხელებით გამოკვეთილ წელზე, ან კლიტორზე.