სამძიმრის წერილები "ფეისბუქიდან": „ყველაზე საყვარელი "იუდა"
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ყველაზე საყვარელი "იუდა" - წერს ის.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მრავალი სამძიმრის წერილი გავრცელდა:
თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი: "რისი თქმაც მინდოდა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებაზე, პრინციპში ერთმა ჩემმა ფრენდმა (ოთარ ქაშაკაშვილმა) უკვე თქვა და მასვე დავიმოწმებ: იცით ჩემი დამოკიდებულება ბენდუქიძის მიმართ, მაგრამ ნამდვილად საწყენია გარდაცვალება იმ ადამიანისა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ყველაზე სწორი მიმართულებით განახორციელა".
დეპუტატი მარიამ საჯაია: "გული ჩამწყდა :(((( ძალიან ძალიან ვწუხვარ უდიდესი, უჭკვიანესი ადამიანის და ამასთანავე უბრალო "ბენდუს" გამო :((( გული ჩამწყდა :(((( ძალიან ძალიან ვწუხვარ უდიდესი, უჭკვიანესი ადამიანის და ამასთანავე უბრალო "ბენდუს" გამო :((("
დეპუტატი კობა სუბელიანი: „რამხელა ბედნიერება იყო მასთან ურთიერთობა, რამხელა სინათლეს ასხივებდა , რამხელა ცოდნას ყოველმხრივს, რამხელა იუმორს, რითი შეივსებთ ამ დანაკლისს არ ვიცი. ხშირად ღმერთებს ცაში და ღრუბლებში დავეძებთ თვალ აპყრობილნი და ამ დროს ისინი ჩვენს გვერდით არიან. ღმერთივით კაციაო გაგონილი გექნებათ ამა თუ იმ ადამიანზე და სწორედ ასეთი ადამიანი იყო ბატონი კახა ბენდუქიძე, მართლა ღმერთივით კაცი რომლის ფასს რაც დრო გავა მით უფრო მწარედ გავიგებთ. ვალში ვართ თქვენთან ბატონო კახა, თქვენი იდეები და თქვენი დაწყებული საქმე აუცილებლად მივა საბოლოო წარმატებამდე“.
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი: „კახა
2004 წლის მაისი იყო, თუ არ ვცდები - მიშამ დამირეკა, სტრასბურგში ვცხოვრობდი. მეჭორავა და ამაყად მომახალა, რომ მრჩევლებად კახა ბენდუქიძე და ჰერნანდო დე სოტო ჩამოდიან საქართველოში. დე სოტოს ამბავი არ გამოვიდა, აღარ მახსოვს რატომ. ბენდუქიძე ჩამოვიდა.
მე 2005 წლის ივნისში გავიცანი. სამთვიანი მივლინებით ვიყავი თბილისში ჩამოსული ევროპის საბჭოდან. ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დაეწერა საქართველოს მთავრობას და არ წერდა. ანტიკორუფციულ რეფორმას ატარებდნენ და ბიუროკრატია არ აინტერესებდათ.
ცარიელ ადგილზე იქმნებოდა პრობლემა - დავიტუქსებოდით ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სტრატეგიაზე მაშინდელი უშიშროების საბჭო მუშაობდა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ აზრზე არ იყვნენ.
გიგას მივადექი (ერთად არ ვიყავით მაშინ). მოვახსენე, რომ უშიშროების საბჭო (2005 წელს) ერთობ შეზღუდული თვალსაწიერის და გავლენის ხალხით იყო სავსე - სამოქმედო გეგმა კი ისეთ ადამიანს უნდა დაეწერა, ვისაც ტვინი უჭრიდა და შიგ ისეთ ნაბიჯებს ჩაწერდა, რაც შესრულდებოდა კიდეც.
გიგამ გიგი უგულავასთან გადამამისამართა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო მაშინ. მივედი და მითხრა, ვიმსჯელეთ და კახა ბენდუქიძეზე შევჩერდითო.
იქვე გადაურეკა, შეხვედრა დანიშნა.
მშობლებთან მივედი. მამაჩემს მოვუყევი, რომ კახას ჩაბარდა ჩემი პროექტი. მამაჩემს ძალიან ცოტა ადამიანზე აქვს მაღალი წარმოდგენა - ერთერთი მე ვარ. ამიტომ გამიკვირდა, როცა მითხრა შეეცადე სისულელე არ წამოგდეს, ჭკვიანი კაცი მგონია და შერცხვებიო. მაგრად დავიძაბე.
გიგამ დამირეკა, იმანაც დაახლოებით იგივე მითხრა - უხეშობამდე პირდაპირია და ფრთხილად იყავი კომუნიკაციისასო.
არავისთან შეხვედრაზე ასე არ მინერვიულია - ვერ ვხვდებოდი რატომ მაფრთხილებდნენ, რა მოლოდინი უნდა მქონოდა.
