სისხლიანი ინციდენტი ფიგურულ სრიალში ჩინეთის ჩემპიონატზე (ვიდეო)
ფიგურულ სრიალში Cup of China-ს გრანპრი დასრულდა, რომელიც შანხაიში მიმდინარეობდა. მამაკაცთა შორის გამარჯვება რუსმა მოციგურავე მაქსიმ კოვტუნმა შეძლო, რომელმაც 243.34 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე იაპონელი იუზურუ ჰანიუ გავიდა 237.55 ქულით, ხოლო მესამეზე - ამერიკელი რიჩარდ დორნბაში 226.73 ქულით. ინციდენტი მოხდა იაპონელ იუზურუ ჰანიუსა და ჩინელ ჰან იანს შორის. როდესაც ისინი ყინულზე გასახურებლად გამოვიდნენ, რაღაც მომენტში ერთმანეთი ვერ დაინახეს და შეეჯახნენ. შედეგად იუზურუც და ჰანიც დაშავდა და ისინი ექიმებმა გაიყვანეს ყინულის მოედნიდან.