ონლაინ-სექსი კითხვის ნაცვლად: მოლდოველი გოგონები ბიბლიოთეკაში გამოიჭირეს (+18)
მოლდოვაში, კიშინიოვის ბიბლიოთეკებში გოგონები კლიენტებს ონლაინ სექს-მომსახურებას უწევდნენ. კითხვის ნაცვლად, დღისით და საღამოს, შიშველი გოგონები წიგნების თაროებთან ვირტუალური კლიენტების წინაშე პოზირებდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივ მედიასაშუალებებს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
რიგი ბიბლიოთეკების დირექტორებმა ვიდეოზე გადაღებული გოგონები იცნეს. მათი თქმით, ახალგაზრდებს თან ყოველთვის ნოუთბუქი დაჰქონდათ და უცნაურად იქცეოდნენ. წიგნების აღების მიუხედავად, არ კითხულობდნენ, ხმაურობდნენ და წიგნის თაროებთან თამაშობდნენ. ბიბლიოთეკარებმა ერთხელ გაშიშვლებული გოგონები შეამჩნიეს კიდეც და გააფრთხილეს, რომ პოლიციას გამოიძახებდნენ. პოლიციამ გოგონების ვინაობა დაადგინა. მათ შესაძლოა სუტენიორობისთვის ან პროსტიტუციისთვის პასუხისმგებლობა დააკისრონ.