იუნა შაფათავას „საცვალი და... აი, რა უყვართ მამაკაცებს“ (ფოტოკოლაჟი)

იუნა შაფათავას „საცვალი და... აი, რა უყვართ მამაკაცებს“ (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ მხოლოდ საცვალზე არ ვისაუბრებთ - აცხადებს იუნა შაფათავა და თავის ახალ რუბრიკაზე საუბრობს.

რუბრიკა დამაინტრიგებელი სათაურით „საცვალი და“... ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების განხილვას დაეთმობა. იუნა შაფათავა შეეცდება გაგარკვიოთ როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის რომ ურთიერთობა ჰარმონიული იყოს.

როგორც გულახდილი იუნასგან ირკვევა თავად რომანტიკულ პაემანზე საცვალს ნამდვილად არ სწყალობს.

იუნა შაფათავა: „ამ დროს ის, ვფიქრობ, ზედმეტია. მამაკაცები სულსწრაფები არიან - როგორც კი მათი და ჩვენი მიზანი ცხადი ხდება, თეთრეული სხეულიდან წამებში "ორთქდება" ...

ერთი პაემანი გამახსენდა. იმ საღამოს ჩემი ძვირადღირებული, ლამაზი, უკან სტრაზებით შეერთებული ტანგა ერთმა, განსაკუთრებით განებივრებულმა მამაკაცმა ისე მომაგლიჯა, რომ სტრაზები დაიმსხვრა და რომანტიუკლი პაემანი კოშმარად ვუქციე - ტანგას სტრაზების ნაგლეჯები ცხვირ-პირში გამეტებით ვესროლე... მაშინ კი ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა იმ მამაკაცის სახის გამომეტყველების გახსენებაზე გულიანად მეცინება...

მამაკაცებო, ასე ძალიანაც ნუ მოინდომებთ - ჩვენ ამ საცვალს ზედმიწევნით და თქვენთვის ვარჩევთ. დაქალებთანაც იმიტომ ვიწონებთ თავს თეთრეულით, რომ ვაჩვენოთ, რა მომთხოვნი და გემოვნებიანი მამაკაცი გვყავს გვერდით და რა დახვეწილი ქალები ვართ ჩვენ თვითონ.

ქალისთვის თეთრეულის შეძენა გარკვეულ მიზანს ატარებს: კარგად მორგებული იარაღია მამაკაცის დასაპყრობად, სხვა ყველაფერთან ერთად - ინტელექტი ინტიმშიც საჭიროა. თუმცა ისიც არასდროს დავივიწყოთ, რომ მამაკაცებს უყვართ თვალებით.

ერთხელ ერთმა სატელევიზიო არხმა ჩაატარა გამოკითხვა - რა უყვართ მამაკაცებს?

ცნობილი მამაკაცები დიდხანს საუბრობდნენ, რომ ქალზე უყვართ ლამაზი თეთრეული, მაქმანიებიანი წინდები, ასეთი, ისეთი... და ასე დაუსრულებლად...

იმ რეპორტაჟში ბოლო რესპონდენტი ვიყავი და, როგორც აღმოჩნდა, მათ კითხვას ვიზუალით ვუპასუხე – სახლში სტუმრად მოსულ ჟურნალისტს და ოპერატორს უარი ვერ ვუთხარი საინტერესო სიუჟეტის მომზადებაზე, რეპორტაჟში გამოვჩნდი კორსეტით, წინდებით და ღიმილიც შევაგებე: აი რა უყვართ მამაკაცებს“...






სტატიის წყარო:funtime.ge