შრომისმოყვარეობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შრომისმოყვარეობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჩვენი ასტროლოგები ყვებიან, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით.

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)



ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ნამდვილად ვერ მოვიხსენიებთ 100%_ით შრომისმოყვარეებად, თუმცა თუკი ისინი დაისახავენ რაღაც მიზანს, მაშინ ყოველგვარი შესვენებისა და სიზარმაცის გარეშე, ყველაფერს იზავენ მის განსახორციელებლად. მათ შეუძლიათ შრომა გამუდმებით, როგორც დასვენების დღეებში, ასევე დღესასწაულებზე, გარდა ამისა, დიდი გავლენა აქვთ ყველაზე, ვისთან ერთადაც არიან საქმეში და არც მათ აძლევენ დასვენების უფლებას.
თუმცა თუკი ვერძს გული აუცრუვდა საქმის მიმართ და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მაშინ ის კარგავს ენთუზიასმსა და მონდომებას, თუმცა არც ისე დიდი ხნით. წარუმატებელი მცდელობების შემთხვევაში, მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ დაივიწყონ ძველი და დაისახონ ახალი მიზანი.

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)



კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით. სინამდვილეში, ბუნებით ისინი ზარმაცები არიან და ერთი სული აქვთ, როდის მიეცემათ საშუალება, რომ უსაქმურობით დატკვნენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფული უკვე საკმარისად აქვთ გამომუშავებული, ბავშვები ჰყავთ დანაყრებული, ხოლო სახლში აქვთ სისუფთავე და მოწესრიგებულობა. შრომა ნამდვილად არ არის მათი მიზანი, თუმცა სხვა გზა არ აქვთ და უწევთ გარჯა და უწევთ გადადონ გვერძე თავიანთი საყვარელი უსაქმურობა და სიზარმაცე.
კუროებს ამწყნარებს, ამშვიდებს სახლის საქმიანობა. დასვენების დღეებშიც კი შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ აცხობს მთელი მონდომებით სუსტი სქესის წარმომადგენელი ქალი კურო პიცას, ხოლო კაცი თავის ავტოფარეხში აკეთებს საკუთარ მანქანას. შეიძლება მათ ქონდეთ უამრავი ფული და შეეძლოთ ქალაქში ყველაზე მაგარი პიცის შეკვეთა და მანქანის საუკეთესო ხელოსანთან გაკეთება, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამოჯობინებენ ამგვარი საქმიანობების საკუთარი ხელით გაკეთებას, რაც მათ შვებასა და სიამოვნებას ჰგვრით.

ტყუპები (21 მაისი - 21 ივნისი)



"ტყუპები შრომისმოყვარეები არიან" ეს არის ყველაზე მოკლე ანეგდოტი, რომელიც ოდესმე მოგისმენიათ. თუნდაც ისინი გამოაგდონ სამსახურიდან, მანამ არ დაიწყებენ ახალის ძებნას, სანამ ექნებათ გარკვეული თანხა საცხოვრებლად, ხოლო როდესაც დარჩებიან ყოველგვარი ფინანსების გარეშე, შემდეგ იქნებიან იძულებულნი იშოვონ ახალი სამსახური.
რა თქმა უნდა ტყუპებსაც შეუძლიათ დაუღლელი შრომა, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ძალიან კარგად უხდიან ან თვითონ არიან რაიმე კომპანიის მფლობელნი. თუმცა ამ დროსაც გამონახავენ ისინი შანს, გადააბარონ თავიანთი საქმე სვას, თვითონ კი მონახავენ რაიმე გასართობს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)



