ავტომობილი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

ავტომობილი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ
გიფქრიათ იმაზე, რომ ავტომობილებსაც კი რომელთა მიმართაც არაერთი, მამრობითი სქესის წარმომადგენელი ლამის იმავენაირ (თუ გაცილებით მეტს არა) სიყვარულსა და მიჯაჭვულობას განიცდის, როგორც საყვარელი ქალის მიმართ – საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი და დაბადების მონაცემები გააჩნიათ.
როგორც რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა ამტკიცებს, მას საკმაოდ ხშირად მიმართავენ სასურველი და ასტროლოგიურად "თავსებადი" ავტომობილის შერჩევაში დახმარების თხოვნით. რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, არის ამაში ერთობ გონივრული მიდგომა და რაც მთავარია, ჭეშმარიტების მარცვალი.

ყველაზე სასურველი ვარიანტი იქნება, ავტომობილი, მისი გამოშვების წლის და აწყობის (ექსპლუატაციაში გაშვების) თარიღის მიხედვით რომ შეარჩიოთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამის ფუფუნება ბევრ ჩვენთაგანს არ აქვს ან მისთვის მოსაწონი მოდელის შეგულებისას ნაკლებად ფიქრობს იმაზე თუ რამდენად შეეფერება ზემოხსენებული "რკინის ცხენი" მას და მის ასტროლოგიურ რუკას.

თუმცა, ისეთი შემთხვევებიც ბევრია ჩვენს რეალობაში, როდესაც ავტომობილს ერთი შეხედვით აბსოლუტურად მოულოდნელ სიტუაციაში უმტყუნებია პატრონისთვის. ბევრისგან გამიგია სხვა ვარიანტიც – "რაც ჩამოვიყვანე ამისმა რემონტმა და ნაწილებმა გამყიდაო." ჰოდა, ბატონებო (და ქალბატონებო), იქნებ ასტროლოგიურადაც გეცადათ სასურველი ავტომობილის შერჩევა?

დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სტატიის ფარგლებში თითოეული თქვენგანისთვის შესაფერისი ავტომობილის შესახებ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, მაგრამ ზოგად სტატისტიკას სიამოვნებით გაგაცნობთ იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი მოდელის ავტომობილია თქვენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პიროვნებისთვის შესაფერისი:


ვერძს ძლიერი ძრავის მქონე, "გამძლე" ავტომობილი სჭირდება. იდეალურია მოდელები: Audi TT ან Mazda Rx8

კურო ავტომობილის შეძენისას მის მაქსიმალურ კომფორტულობას და გამძლეობას ითვალისწინებს. შესაფერისი მოდელებია: Toyota, Saab, Volvo.

ტყუპისთვის ავტომობილი ისეთივე აუცილებელი და ორგანული რამაა როგორიც ხელი ან ფეხი. საუკეთესო არჩევანია შემდეგი მოდელები: Nissan X-trail, Volkswagen Tiguan, Land Rover Freelander

კირჩხიბი ისეთ ავტომობილს ეძებს, რომელიც მას და მის ოჯახს ხანგრძლივად ემსახურება. ფაქტობრივად ავტომობილი, მისი ოჯახის კიდევ ერთი წევრი უნდა იყოს. საუკეთესო ვარიანტია ამ მხრივ: Opel Zafira, Mazda 5, Honda FRV.

ლომისთვის ავტომობილს ერთგვარი, მდიდრული "აქსესუარის" დანიშნულება აქვს. მისით ლომმა პირველ რიგში თავი უნდა მოიწონოს საზოგადოებაში. ამიტომ ლომისთვის იდეალური იქნება Mercedes-Benz A-class ან Nissan Armada ტიპის მოდელები.

ქალწულისთვის ავტომობილის გამძლეობას, კომფორტულობასა და ხარისხს აქვს უდიდესი დატვირთვა. ამიტომ ქალწულმა არჩევანი შემდეგ მოდელებზე უნდა შეაჩეროს: Volkswagen, Land Rover Discovery 3.

სასწორისთვის ავტომობილის შერჩევა მისი ვიზუალური იმიჯის მოწონებით იწყება. საუკეთესო ვარიანტია ამ მხრივ: Alfa-Romeo, Fiat.

მორიელი საკუთარი ხასიათის შესაბამის, ექსტრემალური პირობების მიმართ კარგად ადაპტირებად მანქანას ეძებს. იდეალურია მისთვის: Mercedes-Benz E-class 55 AMG ან Land Rover Discovery

მშვილდოსანს ტევადი, გამძლე და ძალზე სწრაფი მანქანა სჭირდება. მისთვის იდეალურია: Citroen C4, Peugeot 30.

თხის რქას სოლიდურობა ხიბლავს. ის ცოტათი სნობია, ამიტომ მისთვის ისეთი მოდელებია შესაფერისი როგორიცაა: Saab, Volvo

მერწყულისთვის ინოვაციურობას, სუპერთანამედროვე დიზაინს აქვს დიდი მნიშვნელობა. საუკეთესო არჩევანია: Lexus RX400h, Nissan Primera

დაბოლოს, თევზებისთვის კომფორტთან ერთად, ავტომანქანის დაცულობას და კონსტრუქციის სიმძლავრეს აქვს მნიშვნელობა. სასურველია აირჩიოთ: BMW M235i ან Audi SQ5
სტატიის წყარო:astrologia.ge