რა უარყოფით შედეგებს იწვევს ანალური სექსი
არსებობს მოსაზრება, რომ ანალური სექსი შესაძლოა იყოს უამრავი ანორექტალური დისფუნქციის მიზეზი, ამასთან იგი ასწლეულების განმავლობაში ითვლებოდა ცოდვად და სექსუალურ მანკიერებად. ზოგადად ანალური სექსი იწვევს სწორი ნაწლავის სფინქტერების მოშვებას, რასაც მივყავართ აირებისა და ფეკალიების შეუკავებლობამდე. მას ხშირად თან სდევს აგრეთე ბუასილიც თვისი გართულებებით. რაც შეეხება გასკდომას სპერმის ზემოქმედებით _ ამას ვერ დავეთანხმებით, თორემ ისე, ზემოთ მოგახსენეთ ანალური სექსის „დადებითი“ შედეგების შესახებ. ანალური სექსის შედეგად ხშირად ვითარდება ანალური ინკონტინენცია (ანალური სფინქტერის უკმარისობა) და დეფეკაციის კონტროლის უნარის სრული, ან ნაწილობრივი დაკარგვა და ქავილი ნაწლავური შიგთავსის მუდმივი გამოჟონვის გამო.