მამაკაცის ტიპები და მათი ამოსაცნობი უტყუარი ხერხი - Hellen Anders
ცნობილია, რომ მამაკაცის უამრავი ტიპი არსებობს, ყველას ქცევების შესწავლა თუ ამოცნობა კი ძალზედ რთული ამოცანაა, რამდენადაც ყველა მათგანი ინდივიდია, თუმცა მამაკაცის ტვინში ჩახედვა ბევრად გამარტივდება, თუ ვიმსჯელებთ არა მისი ხასიათით არამედ ურთიერთობის ეტაპებით. ცნობილი ფსიქოლოგი ელენ ანდერსი გვთავაზობს ურტიერთობის მიხედვით მამაკაცების ფსიქო-ტიპებად დაყოფის შემდეგ გზას:
1. ტიპიური მაჩო: იგი ურთიერთობას ყოველთვის უბრალოდ იწყებს, არ არსებობს გზა მისი განზრახვების ამოსაცნობად. სავარაუდოდ მან დიდი ხნის წინ "მოგნიშნათ" და აუჩქარებლად(მას არასდროს ეჩქარება - გადახედეთ მის "სამეგობროს") სასიამოვნო, მეგობრული ურთიერთობა ჩამოაყალიბა თქვენთან, რომელიც ისე სპონტანურად გადაინაცვლებს ლოგინში და ისე რბილად გადავა კვლავ მეგობრობაში, რომ არათუ შეამჩნევთ, მადლიერიც დარჩებით ამ სასიამოვნო ადამიანის, რომელმაც გაჩუქათ თავისი დრო. როგორც წესი მაჩოები არასდროს შორდებიან კატეგორიულად, ყოველთვის ინახავენ უკან მოსასვლელ გზას და არასდროს გეტყვიან: "შენ ძალიან დაკავებული ხარ", "ჯერ არ ვარ მზად ოჯახისთვის", "შვილების ყოლას არ ვგეგმავდი" ან რაიმე ამდაგვარს, არა! ამას შენ თვითონ ხვდები, თანაც დასაწყისშივე.
მას ამოიცნობთ მეტად აქტიური სოციალური ხასიათით, სადაც ლამაზი გოგონები ჭარბობენ, ვიოლინოზე თუ არა მინიმუმ გიტარაზე მაინც აქვს რამოდენიმე აკორდი დაზეპირებული, ან სულაც ლექსებად იღვრება - იგი ხომ კამპანიის სული და გული უნდა იყოს.
2. ალფა: ამ ტიპის მამაკაცი მომართულია ოჯახის შესაქმნელად, მას აქვს მკვეთრად დასახული მიზანი და ვერ იტანს, თუ მისი გარემოცვა, იგივე ოჯახი, საერთო ხედვით ვერ გააერთიანა. იგი შეიძლება იყოს თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, რომანტიული, საუკეთესო სექსუალური პარტნიორი, დამთმობი, თუმცა თუ ხასიათი გაუმძაფრდა ალბათ მის ოჯახურ მყუდროებას საფრთხე ემუქრება! ამ დროს ალფა ძალზედ მომთხოვნი და აგრესიული ხდება, ხოლო თუ მის ირგვლივ ვერ აყალიბებს საერთო აზრს იგი მიდის, თან სავარაუდოდ არც ისე შორს - იქვე, პირველივე შემხვედრთან, რომელიც მის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ალფას მიზანი ბედნიერი, დაწყობილი ოჯახია და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს იგი არ ისწრაფვის ოჯახში "დომინირებისთვის". ქალისგან გაქცეულ ამ ტიპის მამაკაცს გეომეტრიული პროგრესიით უვითარდება ნეგატიური განწყობა წარსულის მიმართ. ითვლება, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ამ ტიპის ეგზემპლარს ძალუძს და სწორედ მის გვერდით ვგრძნობთ თავს ქალად ნებისმიერ ასაკში.
3. მატერიალისტი დომინანტი: ასეთი ტიპის მამაკაცების ამოცნობა ძალზედ მარტივია - იგი აუცილებლად წარმატებული კარიერისა და ცხოვრების მმართელია, რომელიც თვლის, რომ დიდხანს ერთი და იგივე "სათამაშოთი" თამაში დამოკიდებულებას იწვევს. მის ცხოვრებისეულ პარტნიორს ის ყოველთვის არჩევს მათგან ვინც მასზე ბევრად ნაკლებად მიმზიდველი და საინტერესოა, მას აბარებს ოჯახის "მენეჯმენტს", ხოლო თვითონ ძირითადად "ტოპ მოდელებით" ერთობა. ასაკში შესაძლებელია მისი რჩეული რომელიმე ტოპ გოგონათი ჩაანაცვლოს იმის დასამტკიცებლად რომ ძალაუფლება ყოველთვის მას ეკუთვნის.