ჯენიფერ ლოურენსი ქართველმა დიზაინერმა შეარცხვინა

ჯენიფერ ლოურენსი ქართველმა დიზაინერმა შეარცხვინა
ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი "შიშველ სკანდალში" გაეხვია. ლონდონში მორიგი ფილმის პრემიერაზე მსახიობი კამერამ უხერხულ მომენტში დააფიქსირა და ფირზე გაშიშვლებული მკერდით აღბეჭდა. სხვათა შორის, ლოურენსი ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას კაბაში გახლდათ გამოწყობილი. ღრმა დეკოლტე, როგორც ჩანს, მხოლოდ სცენისთვის, გამართულ მდგომარეობაში მყოფ
სხეულზე იყო გათვლილი. შესაბამისად, სცენაზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სამაგიეროდ, როგორც კი მსახიობი მოიხარა და მანქანაში ჩაჯდა, მკერდი ბოლომდე გაშიშვლდა.

მსახიობს ეს მარცხი თავიდანვე არ შეუნიშნავს - ამ დროს მას გადახსნილი კალთიდან მომზირალი შიშველი ფეხები უფრო აღელვებდა, რომელთა დასაფარად კალთებს ვერა და ვერ მოუყარა თავი. როცა მეორე პრობლემაც შენიშნა, მხოლოდ გაიცინა და მისი დაფარვა ხელით სცადა.

ჯენიფერ ლოურენსი ქართველმა დიზაინერმა შეარცხვინა

სტატიის წყარო:ambebi.ge