თინა მახარაძის მიმართვა საქართველოს: თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული... წამოუდგენელი, ტკივილამდე ყ*ეები.
თინა მახარაძემ მორიგი სკანდალური განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრანსგენდერი "საბი" სასტიკად მოკლეს. მაშინ მსახიობმა საზოგადოების ერთი ნაწილის საპასუხოდ ვიდეოპოსტი ჩაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ საჭირო იყო ბიბლიაში მეტი კონკრეტიკა ფრაზაში "არა კაც კლა", და რომ "ღმერთმა ბიბლია მიაფუჩეჩა".
თინა მახარაძის ამ ეპატაჟს ბევრი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, და ამ გამოხმაურებების საპასუხოდ მსახიობი მორიგ ვიდეოპოსტს აქვეყნებს:
"მე რომ ბოლომდე შემენარჩუნებინა ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩემი საქციელი იმდენად ნათელია, და აშკარა ერთმნიშვნელოვნად, გამომსახველობა და ენა იმდენად ტრივიალურად და ბანალურად მარტივი, რომ არანაირ ახსნას არ საჭიროებს და ეს ყველაფერი ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია, მოცემულ მომენტში აბსოლუტურად სხვა სასაუბრო ენას გამოვიყენებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულება მაქვს ჩემი ნაუბარის და ზედმეტად გაზვიადებული წარმოდგენა ერის შესაძლებლობების მიმართ, ამიტომ ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად ავხსნა რა ხდებოდა ამ ყბადაღებულ ვიდეოში.
1 - ბიბლია უკუღმა არ მიჭირავს. მაქვს მაქბუქი, რომელსაც აქვს სარკისებრი ეფექტი;
2 - ვიცი, რომ ბიბლიიდან ფრაზაში "არა კაც კლა" იგულისხმება ზოგადად კაცობრიობის ნაშიერი, მებისმიერი ძეხორციელი, ადამიანი განურჩევნად სქესისა და ა.შ., თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ არ იცით ტერმინებისა და, გნებავთ, ჩემს შემთხვევაში, დაბალ მხატვრული ხერხების მნიშვნელობა, როგორიც არის, სიტყვაზე, ალეგორია, ჰიპერბოლა, რაღაცის უტრირება და ა.შ.
არ იცით ისიც, რომ ამ ვიდეოში მე არა თუ დავცინე, არამედ, მართალია არ ჩანს ცრემლები, მაგრამ დავტირი ჩვენს თავს, ვისაც ჩვენი აბსოლუტურად გაუგებარი სუბიექტური დამოკიდებულებების მიხედვით ან გვეცოდება მსხვერპლი, ან არ გვეცოდება; ვგმობთ ძალადობას, ან არ ვგმობთ... ვამართლებთ მოძალადეს და ვამტყუვნებთ მსხვერპლს...
კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ მე არავის შეურაცხყოფა, მითუმეტეს ღმერთის, მიზნად არ მქონია. მე, ამგვარი ხერხით მოვახდინე ერთგვარი პროექცია იმ დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებაც გვაქვს საქართველოში ძალადობის მიმართ. და, თქვენი ტერმინი
რომ ვიხმარო, ეს იყო იმ გაპრავების ციტირება, როგორც ლაპარაკობენ საქართველოში აგრესიასა და ძალადობაზე. ძალიან, გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასე შემოაბრუნეთ ჩემი ნათქვამი და არასწორად გაიგეთ და ახლა რაც მინდა, ზუსტად ისე გაიგოთ, როგორც გეტყვით: თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები", - ამბობს მსახიობი.