რაზე ფიქრობენ ქალები პირველი სექსის დროს?
ფიქრის თემა იმ მამაკაცთან სექსის დროს, ვისთან ერთადაც უკვე ფუთი მარილი გაქვს ნაჭამი, უკვე ცნობილია – ეს კოსმიური რემონტია. მაგრამ კლასიკურ აზრზე - "შევათეთროთ ჭერი თუ არა" – ლაპარაკიც კი ზედმეტია, როცა ინტიმური სიახლოვე ორ სქესს შორის პირველად ხდება.
აღმოჩნდა, რომ ამ დროს ქალებს სრულიად სხვა პრობლემები აწუხებთ. შეკითხვას: "რა აზრები მოგდით თავში მამაკაცთან პირველი სექსი წინ?" ერთ-ერთი უცხოური პორტალის 11 ათასმა მკითხველმა ქალმა უპასუხა.
რესპონდენტი ქალების უმეტესობა (1651 ქალი) წუხდა იმის გამო, რომ გაშიშვლების დროს ყველაფერი გაცხადდებოდა და მამაკაცი მის ცელულიტს შეამჩნევდა.
დიახ, რეკლამამ თავისი შავი საქმე გააკეთა და უკვე რთულია მოიძებნოს 5 წელზე მეტი ასაკის ძლიერი სქესის წარმომადგენელი, ვისთვისაც ცნობილი არ არის "ფორთოხლის კანის" შესახებ.
ცელულიტზე ნერვიულობის შემდეგ მეორე ადგილზე კიდევ ერთი აკვიატებული აზრი გავიდა. გამოკითხულთა 12% (1413 ადამიანი) ამ დროს ყველანაირად ცდილობს, შეისუნთქოს მუცელი (სხვათა შორის, რომ იცოდეთ, "ზურგზე წოლისას" მუცელი ისედაც შეზნექილია), 12% (1409 ქალი) – ფუშ-აფის გამოყენების ოსტატი – ნერვიულობს მკერდის ზომის გამო. ამ უკანასკნელთ ვურჩევთ, მაგალითი აიღონ მირანდა კერისგან, რომლის მკერდიც თითქოს ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით ხან დიდდება, ხან მცირდება და მისი პატრონი კი ამის გამო სულაც არ ნერვიულობს და უამრავი მამაკაცისთვის საოცნებო ქალად რჩება.
გამოკითხულთა 11% (1217 მონაწილე) განსაკუთრებით მძაფრად განიცდის ინტიმური მომენტის დროს ზედმეტ წონას. ეს უკანასკნელნი უარს არ იტყოდნენ, რომ ჩაცმულ-დახურულებს ჰქონოდათ სექსი, ოღონდ კი საკუთარი სხეული სააშკარაოზე არ გამოეტანათ.
ყოველ მეათე ქალს სწორედ ამ მომენტში ახსენდება, რომ დაავიწყდა ფეხების გაპარსვა. გამოკითხულთა 7%-ს ადარდებს კონტრაცეპტივების სიმრავლე, ხოლო ამდენივე უცებ აცნობიერებს, რომ არ ახსოვს, რომელი საცვალი ჩაიცვა დილით. 3%-ს აწუხებს, რომ სხვადასხვა საცვალი აცვია ზევით და ქვევით. 2%-ს ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება პრელუდია და როდის გადავა პარტნიორი ძირითად საქმეზე – "რა საჭიროა ამდენი ქექვა!" და კიდევ 1%-ს გულწრფელად უკვირს, რატომ ვერ გაერკვია პარტნიორი მამაკაცი მისი ბიუსტჰალტერის შესაკრავში.
ქალებო, დამშვიდდით - რა თქმა უნდა, თავის მოვლა საჭიროა, მაგრამ არ ღირს "ჩაციკვლა" ზუსტად სექსის დროს ამ ყველაფერზე, რადგან ფსიქოლოგების, სექსოლოგების და სხვა სპეციალისტთა დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ სხეულთა შერწყმის პროცესს ცელულიტის სიჭარბე, მკერდის ზომა, საცვლების ფერი და სხვა თქვენთვის დიდ პრობლემად ქცეული წვრილმანი ვერ შეაჩერებს.
მამაკაცების უმეტესობისთვის სულერთია, როგორ არის განაწილებული თქვენს სხეულზე ცხიმის საფარი. მხოლოდ მცირე მათგანი შეამჩნევს, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ საეჭვოა, მათაც გადაიფიქრონ ამის გამო სექსი და ტანსაცმელი უკან ჩაგაცვან. მამაკაცების მესამე კატეგორია კი საერთოდაც დარწმუნებულია, რომ ცელულიტი ძალიანაც მადისაღმძვრელია... "ისევე, როგორც სუფლე".