10 გასაოცარი ცოცხალი შესრულება, რომელთა მიმართ გულგრილი ვერ დარჩებით

10 გასაოცარი ცოცხალი შესრულება, რომელთა მიმართ გულგრილი ვერ დარჩებით
დარსი ოუკი.
კანადელმა ილუზიონისტმა დარსი ოუკმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო თავისი წარმოუდგენელი შესრულებით. იგი გატაცებულია ფოკუსებით ღრმა ბავშვობიდან, ხოლო მსოფლიოში ყველაზე მაგარი ილუზიონისტის ტიტული მან მოიპოვა 16 წლის ასაკში.



სიუზან ბოილი.
შოტლანდიელი უბრალო დიასახლისი, სიუზან ბოილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მხოლოდ რამდენიმე წუთში. მან გააოცა მაყურებელი თავისი საოცარი ხმითა და უბადლო შესრულებით. მან იმღერა სიმღერა სახელად "Dreamed a Dream". ამ ეტაპზე სიუზანი ძალიან ცნობილი მომღერალია.



დიანა კაზაკევიჩი.
6 წლის გოგონამ გააოცა მთელი დარბაზი და მაყურებელი. მან იმდენად ემოციურად წაიკითხა ლექსი, რომ დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ და ჟიურიმ ცრემლი ვერ შეიკავეს.

[media=https://www.youtube.com/watch?v=L5iBm2fSHJs]

ჯეკ ვიჯენი.
ამ 14 წლის ბავშვმა გააოცა მთელი მაყურებელი და ჟიური. მან მიიღო მონაწილეობა ავსტრალიის ნიჭიერის კონკურსში და შეასრულა ვიტნი ჰიუსტონის სიმღერა. მან ეს კონკურსი მოიგო და ჩაწერა პირველი მუსიკალური ალბომი.



ქსენია სიმონოვა.
ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს მინაზე ქვიშით გასაოცარი გამოსახულებების შექმნა. ქსენია გახლავთ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც დაჯილდოებულია ამ გასაოცარი ნიჭით. მისმა შესრულებამ "შენ ხარ ჩემთან", თითოეული მაყურებელი დააფიქრა იმაზე, რაც მნიშვნელოვანია მისთვის.



ატაი ომურზაკოვი.
თვითნასწავლმა ბიჭუნამ ყირგიზეთიდან შეძლო და გააოცა მთელი დარაზი და მაყურებელი თავისი წარმოუდგენელი ცეკვით. მან დაიწყო ბრეიქ-დანსის ათვისება, შესწავლა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, თუმცა მისი შესრულება არაფრით ჩამოუარდება იმ პროფესიონალის ნაცეკვს, რომელიც ღრმა ბავშვობიდანაა დაკავებული ამ საქმით.



პოლ პოტსი.
პოლი კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე მუშაობდა ტელეფონების გამყიდველად. არავინ მოელოდა მისგან ასეთ შესრულებას. საბოლოო ჯამში მან მოიგო კონკურსი, გააფორმა 1 მილიონ ფუტ სტერლინგიანი კონტრაქტი და წარსდგა დედოფლის ეკატერინე მეორის წინაშე.



კონი ტალბოტი.
კონი გახლდათ ხუთი წლის, როდესაც მიიღო მონაწილეობა ბრიტანულ ნიჭიერში და გავიდა მეორე ადგილზე. პირველი ადგილი დაუთმო პოლ პოსტს. ამჟამად მან უკვე ჩაწერა 4 მუსიკალური ალბომი და ათობით ინტერვიუ.



მიჰაი უნგურიანო და ნონელა ცერუში.
რადგანაც საუბარი ჩამოვარდა ბავშვებზე, არ შეგვიძლია არ ავღვნიშნოთ 6 წლის გასაოცარი წყვილი მოლდოვეთიდან, რომლებმაც შეძლეს და დაიპყრეს მაყურებლისა და ჟიურის გულები.



ჩრდილების თეატრი.
მოცეკვავეთა ჯგუფმა "Attraction" შეძლო და დაიპყრო მაყურებლისა და ჟიურის გულები. მათ დადგეს ძალიან ემოციური შოუ. უბრალოდ გასაოცარი და გასაკვირია, თუ როგორ ჰარმონიულად გამოსდით შექმნან გამოსახულება სხეული ჩრდილების გამოყენებით.

[media=https://www.youtube.com/watch?v=EAzYZ-E4l30#t=83]