საქმრომ ქორწილი ჩაშალა, რადგან საცოლის მაკიაჟი არ მოეწონა

საქმრომ ქორწილი ჩაშალა, რადგან საცოლის მაკიაჟი არ მოეწონა
ჰოლივუდის ქალღმერთმა ოდრი ჰეპბერნმა ერთხელ თქვა, რომ ქალი წლების მატებასთან ერთად ლამაზდება. როგორც ჩანს, ოდრის ნათქვამს არ ეთანხმება ეს ჩინელი ახალგაზრდა. გასულ კვირას მან საცოლე მას შემდეგ მიატოვა, რაც გოგონა წინა საქორწილო ფოტოსესიაზე მოხუცი ქალის მაკიაჟით გამოცხადდა. წყვილს შორის კამათი დაიწყო. მოწმის განცხადებით, საქმრომ საცოლეს მოსთხოვა, მაკიაჟი მოეშორებინა, რაზეც გოგონამ უარი განაცხადა. კამათი კონფლიქტში გადაიზარდა და ბიჭმა გოგონა მიატოვა.

საცოლის განცხადებით, მან განზრახ გაიკეთა ასეთი მაკიაჟი, რათა ეჩვენებინა საქმროსთვის, იქნებოდა თუ არა სასურველი მისთვის დაბერებული საყვარელი ქალი.