შევხვდი, ვისაუბრეთ -
გაუგებარი დარჩა, რატომ მაფრთხილებდნენ. ყველაფერი გაიგო რაც ვუთხარი. ყველაფერი გავიგე რაც მითხრა. შევთანხმდით და თანამშრომლობა დავიწყეთ.
მერე გამომიტყდა, რომ გიგიმ მითხრა, ერთი გოგო მოვა შენთან, რაღაც პროექტზე ითანამშრომლებს და მაგრად მოგეწონებაო. მართალი აღმოჩნდაო იცინოდა.
მოგვიანებით მივხვდი რას გულისხმობდნენ. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მითხრა დარჩიო - სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოდის, დავალება აქვთ, რომ სამინისტროს მისიის განაცხადი უნდა მოიტანონ ერთგვერდიანი და განხივლას მოუსმინეო.
მოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტროს პრობლემად ბაზრის სიმცირეს უთითებდნენ. მიზნად - პროდუქციის გაზრდას. ეკითხებოდა ბაზარი თუ არ გაქვთ, პროდუქციის გაზრდას რატომ ცდილობთო. არ ვიცი დამფრთხალი იყო მინისტრის მოადგილე, თუ ბრიყვი. შეიძლება ორივე ერთად. მოკლედ, ისეთი ამბავი ატყდა, ვოცნებობდი რომ არა დივანზე, არამედ დივანის ქვეშ ვმჯდარიყავი.
როცა გაბრაზებული იყო, თვალდახუჭული გელაპარაკებოდა. ასე თვალდახუჭული ჩამოვიდა ერთხელ რომელიღაც ზედა სართულიდან. მისაღებში მე ველოდებოდი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ელჩთან და ევროპის საბჭოს თანამშრომლებთან ერთად.
ვიცოდი რომ ბიუროკრატიული ევროპის ენა არ უყვარდა, მაგრამ გაფრთხილებული მყავდა, თუ ჩემი ხათრი გაქვთ, არ გაუხუროთ - თუ რამე არ მოგეწონებათ, ერთ ყურში შეუშვით, მეორედან გაუშვით თავი არ მომჭრათ მეთქი.
დახუჭული თვალები დავინახე თუ არა მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე.
დაჯდა ისე, რომ თვალი არ გაუხელია. მერე დახუჭულ თვალში თითი შეირჭო სათვალის ქვეშ. დიდხანს იჩიჩქნა - ესეც მისი ჩვევა იყო, ლაპარაკი როცა ეზარებოდა, მაშინ ითხრიდა ხოლმე თვალებს.
ბოლოს თავი აწია და გვკითხა “What do you want?”
ჩემს ალბანელ კოლეგას ევროპის საბჭოდან მილოშევიჩი გაახსენდა - პროცესზე იგივე იკითხაო.
შეხვედრამ უფრო ავად, ვიდრე კარგად ჩაიარა. მაგრამ ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსება მაინც მივიღეთ და პროექტიც დაიწყო. მოვახერხე დამერწმუნებინა ისინი, რომ რთული ხასიათის მიუხედავად, რასაც ხელს მოკიდებდა, ეფექტურად გააკეთებდა. მალევე მიხვდნენ, რომ მართალი ვიყავი.
გურმანი იყო, თვითონ იგონებდა კერძებს და დეიდა რუსიკო აკეთებდა. ცხვარს არ ვჭამ, მომატყუა და ძალით მაჭამა, გულის სიღმეში მივხვდი, რომ რაღაც ისეთს ვჭამდი, რომ არ მომწონს, მაგრამ სოუსი მომეწონა და კიდევ გადავიღე.
არ არსებობს, არ გაეხსენებინა - ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, იცის რომ არ უნდა უყვარდეს, მაგრამ თუ მოატყუე და ისე მიეცი, თეფშს ასუფთავებს და დამატებას ითხოვსო.
მერე იყო ტელევიზია - 6 თვე ვჩხუბობდით. ყოველდღე. მიხურებდა ე. წ. “ფალშპოლი” რად გინდა საეთეროშიო. კედელზე გაატარე კაბელებიო. სარკე რად გინდა საგრიმიოროშიო. რატომ არ გინდა ბანძი ტელევიზია გააკეთოო. ნერვებს მიშლიდა.
თქვენ რატომ არ გააკეთეთ ბანძი უნივერსიტეტი, ჯერ ის ამიხსენით და მერე გიპასუხებთ მეთქი.
1500 - ნაირი ბიუჯეტი გამაკეთებინა. დამათვლევინა ყველაფერი, ყველანაირად. თითოეული თანაშრომლის საათი რა ჯდება. რა ჯდება ამ თანამშრომლის მიერ ერთ საათში შექმნილი პროდუქცია. როგორ კორელაციაშია ისინი ერთმანეთთან.
