მეცნიერების აზრით, სექსი, როგორც გამრავლების საშუალება, 2050 წლისთვის გაქრება
სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ ჯერასი, რომელმაც წლების წინ კონტრაცეფციული აბები გამოიგონა, ვარაუდობს, რომ სექსი, როგორც გამრავლების საშუალება, 2050 წლისთვის გაქრება. მისი აზრით, ადამიანები მომავალი თაობების გასაჩენად ხელოვნურ განაყოფიერებას გამოიყენებენ. ჯერასის ვარაუდით, ქალები და მამაკაცები ახალგაზრდა ასაკშივე გაყინავენ სპერმას და
კვერცხუჯრედებს, ხოლო სექსით შეიძლება აღარც დაკავდნენ.
ქალები, კვერცხუჯრედების გაყინვის შემდეგ, სტერილიზაციის პროცედურას გაივლიან და მომავალში აღარ დადგებიან დაუგეგმავი ორსულობის პრობლემის წინაშე. გარდა ამისა, პროფესორი თვლის, რომ ეს პროცედურა მოაგვარებს აბორტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კარიერულ პრობლემებს, რადგან ისინი შვილების გაჩენას ნებისმიერ ასაკში შეძლებენ და არ შეეშინდებათ, რომ ბავშვი სამყაროს რაიმე პათოლოგიით მოევლინება.