მამაკაცი, რომლის მეუღლეც მშობიარობას გადაყვა, მომაკვდავ შვილს უმღერის
მუსიკოს კრის პიკოს ცხოვრება რამდენიმე დღეში სამუდამოდ შეიცვალა. მან ოთხ დღეში ორი საყვარელი ადამიანი დაკარგა: მეუღლე და ახალშობილი ვაჟიშვილი. 9 ნოემბერს კრისის მეუღლე, 30 წლის ეშლი პიკო მშობიარობას გადაყვა, ბიჭუნა კი, რომელიც ნაადრევად დაიბადა, ძალიან სუსტი იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა ვერც მისი გადარჩენა მოახერხეს.
მამამ ვაჟიშვილს ლენონ ჯეიმს პიკო დაარქვა, "ბიტლზის" სოლისტის, ჯონ ლენონის პატივსაცემად. ვიდეოში აღბეჭდილია, როგორ უმღერის რეანიმაციულ განყოფილებაში, ინკუბატორში მწოლიარე ვაჟიშვილს ახალგაზრდა მუსიკოსი "ბიტლზის" ცნობილ სიმღერას "Blackbird"-ს.