შეყვარებულების საოცარი დუეტი და ორწუთნახევარში ჩატეული 2014 წლის ჰიტები

შეყვარებულების საოცარი დუეტი და ორწუთნახევარში ჩატეული 2014 წლის ჰიტები
Us The Duo ამერიკული დუეტია, რომლის წევრებმაც ერთმანეთი სამი წლის წინ გაიცნეს. არაჩვეულებრივი ტალანტის მქონე მაიკლს და კარისას ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ და ახლა უკვე წარმატებულ მუსიკალურ კარიერას პირად ცხოვრებასაც წარმატებით უთავსებენ.

ახლახან, წყვილმა ახალი დუეტი გამოუშვა, რომელშიც 2014 წლის ყველა ცნობილი ჰიტი 3 წუთზე ნაკლებ დროში ჩაატია. სიმღერაში გამოყენებულია ფარელ უილიამსის, ტეილორ სვიფტის, ჯონ ლეჯენდის, Coldplay-ს, Maroon 5-ის და სხვა ცნობილი შემსრულებლების ჰიტები.