13 რამ რაც უნდა გახსოვდეთ, როდესაც ცხოვრებას პირისპირ შეეჯახებით

13 რამ რაც უნდა გახსოვდეთ, როდესაც ცხოვრებას პირისპირ შეეჯახებით
ყველა ჩვენთაგანს გამოგვიცდია რთული პერიოდი ცხოვრებაში, ზოგი მას ადვილად ძლევს , ზოგიც ძნელად. სად არის პრობლემის გადაწყვეტის გასაღები? პროფესორი კეროლ მორგანი თვლის ,რომ წარმატებულ თუ წარუმატებელ შედეგს განსაზღვრავს ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ხედვა პრობლემისადმი.

1.რაც არის, ის არის – ცნობილია, ბუდისტების მიერ აღიარებული დამოკიდებულება პრობლემის მიმართ. ,, თქვენი ტანჯვა გამოწვეულია, თქვენივე წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებით იმ რეალობის მიმართ, რომელიც უკვე მოხდა და არსებობს, შეეგუეთ იმას, რომ რაც არის, ის არის“. ვიტანჯებით მხოლოდ მაშინ , როდესაც ჩვენ არსებულ რეალობას არ ვიღებთ და ან არ ვეგუებით. თუ რამის შეცვლა შეგვიძლია, შევცვალოთ და თუ არა, მაშინ ჩვენ ვდგებით არჩევანის წინაშე. ან მივიღოთ რეალობა როგორც უკვე არსებული და მომხდარი ფაქტი და ამ ფორმით გავუშვათ ჩვენგან ნეგატივი, ან არა და დიდხანს გატაცებით, ვნებით და უსასრულოდ ვიტანჯოთ.

2. მოვლენა გარდაიქმნება პრობლემად მხოლოდ მაშინ , როდესაც თქვენი დამოკიდებულებით მოვლენის მიმართ აპრობლემებთ მას და თქვენ არქმევთ მას სახელად პრობლემას. ბედნიერება და ბედნიერების განცდა ძალიან ხშირად დამოკიდებულია თქვენ თვალსაზრისზე, ზოგადად თქვენ დამოკიდებულებაზე და აღქმაზე ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. თუ თქვენ ნებისმიერ მოვლენას, რომელიც თქვენ ცხოვრებაში უკვე მოხდა დაარქმევთ სახელად პრობლემას, ძალაუნებურად თქვენი ფიქრები და ემოციები მთლიანად დაიტვირთება ნეგატივით. ჩაფიქრდით იმაზე, თუ რა გამოცდილება შეიძლება შეიძინოთ. რა გაკვეთილი შეიძლება მიიღოთ ამ უკვე არსებული სიტუაციიდან და მოვლენა უცებ აღარ მოგეჩვენებათ ისეთ დაუძლეველ პრობლემად და საერთოდ პრობლემად, თუ მას შეუცვლით სახელს და ,,პრობლემის ‘’ ნაცვლად, ,, ცხოვრებისეულ გაკვეთილს“ დაარქმევთ.

3. თუ თქვენ გინდათ შეცვალოთ საგნები და მოვლენები თქვენს გარშემო და თქვენს ცხოვრებაში, დაიწყეთ თქვენი თავის შეცვლიდან. თქვენი გარე სამყარო წარმოადგენს სრულ ანარეკლს თქვენი შინაგანი ხედვისა , თქვენ ყველანი იცნობთ თქვენს გარშემო არსებულ ადამიანებს, რომლელთა ცხოვრება მთლიანად სტრესებისა და ქაოსისგან შედგება და განა არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ისინი თვითონ იმყოფებენ თავის თავს ამ უსასრულო , დაუსრულებელ ქაოსში? ჩვენ მოგვწონს ფიქრი იმაზე , რომ ჩვენ გარშემო არსებული ცვალებადი გარემოებები გვცვლიან ჩვენ და იქნებ პირიქითაა. ჩვენი შეცვლილ თვალსაწიერს და მსოფლმხედველობას შეუძლია შეცვალოს ჩვენ გარშემო არსებული რეალობა, გარემოებები და ჩვენი ცხოვრება.