ბოლოს რომ ვუთხარი, ნუ დამტანჯეთ მეთქი, დამამშვიდა:
“არაუშავს თამუნა. თქვენ იქნებით ტელევიზიის ერთადერთი დამფუძნებელი საქართველოში, რომელმაც იცის რა არის ექსელი”.
რამდენჯერმე ისე ვიჩხუბეთ, კედლები ზანზარებდა - გამოვიქცეოდი გაბრაზებული და მერე ვიღებდი სმს-ს “მაპატიეთ თამუნა, მე არ მინდოდა თქვენი წყენა”.
ერთხელ მკითხა რამდენი ფეხსაცმელი გაქვსო. რა ამბავია. ეგ რა ფეტიშიაო. თურმე მიყურებს და ამჩნევს. დავუწყე ახსნა და კვდებოდა სიცილით. უცნაურ რაღაცას მიხსნიო.
რამდენიმე ადამიანი მყავს ვისთანაც რჩევისთვის ხშირად მივდივარ - გიგა, ლევან რამიშვილი და მამაჩემი. კახა გამოაკლდა.
მისი სვეტების კრებული გავამზადეთ დასაბეჭდად ორი წლის წინ. ტვინი წაიღო, არაფრით მაბეჭდინებდა, კიდევ სამი უნდა დავწეროო - ვერ მოასწრო.
კრებულს გამოვცემ. დაუსრულებლად შემიძლია მასზე წერა, უბრალოდ თვალები მაქვს ზედმეტად დასიებული.
სასტუმროში ცხოვრობდა, როცა გავიცანი. სასტუმროში გარდაიცვალა.
მაგრად მომენატრება.
PS თუ ჩემთან მოდიოდა, იცოდა რომ ალუბლის ვარენიკები მიყვარდა და მოქონდა დიდი სინით. ეგეც მომენატრება“.
ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე: "საქართველოს მოსახლეობის საშუალო არითმეტიკულმა საღმა აზრმა, განათლებამ, გონებაგახსნილობამ, ეკონომიკურმა ხედვამ, პრინციპულობამ, პროგრესულობამ ძალიან დიდი ვარდნა განიცადა ამ საშინელი ამბის გამო:/"
მსახიობი თინა მახარაძე: "მამაჩემი რომ გარდაიცვალა,ჩემთვის ყველაზე ძნელად გადასატანი უგულშემატკივროდ დარჩენის,დაუცველობის შეგრძნება იყო. კახა ბენდუქიძის სიკვდილი დაახლოებით ეგეთი გულშემატკივარი დამცველის დაკარგვას ნიშნავს ქვეყნისთვის".
მსახიობი გია როინიშვილი: "კახა ბენდუქიძე- უდიდესი პროფესიონალი, რეფორმატორი, პროგრესისკენ მომზირალი კაცი, უკომპრომისო როცა სამშობლოს გადარჩენას ეხება საქმე, არა სიტყვით, საქმით საზოგადო მოღვაწე - ე.ი. პატრიოტო!!!!!! - დააკლდება საქართველოს.:((((("
ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი: "როგორც ყოველთვის ქართველებმა ვერ ავიტანეთ ბუმბერაზი ადამიანი, ჩვენ ხომ გენიოსებს ვერ ვიტანთ, ვდევნით, ვკლავთ... ხოდა კახაც ქართველი ხალხის მსხვერპლია... ახლა წერეთ ლექსები და პოემები კახაზე, მერე წაუკითხეთ თქვენს შვილებს, მოუყევით გმირების ისტორიები... :((((((("
დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე: "რამდენიმე კვირის წინ ვნახე ლონდონში. ბ-ნო კახა როგორ ბრძანდებითთქო ვკითხე
რა ვიცი აი, ჩვენი ერთ-ერთი კონტრაქტორის ბეტონმზიდის მძღოლი დაუბარებიათ პროკურატურაში და უკითხავთ, რამდენი ტონა ბეტონი მიიტანე აგრარულშიო. ამას უთქვამს შვიდიო. შვიდი როგორ, მანქანა ხომ ათტონიანიაო. კი, მაგრამ შვიდი შემიკვეთეს მხოლოდო. მოდი გვითხარი რომ ათი მიიტანე და სამი არ გააფორმესო
ჰოდა ახლა ვფიქრობ, სამი ტონა ბეტონის მოტეხვა რომ მდომოდა საკუთარი თავისთვის, წესით ხომ პირიქით ათი უნდა გამეტარებინაო და გამიცინა, აი ასე ვარო".
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: "როგორ შემეცოდა ბენდუქიძე... წინააღმდეგობრივი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი იყო ჩვენს ქვეყანაში!"