სქესობრივი აქტის ნორმა
ისევე როგორც სხვა მეცნიერებებში, მედიცინაშიც შეიძლება ყველაფერი იყოს დათვლილი, განსაზღვრული, გაზომილი, უფრო მეტიც - შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს ნორმა და პათოლოგია. ჩვენ ვიცით სისხლისა და შარდის, შაქრის, არტერიული წნევისა და ქოლესტერინის ნორმები... მაგრამ სექსში ყველაფერი სხვაგვარადაა. არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, რა ზომის უნდა იყოს მამაკაცის სასქესო ასო, რომ ქალი დააკმაყოფილოს, ან რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს სქესობრივი აქტი, რომ ორივე პარტნიორმა მიაღწიოს ორგაზმს, ან შეიძლება თუ არა საწოლში ექსპერიმენტების ჩატარება.
თუ ჯანმრთელობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, გულისხმობს ტრავმების, დაზიანებებისა და დაავადებების არარსებობას, მაშინ "სქესობრივი ჯანმრთელობა" იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ადაპტაციის კომპლექსია, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ ნორმალურ სქესობრივ ურთიერთობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ადამიანს არ ჰქონდეს არავითარი დაავადება და ფიზიკური დაზიანება, მაგრამ თვითრწმენის უქონლობამ საწოლში ფიასკო გამოიწვიოს.
დამტკიცებულია, რომ სქესობრივ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს: ცხოვრების ჯანსაღი წესი (2%), ეკოლოგია (10%), ქალის მიერ ინიციატივის გამოჩენა (20%), ლომის წილი (50%) კი გენეტიკაზე მოდის. იმის გასარკვევად, რა არის სქესობრივ ურთიერთობაში ნორმა და რა - პათოლოგია, უნდა გავეცნოთ სქესობრივი კონსტიტუციის (ადამიანის სქესობრივი აქტიურობის მაჩვენებელი) ცნებას. მაგალითად, თქვენ კვირაში 3-ჯერ გაქვთ სექსი, ხოლო თქვენს ნაცნობს, რომელიც თქვენზე უფროსია - დღეში 2-3-ჯერ. რატომ?
საქმე ის არის, რომ ყველა მამაკაცს და ქალს აქვს საკუთარი, ინდივიდუალური, გენეტიკურად განსაზღვრული სქესობრივი აქტიურობა, რომელიც, პირველ რიგში, დამოკიდებულია გენეტიკაზე, ზრდისა და განვითარების პირობებზე. სქესობრივი აქტიურობის მიხედვით ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: ძლიერად, საშუალოდ და სუსტად. ამავე დროს, ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს სქესობრივი კონსტიტუცია და სქესობრივი ტემპერამენტი. პირველი გენურ დონეზე კოდირებული სქესობრივი შესაძლებლობაა, მეორე კი სექსის სურვილი. მაგალითად, კავკასიის ტემპერამენტიან მკვიდრს შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს ძლიერი სქესობრივი კონსტიტუცია, ხოლო ბალტიისპირელი, რომელიც ტემპერამენტით არ გამოირჩევა, საუკეთესო საყვარელი იყოს.
"ნორმალური სექსი" და "ნორმა სექსში", ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს, რადგან სქესობრივ პარტნიორებს შორის ურთიერთობის დროს ნორმა აბსტრაქტული, სუბიექტური ან საერთოდ პირობითი ცნებაა. ასე მიაჩნიათ სექსოლოგებს. სწორედ მათ დაამკვიდრეს "სექსის პარტნიორული ნორმის" გაგება. ის ადამიანის ცხოვრებაში სქესობრივი აქტის სიხშირისა და ხანგრძლივობის, ასევე საწოლში ექსპერიმენტების კრიტერიუმად ითვლება.
ექსპერიმენტები საწოლში
მაშ ასე, რა არის ნორმალური სექსი და პარტნიორების ნორმა სექსში და, საერთოდ, რატომ იბადება მსგავსი კითხვები? მიზეზი მარტივია. ერთი მხრივ, სექსი ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ მეტად მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა, მეორე მხრივ, ეს ყოველდღიურობის ის ასპექტია, რომელიც არათუ ღიად არ განიხილება, არამედ სრულიად დახურულია, ანუ ჩვენი წარმოდგენები სხვის ცხოვრებაში არსებულ სექსზე მიახლოებითი და პირობითია, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენთვის ძნელია, სხვას შევადაროთ თავი.
ადამიანს მიდრეკილება აქვს შედარებებისკენ, ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვამენ ჩვენი ქალაქის სხვა მაცხოვრებლები, როგორი მანქანა ჰყავს მეზობელს, ბევრჯერ გვინახავს, როგორ ეხვევიან ან კოცნიან ერთმანეთს ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები, მაგრამ საწოლში ქცევას შევიგრძნობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაციის უშუალო მონაწილენი ვართ. დიახ, სქესობრივმა რევოლუციამ მოიტანა გულახდილი ლიტერატურა, ეროტიკა კინოსა თუ ხელოვნების სხვა დარგებში, პორნომ ბობოქარი ფანტაზიის საზღვრები გააფართოვა, თუმცა იმავე სქესობრივმა რევოლუციამ ახალი კლიშეებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ამით არაიდეალური გარეგნობისა თუ უარყოფითი ასოციაციების კომპლექსები წარმოშვა. ეს უკანასკნელი ხშირად იმ შესაძლებლობათა გამომჟღავნებას უშლის ხელს, რომლის დროსაც დაშვებულია "სხვანაირი" სექსი. საკუთარ სქესობრივ გამოცდილებაზე ლაპარაკი, და არა აბსტრაქტულ სექსზე, საკმაოდ რთულია.