ქართული ცეკვა რუსულ შოუში და დაშოკილი შოუბიზნესის წარმომადგენლები
რუსეთში ახალი გასართობი შოუ Я смогу! ("მე შევძლებ!") დაიწყო, სადაც შოუბიზნესის 12 ცნობილი წარმომადგენელი სხვადასხვა ამპლუაში მოსინჯავს საკუთარ თავს. მეორე ეპიზოდში კონკურსანტებს საკმაოდ საინტერესო დავალებები წარუდგინეს, რომელიც წესების მიხედვით, თავად უნდა აერჩიათ. ერთ-ერთი დავალება ქართული ცეკვა იყო, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თითქმის ყველა მონაწილეს მოუნდა ამ ცეკვის შესრულება, განსაკუთრებით, ევგენი პაპუნაიშვილს, მაგრამ ვინაიდან მან უკვე აირჩია დავალება, ამ ცეკვაში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა. საბოლოოდ არჩევანი მომღერალ დიმიტრი ბიკბაევზე და ტელეწამყვან ოლგა ბუზოვაზე შეჩერდა, რომელთაც შემდეგ გადაცემაში ქართული ცეკვის შესრულება მოუწევთ.