მეცნიერები გირჩევენ: 6 სასარგებლო მიზეზი სექსით დასაკავებლად

მეცნიერები გირჩევენ: 6 სასარგებლო მიზეზი სექსით დასაკავებლად
ჟღერს არასექსუალურად, მაგრამ ფაქტია: ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი სასქესო ორგანო - ეს ტვინია. სულ ახლახანს ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ეს არა მხოლოდ ბრძანებების გამცემი ცენტრია, რომელზეცაა ყველაფერი დამოკიდებული: ტვინი ასევე დამოკიდებულია თავის ქვეშევდომებზე. თუ საუბარია სექსზე, მაშინ აქ მოქმედებს ურთიერთდახმარების პრინციპი. აი რა სარგებელს ღებულობთ თქვენ პროცესისგან მიღებულ სიამოვნებასთან ერთად.


1. გონებამახვილობა
როგორც მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რეგულარული სექსი არა მხოლოდ ნეიროგენეზის(ახალი ნეირონების წარმოშობას) უწყობს ხელს, არამედ ასევე აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ სექსი თქვენ ტვინს გისუფთავებთ, რის შემდეგაც თქვენ იწყებთ უფრო ნათლად და სწრაფად აზროვნებას .

ხოლო ადრე ისიც იყო დადგენილი რომ სექსის დახმარებით ახლდებოდა ტვინის ჰიპოტალამუსის უჯრედები , რომელიც მეხსიერების ხანგრძლივობაზეა პასუხისმგებელი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უფრო ნაკლებად დაგემუქრებათ მეხსიერების დაქვეითების ან საერთოდ დაკარგვის რისკი.


2. შიდა განათება
რატგერტის უნივერსიტეტის მეცნიერები უკვე 25 წელია სწავლობენ ქალის ორგაზმს. სულ ცოტა ხნის წინ მათ დაასრულეს გამოკვლევები და ფმრტ - ფუნციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით, რომელიც ტვინის აქტივობას ზომავს, სისხლის ნაკადში ცვილებებით და მან აჩვენა, რომ ორგაზმის დროს ქალებს უნათდებათ ტვინის 30 განყოფილებაზე მეტი. ანუ, მათ მიეწოდებათ სისხლი რომელიც საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადს მიაწოდებს მათ. რაც უეჭველად აუმჯობესებს ამ ორგანოს მდგომარეობას.
სხვათაშორის, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, კროსვორდები, თავსატეხები და თამაშები რომელსაც მეხსიერება ჭრდება ტვინს უფრო ნაკლებად ასტიმულირებენ ვიდრე ორგაზმი.



3. მუდმივი ახალგაზრდობა
არსებობს ასეთი ჰორმონი დჰეა (დეჰიდროეპიანდროსტერონი), რომელიც ფაქტიურად აფერხებს სიბერეს. ის აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხელს უწობს უჯრედების განახლებას და ასევე იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და ასწორებს ნაოჭებს. ეს სასწაულმოქმედი საშუალება გამოიშვება როგორც დანამატი, მაგრამ მისი მიღება არ არის უსაფრთხო: დოზის გადამეტებას ინფაქტის გამოწვევაც კი შეუძლია! სულ სხვა საქმეა დჰეა, რომელიც ბუნებრივი გზით არის გამომუშავებული. და ამაში როგორც თქვენ ალბად უკვე მიხვდით დაგეხმარებათ კარგი ჯანმრთელი სექსი.

4. სიმშვიდე
დამტკიცებულია, რომ სექსი ამცირებს განგაშის დონეს, შემდეგნაერად. როდესაც თქვენ სექსით ხართ დაკავებული, თქვენი გონება ღებულობს აღმაფრთოვანებელ ჰორმონების კოქტეილს და ნეირომედიატორებს, ოქსიტოცინის ჩათვლით(მას ასევე უწოდებენ "ერთგულების ჰორმონს"), დოფამინს ("სიხარულის ჰორმონს") და სეროტონინს ("ბედნიერების ჰორმონი"). ეს ხუთი ნაზავი გაიფანტება მთელს სხეულში და აუმჯობესებს ხასიათს, ეს კი თქვენ გამშვიდებთ და გადუნებთ.

სხვათაშორის, ორგაზმის ეფექტი ძალიან ჰგავს ანტიდეპრესანტს - ყოველ შემთხვევაში, ისინი კურნავენ ტვინის ერთსა და იგივე განყოფილებებს. შესაძლოა, ამიტომაცაა რომ ხალხი რომელიც სისტემატიურად არის დაკავებული სექსით, ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში.


5. მედიტაციის ეფექტი
როგორც ზოჯერ ექიმები ამბობენ, ორგაზმი ეს არის "შეგნების განსაკუთრებული შემთხვევა", შეცვლილი მდგომარეობა, რომელშიც თქვენ კი არ ფიქრობთ არამედ გრძნობთ. ამიტომ, სექსით დაკავებისას, ძალიან მნიშვნელოვანია დაივიწყოთ ყველანერი პრობლემა და სრულად მოხდინოთ კონცეტრირება შეგრძნებებზე. ასეთი დაფიქრებული სექსი წააგავს მედიტაციას, რომლის ეფექტიც გონებაზე თვალსაჩინოა.

6. სიახლისკენ ლტოლვა
რათქმუნდა თუ თქვენ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, მაშინ დოფამინის დონე შესაძლოა დაეცეს, ისე რომ ფიზიკური სიახლოვე ვეღარ მოიტანს ისეთივე მძაფრ შეგრძნებებს როგორც თავიდან. მაგრამ აქაც არის მეცნიერული გამოსავალი. გამოცადეთ ერთობლივად სიახლე, არ არის აუცილებელი ეს მაინცდამაინ სექსში გააკეთოთ. ესტუმრეთ ახალ ადგილებს, დაკავდით რამე ახალით (ცეკვებით,რაფტინგით - შესაძლებლობები უამრავია) და დოფამენი კვლავ ამაღლდება და დაბრუნდება ძველი ვნება.

და ბოლოს "განსაკუთრებული დესერტი" მამაკცებისთვის. როგორც აღმოჩნდა მათ ვისაც ყავდა 20 ზე მეტი სექსუალური პარტნიორი, ნაკლებად დგანან პროსტატით დაავადების რისკის ქვეშ. ეს კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომლებმაც 3200 მამაკაცი გამოკითხეს. თუმცა პროპორციები აღმოჩნდა უფრო ეშმაკური: "პოლიგამიის მეფეები" შეადარეს იმათ, ვისაც ყავდა ერთი პარტნიორი ან საერთოდ არ ჰყოლია. და დაავადების რეზულტატი "პოლიგამიურებს" აღმოაჩნდათ 28% ით ნაკლები.