ქუთაისელმა EBAY-ზე “საკოლექციო” 10 ლარიანი გასაყიდად გამოიტანა

ქუთაისელმა EBAY-ზე “საკოლექციო” 10 ლარიანი გასაყიდად გამოიტანა
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო საიტ EBAY -ზე, გასაყიდად გამოტანილია ჩვეულებრივი 10 ლარიანი კუპიურა. გრაფაში -“ნივთის ადგილსამყოფელი” ვკითხულობთ, რომ ნივთი ინახება საქართველოში ,ქუთაისში. ფასი-120 ამერიკული დოლარია. აქვე წერია, რომ ეს არის იმიტირებული საკოლექციო გამოშვება, რომელიც 2012 წელს, დიდი ქართველი მწერლის, აკაკი წერეთლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სულ 10 ცალი გამოვიდა. “მშვენიერ მდგომარეობაშია,მე მას შუშაში ვინახავდი და ამიტომ ბრწყინვალედაა შენახული. ყველას გისურვებთ წარმატებას, პასუხს გავცემ ნებისმიერ კითხვას, რომელიც დაგებადებათ , ბოდიშს ვიხდი გრამატიკული შეცდომებისთვის”-წერს “საიუბილეო ეგზემპლარის ” ქუთაისელი მეპატრონე ინგლისურ ენაზე. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ უცხოელი პოტენციური კლიენტებისგან სულ პოზიტიური “ფითბექები”, ანუ შეფასებები აქვს. არცერთი უარყოფითი, ან ნეიტრალური. მხოლოდ პოზიტიური!!!

ამ “აღმოჩენამ” ისეთ კარგ ხასიათზე დაგვაყენა, რომ რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ” წარმატება” ვუსურვოთ მხიარულ ქუთაისელს 10 ლარის 120 დოლარად გაყიდვის საქმეში .


სტატიის წყარო:postalioni.ge