ქეთი მელუას ყურში ერთი კვირის განმავლობაში ობობა ბინადრობდა
ჰელოუინის კვირა ტრადიციულად საშიში ამბების პერიოდია, მაგრამ პოპ ვარსკვლავ ქეთი მელუას რეალურად საშიში ისტორია გადახდა. 30 წლის მომღერალს ყურში ფხაჭნისმაგვარი ხმები აწუხებდა, რის გამოც ექიმთან მივიდა. როგორც აღმოჩნდა, ხმაური გამოწვეული იყო იმით, რომ მის ყურში ცოცხალი ობობა ბინადრობდა. მწერმა იქ
ერთი კვირა გაატარა.
როგორც ჩანს, ობობა ყურსასმენებში ბუდობდა, რომელიც მელუამ გამოიყენა. მას შემდეგ, რაც ექიმმა მწერი ყურიდან ამოიღო, მისი ფოტო სოციალურ ქსელ ”ინსტაგრამის” საშუალებით გაავრცელა.
”სპეციალურ აპარატში ობობა ძალიან საშიშად გამოიყურებოდა, მაგრამ ამოღების შემდეგ, ძალიან პატარა აღმოჩნდა და ახლა შუშის ჭურჭელშია მოთავსებული, ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს” - დაწერა მელუამ საკუთარ ”ტვიტერის” პროფილზე.
ექიმის განცხადებით, მას აქამდე არასოდეს ამოუღია ცოცხალი მწერი ადამიანის ორგანიზმიდან. მელუამ ობობა სახლში წაიყვანა და საკუთარ ეზოში გაუშვა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.