ვერც კი იფიქრებთ, რომ ეს მომღერალი შოუს კონკურსანტია - ის ნამდვილი პოპ-დივაა!

ვერც კი იფიქრებთ, რომ ეს მომღერალი შოუს კონკურსანტია - ის ნამდვილი პოპ-დივაა!
ბრიტანული X Factor-ის ეს კონკურსანტი არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავებს - არაჩვეულებრივი ვოკალი, რიტმის შეგრძნება, ცეკვის სტილი ფლორ ისტს ძალიან გამოარჩევს სხვა კონკურსანტებისგან.

6 დეკემბერს ბრიტანული X Factor-ის ნახევარფინალი გაიმართა, სადაც დარჩენილმა ოთხმა კონკურსანტმა ორ-ორი სიმღერა შეასრულა. ყველაზე გამორჩეული გამოსვლა სწორედ 27 წლის ფლორს ჰქონდა, რომელმაც ბრუნო მარსის ახლახან გამოსული სიმღერა Uptown Funk იმღერა. ჟიურიმ გოგონა ძალიან შეაქო, ხოლო მისმა ხელმძღვანელმა საიმონ კაუელმა მომღერლის გამოსვლას ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.