კირჩხიბები ნამდვვილად შრომისმოყვარეები არიან, თუმცა მათ თავიანთი საქმისადმი სიყვარული ფანატიზმში ნამდვილად არ ეზრდებათ. ისინი აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც ევალებათ და სამსახურში არასდროს იწუხებენ თავს ზედმეტი საქმიანობებით. ერთი სული აქვთ, დაბრუნდნენ სახლში და მიიღონ შხაპი. სამსახურისგან განსხვავებით, მათ ოჯახში შეუძლიათ შრომა გონების დაკარგვამდე. მათი მიზანია უბრალოდ არსებობა და თავიანთი ყოფით ნამდვილად არ არიან უკმაყოფილონი.
ასე, რომ თუკი კირჩხიბებს მოვიხსენიებთ შრომისმოყვარეებად, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ეხება მის ოჯახურ საქმიანობას. სამსახურში ისინი არ გააკეთებენ იმაზე მეტს, რაც შედის მათ მოვალეობაში და არასდროს აიღებენ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)



ლომი შრომისმოყვარეა მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მოსწონს თავისი საქმიანობა და გარკკვეულ წილად ერთობა ამით. ასეთ შემთხვევაში, ლომებს შეუძლიათ იმუშაონ 15 - 18 საათიც კი. თუკი მათ მოსწონთ საუთარი საქმიანობა, მაშინ ისინი ყოველთვის აიღებენ საკუთარ თავზე დამატებით პასუხისმგებლობას და დაუღალავ რიტმში იშრომებენ მთელ დღეს.
ლომებისათვის გარდა საქმის სიყვარულისა, შრომის მოტივაციას წარმოადგენს უზრუნველყოფილი ცხოვრება: გემრიელად ჭამა, ლამაზად ჩაცმა, გრანდიოზულ მოგზაურობებში წასვლა. ამ მიზნების განსახორციელებლად მათ შეუძლიათ უარი თქვან დასვენებაზე და ძილზე. მოკლედ, მათთვის ბედნიერებაა, როდესაც საყვარელ საქმიანობას შემოაქვს ფული.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)



ქალწულები ნამდვილად არ გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით. ისინი სიზარმაცით ასრულებენ ყველა თავიანთ ვალდებულებას. მათ ვერასდროს დააძალებენ ზედმეტ მუშაობას. გარკვევით იციან ყველა წესი და ყველა კანონი, ესმით საკუთარი სფერო და ზუსტად იციან რა ევალებათ მათ. იმაზე მეტს არასდროს გააკეთებენ, რაც მათ ვალდებულებებში შედის, თუნდაც ეს კომპანიისთვის ან სულაც რაიმე ბიზნესისათვის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს. რა საკვირველია, ქალწულებსაც შეუძლიათ იყვნენ შრომისმოყვარეები, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ საკუთარი ცხოვრება არ აკმაყოფილებთ.
თუკი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ სურთ გარკვეული მიზეზების გამო სახლში მისვლა, გაათენებენ ღამეებს და კვირებს სამსახურში, მათ შორის დღესასწაულებსაც. მათი პროფესიული სფერო წარმოადგენს თავშესაფარს, სადაც შეეუძლიათ დაიმალონ, რათა თავი აარიდონ ცოლთან (ქმართან) კამათს.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)



სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მუშაობენ მხოლოდ გამოუალი მდგომარეობის, საჭიროების შემთხვევაში. თუკი მათ აქვთ უსაქმურობის საშუალლება, აუცილებლად გამოიყენებენ ამ შანს. ხანდახან იქმნება წარმოდგენა, რომ სწორედ ამ ნიშნის მატარებელმა ადამიანებმა მოიგონეს: მოსაწევად გასვლა, შესვენება ყავის დასალევად და სხვ.
თუმცა, თუ სასწოორები დაკავებული არიან რაიმე სახის შემოქმედებითი საქმიანობით: იღებენ კინოში, წერს წიგნებს, ქმნის ნახატეს, მაშინ მათ შეუძლიათ დაივიწყონ სიზარმაცე.

