სოფია სებისკვერაძე: ''გუგა კუზანოვს ჩემი მკერდი და დუნდულების ფორმა მოეწონა''
''მარაო რუსთავი 2''-ზე ნიკა გრიგოლია სახალისო გადაცემას უძღვება, ''ერთგულების ტესტი'', ალბათ, უფრო მაყურებლისთვისაა სახალისო და არა იმ წყვილისთვის, რომელმაც გამოცდას უნდა გაუძლოს. ცოლთან შეთანხმებით ქმრის მახეში გაბმას და იმის ყურებას, მოიხიბლება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლე მაცდური ქალით, ალბათ, კარგი ნერვები სჭირდება, ძირითადად, ცოლის მხრიდან.
გადაცემის პირველი ''საცდელი ობიექტი'' ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი აღმოჩნდა. მის ''შემბმელად'' კი ნიკა გრიგოლიამ სექსუალურ მსახიობ სოფია სებისკვერაძეს უხმო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა კუზანოვის მოსახიბლად, თუმცა ღალატი მაინც არ შედგა. სოფიამ გადაცემის შემდეგ თავისი შთაბეჭდილებები გაგვიმხილა და გვითხრა, რომ მეორედ ასეთ ექსპერიმენტს აღარ დათანხმდება.
- ამ თამამ შემოთავაზებას როგორ შეხვდი?
- დამირეკეს ნიკა გრიგოლიამ და პროდიუსერებმა. მითხრეს, რომ გადაღება იგეგმებოდა და მონაწილეობა შემომთავაზეს, თუმცა ზუსტად არ უთქვამთ, რა ხდებოდა. ნელ-ნელა შემომაპარეს (იღიმის). მითხრეს, რომ გუგა კუზანოვის ''შებმა'' უნდა მეცადა, მაგრამ მისი მეუღლე საქმის კურსში იყო. ეს ამ ამბავს უფრო ამსუბუქებდა, მაგრამ გადაღებების მერე, რომ დავფიქრდი, ცოტა გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე. იქ მისულს ისეთი სიტუაცია დამხვდა, რომ ყველაფერი მარტივად უნდა ყოფილიყო. აქ მთავარი მაინც ცოლის ფაქტორი იყო, უფრო მარტივად სწორედ იმის გამო მივიღე, რომ მან იცოდა. რომ არ სცოდნოდა, შესაძლოა, უარი მეთქვა.
- გადაღებები როგორ წარიმართა?
- გადაღებამდე მე და ნინო ნადირაძე შევხვდით ერთმანეთს. დამარიგა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, გუგას რა მოსწონს და რა - არა. საქმე იმან გაართულა, რომ გუგა დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე მოვიდა, ყველა დაფაცურდა და აღელდა, მათ შორის, მეც. გამოგიტყდებით, რომ ასეთი რამ პირველად გავაკეთე, მიზანდასახულად უნდა ''შემება'' ვიღაც. ამას, როგორც ერთ-ერთ როლს, ისე მივუდექი, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა. სასაცილო ის იყო, რომ გადაღების დასრულების შემდეგ ბატონმა გუგამ თქვა, ძალიან გამიკვირდა, რომ მასაჟის დროს ხელები გიკანკალებდაო. ალბათ,
ნახეთ, რომ მას განტვირთვის მიზნით, დაძაბულობის მოსახსნელად, მასაჟი გავუკეთე (იცინის).
სხვათა შორის, ძალიან ფრთხილი ადამიანი ყოფილა, ყველაფრის შემოწმება დაიწყო. მოგვიანებით მისმა მეუღლემაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, გადაცემა უფრო მარტივად წარმართულიყო. ბატონი გუგა ძალიან დაღლილი მოვიდა სამსახურიდან, როგორც თვითონ აღნიშნა, მკერდის ორი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. საერთოდაც, მისი მოხიბვლა ქალისთვის გაცილებით რთულია, ვინაიდან სულ ქალებთან და მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილთან აქვს ''ურთიერთობა'', მკერდთან, უკანალთან და ა.შ.
- რომ მოსწონებოდა შენი უკანალი და მკერდი და რაიმე დაეპირებინა, მერე სად მიდიოდი?
- (იღიმის) ეს გადაცემა გათვლილია მაყურებელზე, თორემ იქ, რაც უნდა იყოს, არ არის ისეთი გარემო, რომ რაიმე მოხდეს. ცოლი გვერდით ოთახში იყო და თუკი რაიმე მომენტი შეიქმნებოდა, უცბად შემოვიდოდა. რასაკვირველია, რაიმე ასეთი მომენტი რომ შექმნილიყო, ჩემთვის მაინც უხერხული იქნებოდა. ძალიან ვინერვიულე. აღვნიშნე კიდევაც, რომ არც ერთი სპექტაკლის თუ გადაღების დროს არ მინერვიულია ასე. ასეთ შეთავაზებას მეტჯერ აღარ დავთანხმდები. ვფიქრობდი, რაიმე არ შემშლოდა, დამალულ ოპერატორს ხველება არ ასტყდომოდა.… ბატონი გუგა მიადგა ერთ ადგილს, სადაც მეორე კამერა იმალებოდა, იქიდან რაღაცნაირად გამოვიყვანე. ნიკა მესიჯებს მწერდა, ახლა აქ დასვი, ახლა იქ დასვიო, რომ კამერაში კარგად გამოჩენილიყო. ბევრი მოქმედების ჩატარება მომიხდა, რომ კონკრეტულად მისთვის გათვალისწინებულ ადგილას დამჯდარიყო.