ამ წყვილმა თავისი ოცნების პაწაწინა სახლი ააშენა და დაამტკიცა, რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის!

ამ წყვილმა თავისი ოცნების პაწაწინა სახლი ააშენა და დაამტკიცა, რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის!
მორისონების ოჯახი დიდი ხანი ოცნებობდა საკუთარ სახლზე. ენდრიუ და გაბრიელა რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდნენ და ცდილობდნენ ფული დაეგროვებინათ ახალი კომფორტული საცხოვრებლის საყიდლად. 10-წლიანი ამაო მცდელობის შემდეგ, როცა სათანადო თანხა ვერ შეაგროვეს, გადაწყვიტეს, დაგროვილი თანხით პატარა კომფორტული სახლი აეშენებინათ და ეს ეკმარათ. ამისთვის სულ 22 ათასი დოლარი დასჭირდათ.
დღეს მორისონები აღარ ფიქრობენ არც კრედიტებზე და არც ვალებზე. სახლის ფართობი სულ 20 კვადრატული მეტრია, მაგრამ კომპაქტური დიაზინის ხარჯზე ოჯახს ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება.


პაწაწინა სამზარეულო საკმაოდ ვრცელი ჩანს. სამზარეულოს უჯრებსა და თაროებზეც არის საკმაო ადგილი.


სახლში მოიძებნა ადგილი სამკითხველო ზონისთვის, სასადილო მაგიდა კი მარტივად გადაკეთდება სამუშაო მაგიდად.


სივრცის თითოეული სანტიმეტრი გონივრულად არის გამოყენებული.


მეორე სართულზე საძინებელია ორადგილიანი საწოლით. მეორე მხარეს – მინიატიურული სასტუმრო ოთახი.


სააბაზანო ოთახი თანამედროვე საკანალაზიცაიო სისტემით არის აღჭურვილი. ბუნებრივია, სახლში საშხაპეცაა.
სახლის კიდევ ერთი თავისებურება – ის ბორბლებზეა და წყვილს სახლთან ერთად შეუძლია მოგზაურობა.


შემხედვარე ხვდები, რომ კომფორტისა და ბედნიერებისთვის თურმე 20 კვადრატული მეტრიც საკმარისია. მორისონები ამბობენ, რომ ამ სახლის აგების შემდეგ მიხვდნენ – ბედნიერება არ არის ფუფუნებაში.

ამ წყვილმა თავისი ოცნების პაწაწინა სახლი ააშენა და დაამტკიცა, რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის!
სტატიის წყარო:mshoblebi.ge