მორიელი (23 ოქტომმბერი - 21 ნოემბრი)



მორიელები იმდენად ამოუცნობი არსებები არიან, რომ რთულია დაადგინო მათი საზღვარი გატაცებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის. შედეგის მისაღებად, მათ შეუძლიათ მთელი დღე დაუღალავად, ყოველგვარი შესვენების გარეშე შრომა. ხანდახან ისეც ხდება, რომ ისინი გაურბიან პირად ცხოვრებას, პრობლემებს და თავს აფარებენ სამუშაოს. ისინი მთელ თავიანთ ყოფას და არსებობას დებენ თავიანთ პროფესიაში და დაუღალავად შრომობენ. ამ გზით, გაურბიან რეალურ სამყაროს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)



მშვილდოსნები ძალიან იშვათად გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, არა იმიტომ, რომ მათ არ უყვართ და არ შეუძლიათ მუშაობა, არამედ სამსახურის გარდა, გარემომცველ სამყაროში არსებობს იმდენი გასართობი და საინტერესო რამ, რომ საქმიანობას გულს ვეღარ უდებენ. თუნდაც მათი პროფესიული მოღვაწეობა გულისხმობდეს საყვარელ საქმიანობას, მათ არ უყვართ ერთფეროვნენბა და მაინც შეცვლიან მას.
მშვილდოსნები შრომისმოყვარეები არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც შედეგს მათ ცხოვრებაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა.

თხის რქა ( 22 დეკემბერი - 19 იანვარი)



ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეგვიძლია დამსახურებულად ვუწოდოთ შრომისმოყვარეები. სწორედ ისინი არიან მზად ყოყმანის გარეშე აიღონ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა და გაატარონ მთელი დღე სამსახურში, დაუღალავ შრომაში. ისინი გარკვევით ხედავენ თავიანთ მიზანს და მიისწრაფიან მისკენ. რა საქმიანობითაც არ უნდა იყვნენ დაკავებულნი, მათთვის ყოველთვის მისაღებია დაწერილი კანონები და არასდროს გადაუხვევენ მას.
თუკი საქმეს სჭირდება, თხის რქებს შეუძლიათ ყურადღება არ მიაქციონ სირთულეებსა და დისკომფორტს. ისინი არასდროს კამათობენ უფროსობასთან და ყოველთვის რბილად იღებენ მათ გადაწყვეტილებებს. (რა თქმა უნდა, თუკი ისინი თავად არ არიან უფროსები).

მერწული (20 იანვარი - 18 თებერვალი)



ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ აქვთ საერთო კავშირი შრომისმოყვარეობასთან. თუკი მათ მიეცებათ საშუალება, მთელი დღე გაუნძრევლად იწვნენ ლოგინზე, მოსამსახურეები აჭმევდნენ, ასმევდნენ და უვლიდნენ, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ ამ შანსს.
თუმცა, ხშირად მათში იღვიძებს პასუხისმგებლობის გრძნობა და ათვითცნობიერებენ, რომ შრომის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია და თავიანთი სიზარმაცით შეიძლება სხვასაც ავნონ. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი არიან მოტივირდნენ სამსახურზე.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)



თევზები ხდებიან შრომისმოყვარეები მხოლოდ მაშინ, თუკი სხვა სფეროები მის არსებობას და მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებენ. თუკი მათ შეეძლებათ მიატოვონ ძველი და დაიწყონ ახალი სამსახური, აუცილებლად გამოიყენებენ ამ შანს, რადგან ისინი გულისყურით ვერ ეკიდებიან თავიან პროფესიას და ყოველთვის არიან რაღაც ახალის ძიებაში.
თუმცა თუკი არსებობოს გარემოება, რომ თევზების ცხოვრებაში არ არსებობს სხვა არავინ და არაფერი გარდა სამსახურისა, მაშინ ისინი ორიენტირებულნი არიან მხოლოდ კარიერაზე და საკმაოდ დიდ წარმატებასაც აღწევენ. მათ შეუძლიათ დაუღალავი შრომა, ყოველგვარი შესვენების გარეშე.