TOP - 3 ყველაზე უპასუხისმგებლო ზოდიაქოს ნიშანი

TOP - 3 ყველაზე უპასუხისმგებლო ზოდიაქოს ნიშანი
პასუხისმგებლობის გრძნობა, თქმა არ უნდა, შესაშური და ერთობ დასაფასებელი რამ არის. თუმცა ამ თვისებით ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანი რომ ვერ დაიკვეხნის ესეც უდავო ჭეშმარიტებაა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანში ზემოთ ხსენებულ პასუხისმგებლობის ნიჭს და მოვალეობის შეგრძნებას ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ხასიათის შტრიხები და ის სტიქია განაპირობებს, რომელსაც ეს უკანასკნელი მიეკუთვნება. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს რომ მაგალითად ყველა ტყუპი ქრონიკულად აგვიანებს ყველგან (ნუ, მხოლოდ მათი 98% იქცევა ასე) და ყოველი მეორე თევზები სიცრუის ქსელს ხლართავს საკუთარი ქმედებების რეალური მოტივების დასაფარად. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ზოგად სტატისტიკას გთავაზობთ. მაინც ვინ არის ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს შორის ყველაზე უფრო მიდრეკილი უპასუხისმგებლო საქციელისკენ?

ტყუპი – ის რაც გარშემო მყოფებს უპასუხისმგებლობა ჰგონია, ტყუპისთვის ჩვეულებრივი ამბავია. დიდი საქმე ახლა, თუ წინა ღამით მეგობრებთან ერთად მხიარული დროს ტარების შემდეგ ჩაეძინა და სამსახურში მისვლა დაავიწყდა. უფრო სწორად თავზესაყრელი საქმეების მოგვარების აუცილებლობა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა თვალი გაახილა და საათის ისრები ზუსტად 17.00 უჩვენებდა. ნუ განსჯით ტყუპს მკაცრად. დიახ, იგი უპასუხისმგებლოა, ხშირად აგვიანებს შეხვედრებზე მიზეზით თუ უმიზეზოდ, მაგრამ როცა შრომით ფერხულშია ჩაბმული გაორებული ბუნებისა და ენერგიულობის გამო, არა ერთი ან ორი პარალელურად სამი, ოთხი და ექვსი მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეუძლია იდეალურად.

მერწყული – ხასიათში არსებულ თვისებას, რომელსაც გარშემო მყოფები უპასუხისმგებლობას უწოდებენ, მერწყული აბსოლუტურად არ თვლის ნაკლად. მისი აზრით, ყველას აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც სურს და საჭიროდ მიაჩნია. ამასთან ერთად, მას არასოდეს უყვარს ახსნა განმარტებების მიცემა ვინმესთვის რას, რატომ ან რა მეთოდებით აკეთებს. იმედოვნებს რა, რომ სხვები მასავით "ურანული გულთმისნობის" ნიჭით არიან დაჯილდოებულნი და აზრების უთქმელად წაკითხვის უანრი გააჩნიათ. ის ხომ ხვდება სხვების ჩანაფიქრს. ჰოდა, რა მოხდა სხვებმაც მოინდომონ ერთხელ მისი გაგება? აქედან გამომდინარე, მერწყულთან დავა პასუხისმგებლობის გრძნობის არქონის შესახებ აბსოლუტური წყლის ნაყვაა. ის თავს დამნაშავედ არასოდეს აღიარებს.

თევზები – ამ ხალხის პრობლემა გულჩვილი ხასიათი და გადამეტებული ოცნების სიყვარულია. ტიპურ თევზებს არ უყვარს სხვებისთვის გულის ტკენა, ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ სავსებით სამართლიანი და საფუძვლიანი "არას" ან "არ შემიძლიას" თქმას, ისინი ორჭოფულ "შესაძლოას" ამჯობინებენ, როცა საქმე მათთვის ამა თუ იმ მოვალეობის დაკისრებაზე მიდგება. თუმცა შემდგომში იგი აუცილებლად მოახერხებს "„თევზურად დასხლტომას" მისთვის მოსაწყენი ან არასასურველი სიტუაციიდან. გარშემო მყოფთა თვალში კი მას "უპასუხისმგებლოს" იარლიყი მიეკერება. არადა, სინამდვილეში მას ხომ კარგი უნდა სხვისთვის, ცდილობს გული არავის ატკინოს.
სტატიის წყარო:astrologi.ge