4. არ არსებობს ასეთი ცნება როგორიცაა ,, არ გამართლება“ არსებობს მხოლოდ ახალი გამოცდიელების შეძენის მორიგი შესაძლებლობა.

ამოიღეთ ლექსიკონიდან სიტყვა ,, ჩავარდნა“. ყველა გამოჩენილი და ცნობილ ადამიანის წარმატება, ეს არის წარუმატებლობათა უსასრულო ჯაჭვი წარმატების მიღწევამდე. ტომას ედისონის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ ,,მე არ მიწვნევია დამარცხება ნათურის გამოგონების პროცესში, მე უბრალოდ ვიპოვე 99 მეთოდი იმისა თუ როდის და როგორ არ ინთებოდა ის“

ისწავლეთ თქვენი ეგრეთ წოდებული ,, ჩავარდნებისგან’’ დაფიქრდით და მიიღეთ ეს მოვლენა როგორც ცხოვრების გაკვეთილი, გამოიყენეთ როგორც გამოცდილება.

5. თუ თქვენ ვერ იღებთ სასურველ საგანს ან მოვლენას, ე.ი რაღაც უკეთესი უკვე გზაშია. ხშირად საკმაოდ ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ თუ გადახედავთ თქვენ წარსულ ცხოვრებას, აღმოაჩენთ რომ ხშირად რაღაც დადებითი და კარგი თქვენ ცხოვრებაში მომხდარა მას შემდეგ , როდესაც რამე არ გამოგივიდათ. მაგალითად, ის სამსახური რომელიც ასე გინდოდათ და არ აგიყვანეს, დაგაცილებდათ საყვარელ ადამიანებს და ვერ მიიღებდით იმ ახალს რაც სამსახურიში არ აყვანით მიიღეთ. უბრალოოდ ირწმუნეთ და გაითავისეთ, რომ ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა მომხდარიყო

6. დააფასეთ დრო და მომენტი. ის არასოდეს განმეორდება. ცხოვრების თითოეულ წამში არის თავისებური ხიბლი. ხვალ ეს უკვე მოგონება იქნება. დადგება დრო, როდესაც თქვენ შეიძლება ძალაინ მოგენატროთ ის მომენტები, რომელიც დღეს თითქოსდა უმნიშვნელო და თქვენთვის.

7. ადამინების უმეტესობა ცხოვრობს ე.წ ,, შებოჭილი ტვინით“ . ეს ნიშნავს იმას, რომ ადამინები ძალიან დიდი მნიშვნელობა ანიჭებენ თავიანთ სურვილებს და თუ უცებ ვერ იღებენ სასურველ შედეგს, მათი ემოციები ვარდება უკიდეგანო ნეგატივში. ამის მაგივრად სცადეთ ე. წ. ,, განზოგადებული ტვინი“ ,,შებოჭილი ტვინის“’ მაგივრად , მიეცით თქვენა თავს უფლება იყოთ ბედნიერი, მიუხედავად იმისა მიიღეთ თუ არა სასურველი მოვლენა თუ ნივთი. და ამ შემთხევაში თქვენი ემოციები გახდება არა ნეგატივით დამუხტეული, არამედ ნეიტრალური, ან დადებითი.

8. გაანალიზეთ და გაუგეთ თქვენ შიშებს და იყავით მათი მადლიერნი. აღიქვით თქვენი შიშები, როგორც თქვენი საუკეთესო მასწავლებელი. ხშირად ჩვენი შიშების დაძლევა გვეხმარება წარმატების მიღწევაში. შიში ეს მხოლოდ ჩვენი ილუზიაა, რომელიღაც მოვლენის მიმართ. გაუგეთ თქვენ შიშებს, ჩაუღრმავდით მათ და ილუზიებიც გაქრება.

