თინა მახარაძე ია ფარულავას კრიტიკას პასუხობს - მსახიობების კომენტარები სცენის მიღმა
"რუსთავი 2"-ის ეთერში, გუშინ "ბრავოს" მორიგი სეზონი გავიდა, სადაც ერთმანეთს ია ფარულავა და ლალი მოროშკინა ეჯიბრებოდნენ, რომელთაგან ერთი - ოთო ნემსაძის, მეორე კი კილენკა ზვიადაძის ლობისტი იყო. წარმატების მისაღწევად ლობისტებმა მათთვის უჩვეულო ამპლუაში წარუდგინეს თავი მაყურებელს.
მსახიობმა ია ფარულავამ პროექტისთვის ცეკვა დადგა და ფეხი იღრძო, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც იცეკვა. პროექტის მსვლელობის დროს, მას გადაცემის წამყვანმა თინა მახარაძემ ძველი წყენა გაუხსენა. აღმოჩნდა, რომ ია ფარულავამ ცოტა ხნის წინ მისი ვარცხნილობა საჯაროდ გააკრიტიკა და როგორც აღმოჩნდა, თინას მისი კრიტიკა შეუმჩნეველი არ დარჩა. როგორ გაგრძელდა მათი დაპირისპირება, ამის შესახებ თავად მსახიობებს გავესაუბრეთ.
- თინა, სცენაზე ია ფარულავას ძველი წყენა გაუხსენეთ, რა მოხდა თქვენს შორის?
- "ფეისბუქზე" დააკომენტარა რაღაც იამ და ამაზე ვიხუმრეთ და ვიცინეთ უბრალოდ. სულ მეცინება ასეთ რაღაცებზე. მე ვგიჟდები ჩემს ვარცხნილობაზე, რაც ყველაზე მეტად მევასება და ვაწვები არის ის, რომ ბოლომდე ისეთი ვიყო, რაც ვარ. უამრავი კითხვა მომდის, რა ჰქვია ჩემს ვარცხნილობას, რაზეც პასუხი არ მაქვს. მე თვითონ ვიჭრი თმას, ჩემნაირი ვარცხნილობით
ბევრი გოგო დადის თბილისში, მე ვიცი, რომ სალონებში მიდიან და ეუბნებიან, ანკასნაირი ვარცხნილობა გვინდაო.
ია ფარულავა მიიჩნევს, რომ თინა მახარაძე ლამაზი მსახიობი გოგოა და მან აუცილებლად უნდა იაროს სალონში.
- დიდ ყურადღებას ვაქცევ ქალის ვარცხნილობას. როდესაც ლამაზია ქალი, მინდა ლამაზი ვარცხნილობა ჰქონდეს. მე გარეგნულად მომწონს თინა მახარაძე, მაგრამ არ მომწონდა მისი დახუჭუჭებული თმები. მეგონა ეს არის გოგო, რომელსაც ეზარება სალონში სიარული. ერთ-ერთ შოუში გასწორებულ თმა ჰქონდა და ძალიან უხდებოდა. სწორედ ეს დავწერე "ფეისბუქზე" და ამას მოჰყვა აჟიოტაჟი, მაგრამ ამ ჩემს კომენტარს უამრავი ლაიქიც აქვს. ის კი არ მითქვამს, რას გავს ეს გოგო-თქო, უბრალოდ ვთქვი, რომ უხდებოდა გასწორებული თმები და ეს გამიხსენა სცენაზე.
- როგორ ვარცხნილობას შეურჩევდით?
- ლამაზი და კარგი გოგოა, თანაც მსახიობი. ხშირად უნდა ივარცხნოს თმა და ვფიქრობ გრძელი თმები დაამშვენებდა.