კესარია აბრამიძე: „მკერდის ოპერაციას დღეში ოცი ადამიანი იკეთებს და ჩემი კონკურენტია?..“
„ფსიქოპატთა თამაშების“ გადაღებები დამთავრებულია. სერიალის ერთ-ერთი მონაწილეა კესარია აბრამიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ მსახიობობა ძალიან რთული აღმოჩნდა და დაიღალა. კესოს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- კესო, გადაღე ბის ნოსტალგია უკვე გაქვს?
- მომენატრა კოლექტივი, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, ძალიან დადებითი და კარგი ხალხია. შეიძლება ითქვას, გადაღებების „ლომკა“ მაქვს.
- ალბათ მონატრებულთა შორის არაა დავით ქაცარავა. მახსოვს, თქვენს შორის დაიძაბა ურთიერთობა იმის გამო, რომ თქვა, შენთან ერთად სექსის სცენაში არ ითამაშებდა.
- დათო რა შუაშია, ის სხვა ფილმშია, მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია გადაღებისას.
- ხომ ერთ სერიალში ხართ?
- კი, მაგრამ სერიალში რვა სხვადასხვა ისტორიაა. მე მეშვიდე სერიის მთავარ როლში ვარ.
- რომ თქვი, აბა, მე მკითხოს, თუ ვითამაშებდი მასთან ერთად სექსის სცენაშიო, ამით დამთავრდა თქვენს შორის კამათი?
- კამათს მომხდარს ვერ დაავარქმევ. მან მისი აზრი თქვა, მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. შესაბამისად არანაირი კამათი არ ყოფილა.
- ალბათ ადევნებ თვალს ყვითელ პრესას და იცი, რომ კონკურენტები გამოგიჩნდნენ.
- არ ვიცი, რომელ კონკურენტებზე მეუბნები.
- ტრანსექსუალ ანნია კოვალენკოს უნდა, რომ მკერდის ოპერაცია გაიკეთოს.
- მკერდის ოპერაციას დღეში ოცი ადამიანი იკეთებს და ჩემი კონკურენტია?
- თვითონ ამბობს, რომ შენ ერთადერთი ხარ, ვინც მკერდი გაიკეთა და მეორე ის იქნება...…
- და ამაში ცუდს რას ხედავთ, თუ უნდა, გაიკეთოს, გალამაზდეს და თავს მოუაროს. კონკურენცია რა შუაშია. წარმატებებს ვუსურვებ, მე ჩემი სათქმელი ვთქვი და ბარიერი უკვე გადალახულია.