9. მიეცით თქვენ თავს ბედნიერების განცდის უფლება. თუ ჩაუფიქრდებით, გაიხსენებთ ბევრ ადამიანს , რომლებსაც თქვენ იცნობთ, ისინი არ აძლევენ თავის თავს სილაღის და მხიარულების უფლებას. მათ არც კი იციან როგორ უნდა იყვნენ ბედნიერები და მხიარულები, იმდენად არიან დამოკიდებულები თავიანთ შინაგან ქაოსზე და პრობლემებზე, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ როგორ უნდა იცხოვრონ ამ ნეგატიური ქაოსის გარეშე . მიეცით თქვენ თავს უფლება ყურადღება გაამახვილოთ თქვენთვის დადებით მოვლენებზე და არა უარყოფითზე და სიძნელეებზე.

10. ნუ შეადარებთ თქვენ თავს სხვებს და თუ ადარებთ, შეედარეთ მხოლოდ იმათ ვინც გაცილებით უარესადაა ვიდრე თქვენ. როდესაც გგონიათ რომ, თქვენი პრობლემა ყველაზე ტრაგიკულია, იმის მაგივრად, რომ შეედაროთ სიმდიდრეში არაბ შეიხებს, ან გარეგნობით ანჯელინა ჯოლის და ჰოლივიდის ვარკვლავებს. გაიხსენეთ რომ თქვენ არ დგახართ კონსლაგერის გაზის კამერასთან, ან არ კვდებით შიმშილით აფრიკის ქვეყნების მაცხოვრებლებივით.

11. თქვენ ხართ მსხვერპლი მხოლოდ საკუთარი ფიქრების, ილუზიების, სიტყვების და მოქმედებების. არავინ არაფერს არ აკეთებს თქვენთვის და სპეციალურად თქვენს წინაამღმდეგ. არ დაგავიწყდეთ, თქვენ ოპონენტებსაც და წარმოდგენილ მტრებს თავის კომპლექსები და ილუზიები აქვთ. თქვენ თქვენ თვითოვე ქმნით თქვნივე გამოცდილებას. აიღეთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობა და გააცნობიერეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ სირთულეების გადალახვა. უბრალოდ უნდა დაიწყოთ თქვენი ფიქრების და მოქმედებების შეცვლა. უარი თქვით მსხვერპლის მენტალიტეტზე.

12.ყველაფერი შესაძლებელია შეიცვალოს და შეცვლადია . ,, და ესეც გაივლის“ ეს ფრაზა გამოხატავს ერთ ერთ საინტერესო მიდგომას პრობლემისადმი. ყველაფერი ცვალებადია, არაფერია მუდმივი სიკვდილის გარდა, ასე რომ უარი თქვით ჩვევაზე ჩათვალოთ რომ ყველაფერი მუდმივად ასე დარჩება და არაფერი არასოდეს შეიცვლება. არ დარჩება! ოღონდ, თქვენ მოგიწევთ გარკვეული ქმედებების განხორციელება , რათა შეცვალოთ სიტუაცია. თავისთავად ცვლილებები არ მოხდება.

13. ყველაფერია შესაძლებელი. შეცვალეთ თქვენი ფიქრები, აზრები , დამოკიდებულებები მოვლენების მიმართ და მაშინ ყველაფერია შესაძლებელი დაწყებული ჯამრთელობის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული დიდი სიყვარულის პოვნამდე, სასურველ სამსახურამდე თუ უბრალოდ სულის სიმშვიდემდე და ბედნიერებამდე . თუ ერთხელ დავიჯერებთ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, მაშინ შევძლებთ ნებისმიერი ომის მოგებას პირველ რიგში საკუთრ თავთან და წარმატებამდე გზაც ხსნილია .
სტატიის ავტორი: მეგი დოლიძე
სტატიის წყარო:4motivi.com